THE DAZZLING ATTRACTION OF HOLY ELECTRICITYl

სახელი – ტატო კოტეტიშვილი ქართულ კინოში, პირველად, ხმამაღლა 1987 წელს გაისმა, როდესაც მან (მაშინ ახალგაზრდა რეჟისორმა) პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, „ანემია“ გადაიღო. მეორედ კი, სულ ახლახან, 2024 წელს, ასევე ხმამაღლა, ასევე ახალგაზრდა რეჟისორის, ასევე პირველ სრულმეტრაჟიან ფილმთან, „წმინდა ელექტროენერგია“ დაკავშირებით. მეორე პირველის ძმისშვილია, რომელმაც კინოსამყარო, საქართველოშიც და მის გარშემოც (თავის დროზე, ბიძამისივით) ახალ ქართულ კინოსა …

THE DAZZLING ATTRACTION OF HOLY ELECTRICITYl Read More

BIRD HAS FLOWN AWAY

თამაში და როლის მორგება რომ ადამიანების მოგონილია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვინ ვის როლს ირგებს და რომელს ამჯობინებს, ამას უკვე თავად სინდისი კარნახობს. ალბათ, უმეტესობა სიტუაციის შესაბამისად უცებ შედის როლში, ხოლო ზოგს მხოლოდ ერთი ნიღაბი აქვს მორგებული და ისე აქვს შესისხლხორცებული და მიწებებული, რომ საკმაოდ დიდი დრო გჭირდება იმისთვის, რათა ეს მიტმასნილი ნიღაბი …

BIRD HAS FLOWN AWAY Read More

BEING ONES FOREVER

დოკუმენტური ფილმი მაყურებელს საშუალებას აძლევს, ჩაიძიროს რეალურ ამბებში, ისწავლოს რაიმე ახალი და საინტერესო. მას შეუძლია საზოგადოებაზე პროპაგანდა და ზემოქმედება. ჯონ გრირსონს, რომელიც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, ვინც დიდი გავლენა მოახდინა დოკუმენტური კინოს ბედზე, მიაჩნდა, რომ დედამიწის შორეული ეგზოტიკური სამყაროს ჩვენებას უმჯობესია მაყურებელმა დაინახოს ის, რაც მის ცხვირწინ ხდება, ყოველდღიური ცხოვრება, მშრომელი კაცის მუშაობის პროცესი, რომელსაც …

BEING ONES FOREVER Read More

LIFE AFTER THE WAR

ომმა ადამიანებს ყველაფერი წაართვა – თავისუფლება, სიმშვიდის შეგრძნება, უსაფრთხოების განცდა, ურთიერთობები. არავის აღარ ჰქონდა ცხოვრების გაგრძელების იმედი. არც მიზანი ჩანდა არსად. უგზო-უკვლოდ დადიოდა ყველა და ცდილობდა, სადმე გადარჩენის გზა ეპოვნა. ხვალინდელი დღე ან იქნებოდა, ან არა. საქართველოს ისტორია ორ ნაწილად გაიყო. ცხოვრება 2008 წლის აგვისტოს ომამდე და შემდეგ. ადამიანებმა თავიდან ისწავლეს, როგორ ეცოცხლათ. სხვა ემოციებთან …

LIFE AFTER THE WAR Read More

DANGEROUS AND SAFE DATES

პოსტსაბჭოთა პირველ წლებშიც და დღემდეც ქართულ კინოში წარმმართველი გახდა და რჩება ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური და ეკონომიკური რეალობისა და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში, უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდებში, უპერსპექტივობის, ურთიერთობების რღვევის ასახვის ტენდენცია, მშობლებსა და შვილებს, სხვადასხვა ფენისა და თაობის, მრწამსის, ორიენტაციის, ინტერესების მქონეთა შორის დაპირისპირებისა და კონფლიქტის საკითხები და მათზე სხვადასხვა კუთხითა და შეფასების განსხვავებული საზომებით …

DANGEROUS AND SAFE DATES Read More

IT HAS HIT THE TARGET

„პატარა ადამიანი“ კაცობრიობის დასაბამიდან არსებობს, მაგრამ ბოლო ორ საუკუნეში ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ სამსჯელო საგნად იქცა. იქნება ეს ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება თუ კინო – პატარა ადამიანის არსებობა და ამის თანმხლები საკითხები საგულისხმო და გადაუჭრელ პრობლემად იკვეთება. მიხეილ გაბაიძის ფილმი, „ვაზომოტორული რინიტი“ (2024) სოციალური სატირაა, რომელიც ანტონ ჩეხოვის „ჩინოვნიკის სიკვდილის“ თავისუფალ კინოადაპტაციას წარმოადგენს. თავიდანვე შესაქებია, როგორ …

IT HAS HIT THE TARGET Read More

THE PLACEBO EFFECT

საზოგადოება რთულად იღებს განსხვავებულ ადამიანებს. ისინი ცდილობენ მათნაირი გაგხადონ და არაფერი გქონდეს გამორჩეული, სიახლეებს არ იღებენ, ისე ეფლობიან დოგმებითა და ბორკილებით სავსე სამყაროში, რომ იხრჩობიან. ერთფეროვნება მარწუხებივით ეკრობათ ყელზე და სუნთქვის საშუალება აღარ აქვთ. თუ შეგამჩნიეს, რომ მათნაირი არ ხარ, გრიყავენ და ქვების სროლასაც არ ერიდებიან. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, სხვა ქვეყნებშიც ასეა. …

THE PLACEBO EFFECT Read More

ROYAL TREASURER OF GEORGIA

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმები განსაკუთრებით პოპულარულია მაყურებელში. ადამიანისთვის ბევრად საინტერესოა არა სუპერმენის მიერ ერთი ხელით გადარჩენილი მსოფლიო, არამედ რეალური ადამიანის ღვაწლი, ადამიანისა, რომელიც რთულ მომენტში არ დანებდა და ბოლომდე მიჰყვა მიზანს, ამიტომ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ნამდვილ ამბებზე დაფუძნებული ფილმების გადაღება, რაც ძალიან კარგია. მსგავსი კინოსურათები იძლევა შესაძლებლობას, ახლებურად შევხედოთ და განსხვავებული თვალით შევაფასოთ …

ROYAL TREASURER OF GEORGIA Read More

CHIATURA IS THE ONLY ONE

კინოს უყვარს ქალაქები, სადაც ან არაფერი ხდება, ან ყველაფერი ხდება. ფრანგებისთვის ასეთი იყო და არის პარიზი. ამერიკული კინოსთვის ერთი-ერთი ასეთი არის ნიუ-იორკი, ხოლო ბოლო პერიოდის თანამედროვე ქართული კინოსთვის ასეთი შთაგონების წყაროდ იქცა ჭიათურა, ქალაქი, სადაც მდიდრები უნდა ცხოვრობდნენ, თუმცა იქაურობა ორუელის სამყაროს ჰგავს. ჭიათურა თავისი მადანივით ამოუწურავია თემებითა და პრობლემებით, ამიტომაც რეჟისორები ცდილობენ ამდენი „ძვირფასი …

CHIATURA IS THE ONLY ONE Read More

ONE STONE OF HOPE

თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ 2020 წელს ლიტერატურულ წრეებში აღიარებული იყო, როგორც საუკეთესო ქართული რომანი. ამ ფაქტმა კრიტიკასა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. საზოგადოების ნაწილი აღფრთოვანებული იყო ნაწარმოებით, მასში მეტწილად აფასებდა ავტორის გამბედაობას და მცდელობას, სააშკარაოზე გამოეტანა საქართველოში ტაბუირებული თემები, ესაუბრა ქალთა პრობლემებზე იმ კუთხით, რომელზედაც მხოლოდ კულუარებში საუბრობენ. ნაწილი კი ავტორს სტერეოტიპულ აზროვნებაში ადანაშაულებდა. …

ONE STONE OF HOPE Read More