THE RELATIONSHIP BETWEEN NATURE AND MAN

„კინოს საფუძველში ფიზიკური რეალობა დევს და კინოს მასალა ფირზე აღბეჭდილი რეალობაა.“ (ზიგფრიდ კრაკაუერი). ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტური რეალობის ასახვა დოკუმენტურ კინოში. ის უნდა იყოს აღმწერი, ეძიოს მნიშვნელოვანი, ნამდვილი პრობლემა, აჩვენოს და გააერთიანოს ფაქტები და მაყურებლამდე „რეალური რეალობა“ მიიტანოს. თანამედროვე ქართული დოკუმენტური კინო აშკარა პროგრესს განიცდის, რადგან ბოლო წლების ნამუშევრები …

THE RELATIONSHIP BETWEEN NATURE AND MAN Read More

THE LAST KISS

რა არის სიყვარული? ტკივილის, სიხარულის, იმედგაცრუებისა და ვალდებულებების ზღვა. შეგრძნება, რომელიცმისკენ გითრევს და ცდილობს, ყველაფერი დაგათმობინოს. ამ გრძნობის გამო ყველა კომპრომისზე წავა ადამიანი. ხანდახან პიროვნებები აფექტის მდგომარეობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. შურისძიების წყურვილი გონებას ისე უბინდავთ, რომ აღარაფერი აინტერესებთ, შედეგებზე არ ფიქრობენ, უბრალოდ, დგებიან და აკეთებე იმას, რაც სწორად მიაჩნიათ. „რისი მსროლელია, რა იცის, საით ისროლოს“ …

THE LAST KISS Read More

AND WHAT REALLY HAPPENED?

მისტიკური კინო მსოფლიო კონოინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი ჟანრია. მისი წარმოება დიდი ხანია დაიწყო და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყოველწლიურად მსოფლიოში ასობით ასეთი ფილმი იქმნება. მისტიკა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა შეიცავდეს გამოგონილ ამბებს პარანორმალური მოვლენებით, მანიაკებისა და მკვლელების თავგადასავლებით და ა. შ., თუმცა, შესაძლებელია, მისტიკაში არსებობდეს შემზარავი სცენების მინიმალური რაოდენობა. ამ შემთხვევაში, მაყურებელი შიშს …

AND WHAT REALLY HAPPENED? Read More

I IMPLORE YOU, I WON'T ASK FOR MUCH...

ქართული კინო დასაწყისიდანვე მხატვრულად ღირებულ პროდუქციას ქმნიდა და, ამდენად, მისი მიღწევები არ გვიკვირს. ფილმები, რომლებსაც ქართული კულტურისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, მსოფლიო კინოხელოვნების თანასწორუფლებიან ნაწილადაც იქცნენ და საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოიპოვეს. ლანა ღოღობერიძის სახელი დიდი ხანია ახალი ქართული კინოს „დამფუძნებელთა“ შორისაა და მისი შემოქმედებაც ეროვნული კინემატოგრაფის არსებობის, განვითარების, ჩამოყალიბების, მიმართულებების, აღმოჩენების სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება. შემოქმედებით სიახლეებს …

I IMPLORE YOU, I WON'T ASK FOR MUCH... Read More

EMPTINESS

სიცარიელე, შეგრძნება, რომელიც საყვარელი ადამიანის წასვლის შემდეგ ტკივილთან და სიმარტოვესთან ერთად ჩნდება. ამ გრძნობის გაქრობა შეუძლებელია. ვერც მეგობრები და ვერც სხვები ვერ ანაცვლებენ მშობლებს. მათი წასვლის შემდეგ ცხოვრება სხვანაირი, უფერული ხდება და ახალი თეთრი ფურცლებიც აღარ არსებობს ყველაფრის თავიდან დასაწყებად. როცა მარტო რჩები ტკივილები მარწუხებივით გეკრობა, კანიდან გამოდიხარ და საკუთარ თავს გარედან უყურებ. ხვდები, რომ …

EMPTINESS Read More

CAUSE OF DISASTER – BULLET THAT MISSED THE TARGET

ხათუნა ვაშაძის სადებიუტო კინოსურათი, „ტყვია“ (2022) საკმაოდ მრავლისმთქმელი და დასამახსოვრებელია, რომელიც უტოვებს მაყურებელს საფიქრალს. იგი აჩვენებს სასტიკ სამყაროს, სადაც ერთმა უნებლიე ქმედებამ შეიძლება მთელი ცხოვრება გაანადგუროს. როდესაც პიკნიკზე მყოფ პატარა ბიჭს ბრმა ტყვია ხვდება, ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ნადგურდება, ოდესღაც იდეალური არსებობა წამებად იქცევა. მამა ცდილობს როგორმე გადარჩინოს ოჯახი, დედა გლოვობს, პოლიცია კი უძლურია, არც ერთი …

CAUSE OF DISASTER – BULLET THAT MISSED THE TARGET Read More

WHERE IS THE TRAIN COMING FROM

ხელოვნების სხვადასხვა დარგს თავისი გამომსახველობითი საშუალებები აქვს. მხატვრობა ვიზუალურ ფორმებს იყენებს, ლიტერატურა – სიტყვებს, კინო კი – ერთსაც და მეორესაც (და, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ სხვასაც). საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ გადადის ერთი და იგივე სათქმელი, თემა, ხელოვნების ერთი დარგიდან მეორეში ან როგორ ხდება ერთი დარგის ნაწარმოები შთამაგონებელი ხელოვნების მეორე (ზოგჯერ კი მესამე) დარგის …

WHERE IS THE TRAIN COMING FROM Read More

SOCIAL STIGMA AS THREAT TO DISTINCTNESS

კინოხელოვნება თავისი მრავალმხრივი გამომსახველობითი საშუალებებით რეჟისორს სთავაზობს სხვადასხვა შესაძლებლობას, მაყურებლამდე მიიტანოს თავისი სათქმელი ამა თუ იმ ფორმით. თუ როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას თავად რეჟისორი, ეს უკვე მის ნიჭზეა დამოკიდებული. ორიგინალური ხედვა, თხრობის გამორჩეული სტილი, აქტუალური თემატიკა და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს ფილმის წარმატებას. ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს ფილმის ნარატივიც, თუ როგორ ვითარდება ესა თუ …

SOCIAL STIGMA AS THREAT TO DISTINCTNESS Read More

WE PLAY LOTTO

იგავი ლიტერატურასა და კინოში მეტყველი, გამომსახველი და მრავალშრიანი ფორმაა, რომელიც გამორიცხავს მკითხველზე/მაყურებელზე იდეურ-კონცეპტუალურ თუ მიზანმიმართულ ძალადობას და სტანდარტული ჩარჩოების, მკაცრად დადგენილი ნორმების გარეშე იწყობა. იგი არღვევს სტერეოტიპებს, მათგან სრულიად დისტანცირებულია და საკუთარი, შინაგანი წესებით იმართება. თანამედროვე იგავის ფორმა კიდევ უფრო თავისუფალი და გახსნილია. შეიძლება ნებისმიერ ჟანრს მოერგოს და მაინც დარჩეს თავისუფალი. ამავე დროს, არ დაკარგოს …

WE PLAY LOTTO Read More

RETURN TO LIFE

როცა მშობელს კარგავ, ობოლი ხდები, თუ მეუღლეს – ქვრივი, მაგრამ როცა ბავშვი კვდება, ეს იმდენად საშინელია, რომ ხალხმა ამას სახელიც კი ვერ მოუძებნა. ძნელია ამ ტრაგედიის ანალოგის პოვნა და მშობლის ადგილას თავის წარმოდგენა. თინათინ ემირიძე თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით, „შავი ზღვა“ (2021) ცდილობს მაყურებლამდე მიიტანოს ამ ტრაგედიის სრული სიღრმე და მასშტაბურობა. ეს არის ამბავი ოჯახზე, რომელმაც …

RETURN TO LIFE Read More