WHY DO CIVIL SERVANTS DIE?

ერთმა მოხელემ (ჩინოვნიკმა) საოპერო სპექტაკლზე ყოფნისას, უეცრად დააცემინა. შხეფები მის წინ მჯდომ ხანშიშესულ მელოტ კაცს შეესხა. მოხელემ ძალიან განიცადა, რადგან მასში თანამდებობის პირი ამოიცნო და მრავალჯერ მოუბოდიშა. შემდეგ, საგანგებოდ ესტუმრა და პატიება სთხოვა. თავმობეზრებულმა მოხუცმა (რომელიც მოხელის უშუალო უფროსი არ იყო) ბოლოს უხეშად უპასუხა. მოხელემ ეს მდგომარეობა ძალიან განიცადა და „მოულოდნელად“ მოკვდა. ასეთია ანტონ ჩეხოვის […]

WHY DO CIVIL SERVANTS DIE? Read More »

THE WIND BLOWING FROM ABKHAZIA TO TSKALTUBO...

აფხაზეთი საქართველოს უახლესი ისტორიის, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული და დღემდე მოუგვარებელი ნაწილია, პრობლემაა, უშუალოდაც და შედეგებით. სოციალური თუ პოლიტიკური ასპექტის პარალელურად, სწორედ აქედან გამომდინარე, ქართულ ხელოვნებაშიც, დღემდე ერთ-ერთი მთავარ და თანადროულ თემად რჩება. აფხაზეთის პრობლემით, დაკარგული ტერიტორიებითა და, ზოგადად, და მასთან სხვადასხვა გზით დაკავშირებული ადამიანების ხვედრით ახალგაზრდებიც (თაობა, რომელიც ომს აფხაზეთში უშუალოდ არ მოესწრო) ინტერესდებიან –

THE WIND BLOWING FROM ABKHAZIA TO TSKALTUBO... Read More »

I IMPLORE YOU, I WON'T ASK FOR MUCH...

ქართული კინო დასაწყისიდანვე მხატვრულად ღირებულ პროდუქციას ქმნიდა და, ამდენად, მისი მიღწევები არ გვიკვირს. ფილმები, რომლებსაც ქართული კულტურისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, მსოფლიო კინოხელოვნების თანასწორუფლებიან ნაწილადაც იქცნენ და საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოიპოვეს. ლანა ღოღობერიძის სახელი დიდი ხანია ახალი ქართული კინოს „დამფუძნებელთა“ შორისაა და მისი შემოქმედებაც ეროვნული კინემატოგრაფის არსებობის, განვითარების, ჩამოყალიბების, მიმართულებების, აღმოჩენების სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება. შემოქმედებით სიახლეებს

I IMPLORE YOU, I WON'T ASK FOR MUCH... Read More »

WE PLAY LOTTO

იგავი ლიტერატურასა და კინოში მეტყველი, გამომსახველი და მრავალშრიანი ფორმაა, რომელიც გამორიცხავს მკითხველზე/მაყურებელზე იდეურ-კონცეპტუალურ თუ მიზანმიმართულ ძალადობას და სტანდარტული ჩარჩოების, მკაცრად დადგენილი ნორმების გარეშე იწყობა. იგი არღვევს სტერეოტიპებს, მათგან სრულიად დისტანცირებულია და საკუთარი, შინაგანი წესებით იმართება. თანამედროვე იგავის ფორმა კიდევ უფრო თავისუფალი და გახსნილია. შეიძლება ნებისმიერ ჟანრს მოერგოს და მაინც დარჩეს თავისუფალი. ამავე დროს, არ დაკარგოს

WE PLAY LOTTO Read More »

SINCE TIME AND OCCASION RULE EVERYTHING

ყველა დროსა და პერიოდში (რასაც და „ამგვარობას“, დროის დინებასთან ერთად, ისტორიული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა, ლოკალური თუ არალოკალური, პროცესები განსაზღვრავენ), ხელოვნებაშიც ახალი სტილური, მხატვრული ძიებები, გამოხატვის ახალი ფორმების ჩამოყალიბება იწყება, ახალი მიმართულებები, მიმდინარეობები ჩნდება და ახალი ტენდენციები მკვიდრდება. ბოლო ათწლეულის ქართულ კინოშიც იგივე ხდება. ახალი თემატიკისა და პრობლემების მომცველი, რეალობის ახალ ჭრილში, ახალი რაკურსით

SINCE TIME AND OCCASION RULE EVERYTHING Read More »

SAVE OUR SOULS

ქართული კინო რომ ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია და რომ ახალ განზომილებებში არსებობს, ბოლო წლებში გადაღებულ არცთუ ბევრიდან, რამდენიმე ფილმი გვარწმუნებს. რა თქმა უნდა, მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ სურვილსა და რეალობას ილუზიებით ვერ შევცვლით. საიმედო „ამოვარდნები“ კი, ახალი თაობის რეჟისორების (ნაწილის) – არაბანალური, დაუშტამპავი, თავისუფალი აზროვნებისა და ხედვის ნიშნად შეიძლება მივიღოთ. ასეთი „დამრღვევი“ აღმოჩნდა კოტე კალანდაძის ფილმი,

SAVE OUR SOULS Read More »

BLOWS AND BENEFITS THAT DEATH BRINGS

ბოლო პერიოდში, ქართულსა და მსოფლიო კინოში იგავის განახლებული ფორმების, იგავური თხრობისკენ მიბრუნების შემთხვევები იკვეთება. იქმნება ატმოსფერო, რომელიც პირობითობასა და ქვეტექსტებს ეფუძნება, შეიცავს მაყურებლისათვის განკუთვნილ გზავნილთა სისტემას და ავტორის მკაფიო პოზიციას ამჟღავნებს. მიანიშნებს, მაგრამ არ განმარტავს. აქვს სიმბოლოთა სისტემით გადმოცემული ფარული აზრი. არ ძალადობს მაყურებელზე და სათქმელის, მოვლენების პირადულად ახსნის პირობას, აღქმის, შეფასების, წაკითხვის სრულ თავისუფლებას

BLOWS AND BENEFITS THAT DEATH BRINGS Read More »

IF YOU OVERPOWER REALITY

ჯერ თითქოს ყველაფერი ნაცნობია, თითქოს ბევრჯერ ნანახი და უკან ჩამოტოვებული. გადაბიჯებული და გავლილი, ან ჯობს, განვლილი იყოს. ჩნდება ბუნდოვანი და მკაფიო ასოციაციები და პარალელები – სხვა დროებთან – სხვა ფილმებთან, მათ სხვა შინაარსებთან, მათში – სხვა ადამიანებთან და მათ თავგადასავლებთან, მათ პრობლემებთან. მათი/სხვების ცხოვრების სხვა მონაკვეთებთან, ამბების სხვანაირ განვითარებასა და სხვაგვარ (ან/და მსგავს) დასასრულებთან.თუმცა ეს

IF YOU OVERPOWER REALITY Read More »

WHERE BOUNDRIES OF TIME AND SPACE WIPE OUT

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ინერციით არსებობს და უკანასკნელ დღეებს ითვლის ომგადატანილ, კვლავ საომარ მდგომარეობაში მყოფ და პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში. შენობა გაპარტახებულია, როგორც მთელი ქვეყანა, თუმცა სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. მის სივრცეში ხვდებიან ერთმანეთს მეცნიერთა ჯგუფი და ჯარისკაცები. მეცნიერები ყოფის ამაოებაზე მსჯელობენ, ხოლო ჯარისკაცებს ობიექტის დაკავება სურთ, კარსმომდგარი საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად. თითქოს უხილავი, უსახელო, მითური და, სინამდვილეში,

WHERE BOUNDRIES OF TIME AND SPACE WIPE OUT Read More »

WE ARE ALL WATCHED AND SEEN BY ONE AND THE SAME SKY

რამდენიმე წლის წინათ, ახალ ქართულ კინოში, მოულოდნელად, ახალი ხმა გაისმა. გამოჩნდა ახალი სახე – ალექსანდრე კობერიძე, რომელმაც მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმით „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ (საკუთარი სცენარით, საქართველოს Sakdoc Film-ისა და გერმანიის DFFB-ის კოპროდუქცია, ეროვნული კინოცენტრისა და სხვა ორგანიზაციების დაფინანსებით) სრულიად კინოსამყაროს ყურადღება დაიპყრო.ახალგაზრდა რეჟისორმა ფილმი (პირველ, 2017 წელს, ტელეფონზე გადაღებულ „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხულისგან“

WE ARE ALL WATCHED AND SEEN BY ONE AND THE SAME SKY Read More »