WHERE BOUNDRIES OF TIME AND SPACE WIPE OUT

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ინერციით არსებობს და უკანასკნელ დღეებს ითვლის ომგადატანილ, კვლავ საომარ მდგომარეობაში მყოფ და პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში. შენობა გაპარტახებულია, როგორც მთელი ქვეყანა, თუმცა სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. მის სივრცეში ხვდებიან ერთმანეთს მეცნიერთა ჯგუფი და ჯარისკაცები. მეცნიერები ყოფის ამაოებაზე მსჯელობენ, ხოლო ჯარისკაცებს ობიექტის დაკავება სურთ, კარსმომდგარი საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად. თითქოს უხილავი, უსახელო, მითური და, სინამდვილეში, […]

WHERE BOUNDRIES OF TIME AND SPACE WIPE OUT Read More »

WHEN LAW AND MORALITY ARE ASLEEP

საქართველოში წლების მანძილზე არსებული შიდა თუ გარე დაპირისპირებები, ომები, კონფლიქტები, პანდემია, სოციალური პრობლემები, მსოფლიოში მიმდინარე დესტრუქციული პროცესები გავლენას ახდენს თანამედროვე საზოგადოების მენტალური აზროვნების, ცხოვრების სტილისა და ფორმის ჩამოყალიბებაზე. ერთ წრეზე სიარულის, სიტუაციიდან გამოუვალობის შეგრძნებამ გამოიწვია თანამედროვე ადამიანის შინაგანი კონსტიტუციის რღვევა, რამაც საბოლოოდ განაპირობა აქამდე არსებული მორალური კოდექსების ცვლილება. სამყარო ორიენტირდა „მე-ს“ პირად მოთხოვნილებებზე, ერთგვარად ჩაიკეტა,

WHEN LAW AND MORALITY ARE ASLEEP Read More »

FAR FROM LOVE

არის თუ არა „შუშანიკის წამება“ ოჯახური დრამა? ალბათ, არა, მაგრამ მანანას ცხოვრება ნამდვილად ჰგავდა ოჯახურ დრამას კინოსურათში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (2017, რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი და საიმონ გროსი), რომელიც დამსხვრეული სიყვარულის მაგალითია. იგი მიყვება იმ ეტაპებს, რომლის გავლაც უწევთ წყვილებს, რომლებიც მარტო არ ცხოვრობენ. მაშინ, როცა მესამე პირი ერევა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, ყველაფერი ირევა და ქაოსს ემსგავსება,

FAR FROM LOVE Read More »

FAMILY OF THREE GENERATIONS

2006 წელს კინორეჟისორმა, ილო ღლონტმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ხუთი ვარიაცია“ წარუდგინა მაყურებელს და საკმაო წარმატებაც ხვდა წილად. სუბიექტური კამერით გადაღებული ეს ნამუშევარი მოგვითხრობს ხუთი პერსონაჟის მიერ დანახული ერთი ოჯახის თავგადასავალს. მართალია, კინოს არსებობის მანძილზე, ამ პრინციპით, არაერთი ფილმი შეუქმნიათ, მათ შორის, დიდ რეჟისორებსაც. მაგალითად, იაპონელი აკირა კუროსავას კინოსურათმა, „რაშომონი“ (1950) პირველად მიმართა ახლებურ ხედვას (რამდენიმე ადამიანის

FAMILY OF THREE GENERATIONS Read More »

LIFE AS SEEN FROM THE ELEVATOR

კინო დაბადების პირველივე დღეებიდანვე ცდილობდა (და ცდილობს) თავისი მთავარი „ამოცანის“ რეალიზაციას – თვითმყოფადი და ორიგინალური აუდიოვიზუალური ხერხებით ამბის საინტერესოდ მოყოლას. ლოგიკურია, რომ არსებობის პერიოდში კინემატოგრაფიული თხრობისა და გადმოცემის ხერხებმა, ფორმებმა და შინაარსმა ფართომასშტაბიანი განვითარება და ტრანსფორმაცია განიცადა. უჩვეულო ისიც არაა, რომ ფილმების მთავარი გმირები, რომლებიც არა მარტო ექცევიან ყურადღების ცენტრში, არამედ თავადაც ხდებიან „მთხრობელნი“, არა

LIFE AS SEEN FROM THE ELEVATOR Read More »

BETWEEN TWO WORLDS

ქართული კინოს ისტორიაში, პოეტური და მეტაფორული მხატვრული აზროვნების კვალდაკვალ, მუდმივად იცვლება როგორც ხედვის მახასიათებლები, ასევე ის, რასაც დღეს ეწოდება ფაქტებად და მოვლენებად აღქმული თანამედროვეობა, რომელიც ყოველთვის თანმდევია თავისთავადი, გარდატეხებით თუ ომებითა და პანდემიებით გამოწვეული ეგზისტენციალური კრიზისით.ამ ფონზე ხელოვნება, დროდადრო, საკუთარ თავთან დიალოგსაც მიმართავს, რაც სრულიად პროზაულ ფორმაშიც შეიძლება გამოიხატოს. გიორგი ოვაშვილის ფილმში, ,,მშვენიერი ელენე“ (2022)

BETWEEN TWO WORLDS Read More »

CONTENT SACRIFICED TO TECHNOLOGY

კოტე ჩაბაკაურის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმს, „სათამაშო ცხენი“ (2019) ჰყავს სამი პერსონაჟი: გიორგი (თედო ბექაური), დედა (ნინო კვიტატიანი) და ქეთო (ქეთი ჩხარტიშვილი). რეჟისორი აღწერს მთავარი გმირის, გიორგის ცხოვრების ერთ ნაწილს, რომელიც, შესაძლოა, ამ პერსონაჟის რუტინის გარდამტეხ მომენტადაც იყოს მიჩნეული. გიორგი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ადამიანია. იგი ყოველ დილით მიდის სამსახურში, სადურგლოში, საღამოს ბრუნდება შინ და ასე

CONTENT SACRIFICED TO TECHNOLOGY Read More »

IN THE CAPTIVITY OF HIS OWN DREAM

დავით ჭადაშვილის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმში, „სემი“ (2021) საკმაოდ უცნაური ამბავია ნაჩვენები: მთავარი პერსონაჟი, სემი (ვახტანგ ვახტანგაძე), რომლის სახელსაც მისი ცოლისგან (მარია გიორგობიანი) ვიგებთ, დიდ გასაჭირშია ჩავარდნილი – მას გაღვიძება არ შეუძლია. იგი რამდენჯერმე იღვიძებს, თუმცა არცერთი არაა რეალური, რადგან ყოველი მათგანი სიზმარია. თავდაპირველად, ეს სიზმრები შედარებით მოკლეა, ხოლო შემდეგ ამ „ზმანებების“ ხანგრძლივობაც იზრდება.პერსონაჟი ჩვეულებრივად აღიქვამს,

IN THE CAPTIVITY OF HIS OWN DREAM Read More »