THE DAZZLING ATTRACTION OF HOLY ELECTRICITYl

სახელი – ტატო კოტეტიშვილი ქართულ კინოში, პირველად, ხმამაღლა 1987 წელს გაისმა, როდესაც მან (მაშინ ახალგაზრდა რეჟისორმა) პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, „ანემია“ გადაიღო. მეორედ კი, სულ ახლახან, 2024 წელს, ასევე ხმამაღლა, ასევე ახალგაზრდა რეჟისორის, ასევე პირველ სრულმეტრაჟიან ფილმთან, „წმინდა ელექტროენერგია“ დაკავშირებით. მეორე პირველის ძმისშვილია, რომელმაც კინოსამყარო, საქართველოშიც და მის გარშემოც (თავის დროზე, ბიძამისივით) ახალ ქართულ კინოსა […]

THE DAZZLING ATTRACTION OF HOLY ELECTRICITYl Read More »

UNAVAILING PROMISE

There comes a moment in every person’s life when they lose the ability to face great hopelessness, disappointment, and setbacks. At such times, we make decisions that we are not proud of. Often we justify this by saying that we are in trouble, “that’s what life brings,” and so on. At some point, such a gap appears among people that it is difficult to recognize who is right. Is everything in the world divided into good and bad?

UNAVAILING PROMISE Read More »

HOPE LOCKED UP IN THE BOX

ადამიანის ბუნებაში მჭიდროდ ჩაჭედილი ლურსმანივითაა გამჯდარი კომფორტის ძიება და უკეთესისკენ სწრაფვა. როგორც წესი, როცა ჩიხში მოქცეული ინდივიდი ალყაშემორტყმული კედლების გარღვევას ვერაფრით ახერხებს, ნაცვლად იმისა, რომ სრულ სასოწარკვეთას მიეცეს, გამალებით აცეცებს ხელებს ღრიჭოების საპოვნელად – ეგებ შენიშნოს თავისუფალი სივრცეები, რომელთა ამოვსებაც მის წინააღმდეგ ამხედრებულ ცხოვრებას გამორჩა და მათზე ფეხის დადგმითა და ბაწრად დაწნულ უკანასკნელ ოცნებაზე ჩაჭიდებით

HOPE LOCKED UP IN THE BOX Read More »

BIRD HAS FLOWN AWAY

თამაში და როლის მორგება რომ ადამიანების მოგონილია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვინ ვის როლს ირგებს და რომელს ამჯობინებს, ამას უკვე თავად სინდისი კარნახობს. ალბათ, უმეტესობა სიტუაციის შესაბამისად უცებ შედის როლში, ხოლო ზოგს მხოლოდ ერთი ნიღაბი აქვს მორგებული და ისე აქვს შესისხლხორცებული და მიწებებული, რომ საკმაოდ დიდი დრო გჭირდება იმისთვის, რათა ეს მიტმასნილი ნიღაბი

BIRD HAS FLOWN AWAY Read More »

VISIBLE AND INVISIBLE

გარემოვაჭრეები არიან ის ადამიანები, რომელთა შრომა რამდენადაც ხილული, ამდენადვე უხილავია. ხილულია იმ მხრივ, რომ ისინი თითქოს განუყოფელ დეტალს წარმოადგენენ ქუჩებისა და ქალაქების ექსტერიერისათვის. უხილავობაც ზუსტად ამ ყოველდღიური გადაკვეთისა და ნახვის შესაძლებლობის გაცვეთილი სურათებიდან გამომდინარეობს, რომელსაც რამდენადმე უსწორდება თვალი, ჩაუვლის ფიზიკური სხეული გვერდს თუ შეიძენს მისგან ყოველდღიურ საჭირო პროდუქტებს, იმდენადვე გაგრძელებს მის გზას, შეუმჩნევლად მოიტოვებს უკან

VISIBLE AND INVISIBLE Read More »

 YOU ARE INVITED TOO 

ათწლეულების წინ, ინდონეზიაში, სულავესის კუნძულის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე ნახატებს მიაგნეს. უახლესი ტექნიკის გამოყენებით აღმოჩნდა, რომ ნახატები 51 200 წლის წინ არის შექმნილი და უძველესი ნარატიულიხელოვნების ნიმუშებია, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ. მკვლევართა აზრით, ასეთ ნახატებს ადრეული ჰომო საპიენსისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კედლებზე ასახულია ღორებზე ნადირობის სცენა – ასე ამცნომსოფლიოს ერთმა სტატიამ უძველესი ხელოვნების შესახებ. მოდი, დრო ავაჩქაროთ,

 YOU ARE INVITED TOO  Read More »

BEING ONES FOREVER

დოკუმენტური ფილმი მაყურებელს საშუალებას აძლევს, ჩაიძიროს რეალურ ამბებში, ისწავლოს რაიმე ახალი და საინტერესო. მას შეუძლია საზოგადოებაზე პროპაგანდა და ზემოქმედება. ჯონ გრირსონს, რომელიც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, ვინც დიდი გავლენა მოახდინა დოკუმენტური კინოს ბედზე, მიაჩნდა, რომ დედამიწის შორეული ეგზოტიკური სამყაროს ჩვენებას უმჯობესია მაყურებელმა დაინახოს ის, რაც მის ცხვირწინ ხდება, ყოველდღიური ცხოვრება, მშრომელი კაცის მუშაობის პროცესი, რომელსაც

BEING ONES FOREVER Read More »

LIFE AFTER THE WAR

ომმა ადამიანებს ყველაფერი წაართვა – თავისუფლება, სიმშვიდის შეგრძნება, უსაფრთხოების განცდა, ურთიერთობები. არავის აღარ ჰქონდა ცხოვრების გაგრძელების იმედი. არც მიზანი ჩანდა არსად. უგზო-უკვლოდ დადიოდა ყველა და ცდილობდა, სადმე გადარჩენის გზა ეპოვნა. ხვალინდელი დღე ან იქნებოდა, ან არა. საქართველოს ისტორია ორ ნაწილად გაიყო. ცხოვრება 2008 წლის აგვისტოს ომამდე და შემდეგ. ადამიანებმა თავიდან ისწავლეს, როგორ ეცოცხლათ. სხვა ემოციებთან

LIFE AFTER THE WAR Read More »

DANGEROUS AND SAFE DATES

პოსტსაბჭოთა პირველ წლებშიც და დღემდეც ქართულ კინოში წარმმართველი გახდა და რჩება ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური და ეკონომიკური რეალობისა და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში, უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდებში, უპერსპექტივობის, ურთიერთობების რღვევის ასახვის ტენდენცია, მშობლებსა და შვილებს, სხვადასხვა ფენისა და თაობის, მრწამსის, ორიენტაციის, ინტერესების მქონეთა შორის დაპირისპირებისა და კონფლიქტის საკითხები და მათზე სხვადასხვა კუთხითა და შეფასების განსხვავებული საზომებით

DANGEROUS AND SAFE DATES Read More »

IT HAS HIT THE TARGET

„პატარა ადამიანი“ კაცობრიობის დასაბამიდან არსებობს, მაგრამ ბოლო ორ საუკუნეში ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ სამსჯელო საგნად იქცა. იქნება ეს ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება თუ კინო – პატარა ადამიანის არსებობა და ამის თანმხლები საკითხები საგულისხმო და გადაუჭრელ პრობლემად იკვეთება. მიხეილ გაბაიძის ფილმი, „ვაზომოტორული რინიტი“ (2024) სოციალური სატირაა, რომელიც ანტონ ჩეხოვის „ჩინოვნიკის სიკვდილის“ თავისუფალ კინოადაპტაციას წარმოადგენს. თავიდანვე შესაქებია, როგორ

IT HAS HIT THE TARGET Read More »