აპრილის სევდა

2024 წლის 7 სექტემბერი ქართული კინო ისტორიისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დღედ იქცა. დეა კულუმბეგაშვილისაპრილს“ (2024) გადაეცა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი. ამავდროულად, ის ნომინირებული იყო მთავარი პრიზისოქროს ლომისჯილდოზეც. 

ეს ახალგაზრდა რეჟისორი ჯერ კიდევ 2020 წელს გაეცნო მაყურებელს თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით, „დასაწყისი“. ოთხი წლის შემდეგ მანაპრილითგანაგრძო ის სარეჟისორო გზა, რაც დებიუტიდანვე ჩანდა მის ხელწერაში. 

აპრილიგვიყვება ახალგაზრდა, მარტოხელა ექიმ ნინაზე, რომელიც სოფელში არალეგალურად აკეთებს აბორტებს. პარალელურად ვითარდება ამბავი დაღუპული ბავშვის გამოძიების თაობაზე, რომელიც ნინას მიერ იყო ნამშობიარები და დაბადების შემდგომ გარდაცვლილი. მთელი ფილმის მანძილზე ჩანს ნინას დრამატული და პირქუში ცხოვრება, ვიგებთ მის წარსულ ამბებს კოლეგა დავითთან, მისი დის ყოფის შესახებ და ა. . 

რეჟისორისთვის, როგორც წინა ფილმში, ისევ საინტერესოა მარტოდ დარჩენილი ქალის პერსონაჟი, რომელიც არათუ კანონის წინააღმდეგ, სოციუმისა და, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი თავის წინააღმდეგაც მიდის. მისი ამბოხი გამოწვეულია იმ არასრულფასოვნების კომპლექსით, რომელიც ნელნელა ჭამს შიგნიდან. ამ ფილმში ეს ყოველივე კიდევ უფრო მძაფრად არის გადმოცემული. აქვეა ეპიზოდი, სადაც ნინას პერსონაჟიავტოსტოპითგაიყოლებს ერთერთ კაცს და თავის დაზე საუბრის პროცესში შესთავაზებს ორალურ სექსს, რაზეც მამაკაცი დათანხმდება. ზუსტად აქ ვხედავთ ნინას ფსიქოტიპს, თუ როგორ კონფლიქტშია ის საკუთარ თავთან. სიბნელეში შეფარული ავტომანქანის სალონში დაწყებული ურთიერთობა პერსონაჟისთვის ცუდად დამთავრდება, რადგანაც იგი კაცს ვერ აღაგზნებს, რა დროსაც ვხედავთ მის სასოწარკვეთილ სახეს. უკანასკნელ იმედად იგი მკერდს მოიშიშვლებს, რაც ვერაფრით ვერ იმოქმედებს მამაკაცზე. ამ დროს ქალი აქეთ მოსთხოვს იმავეს, რისთვისაც სილას მიიღებს სახეში. საბოლოოდ, მოჩანს აბსოლუტურად განადგურებული, შეურაცხყოფილი და ნაცემი ნინა, რომლისთვისაც ეს ყველაფერი საკუთარი თავისადმი მიძღვნილი გალაშქრება იყო განადგურებისთვის. 

ნინას პერსონაჟი, რომელიც ია სუხიტაშვილმა შესანიშნავად შექმნა, კულუბეგაშვილისთვის არის ქალი, რომელიც ვერ ითხოვს შველას და გვერდში დგომას. მას არ ჰყავს მეგობრები, თუმცა ყოველივე არათუ უკეთესი ცხოვრებისთვის სჭირდება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა გადარჩეს სოფელში, სადაცბავშვთა მკვლელისსახელი გაუვარდა. მისი მეგობრები მისივე პაციენტები არიან, რომლებისთვისაც ის მართლაც იბრძვის და მათთვის მხოლოდ სიკეთე სურს. მას ყველაფრის გაკეთება უწევს კანონისა და მორალის დარღვევის ფასად, მიზეზი კი ზუსტად ეს არის მისი გაორებისა. ის სრულიად ვერ ხვდება თავად მართლაც არის ლეშად ქცეული მონსტრი, როგორადაც რეჟისორი პირველივე კადრიდან გვიხატავს, თუ არის ქალი, რომელიც იბრძვის ქალების უკეთესი ცხოვრებისთვის. 

ნინას გარშემო ბევრი ადამიანი არ ფიგურირებს. ასეთი გამონაკლისია დავითია. ექიმი, რომელიც მასთან პირადი ურთიერთობის გამო, მას ვერ ტოვებს. სიუჟეტში ის ხდება ერთგვარი შესვენების ადგილი ნინასთვის, სადაც მხოლოდ გულახდილიც მასთან არის. მხოლოდ ერთხელაა ჩახუტების სცენა, მომენტი, რა დროსაც მას როგორც ადამიანს და ქალს ღებულობენ, ეს ყოველივე კი დავითთან ხდება. მხოლოდ ის აღიქვამს ნინას ისეთად, როგორსაც წესით სხვებიც უნდა ხედავდნენ, თუმცა ასე არ ხდება. 

დასასრულს საინტერესო ფინალია. ნინას შავ საქმიანობას იგებს მთავარი ექიმი. პოლიციაც დაინტერესებულია ამ ამბით, სოფელში მომხდარი მკვლელობის გამო. რამდენიმე წუთში ჩანს, თუ როგორ უხსნის საავადმყოფოს მთავარი ექიმი შვილგარდაცვლილ მშობლებს, რომ ჩვილის დაღუპვა მედმუშაკების ბრალი არ არის. თითქოს პერსონაჟი ისევ იმ მონსტრად რჩება, თუმცა ბევრად უფრო მსუბუქ გარემოში, ვიდრე საიდუმლოს ნაწილობრივ ფარდა აეხდებოდა. 

ამ კინოსურათის საოპერატორო ნამუშევარი გამორჩეული ნაწილია. ოპერატორი არსენ ხაჩატურიანი პროფესიონალია და, შეიძლება ითქვას, ყოველივეს მაღალი დონის კინემატოგრაფიული ხედვით აკეთებს, თუმცა ფილმში არსებობს ძალიან ბევრირეფერენსი“, რომელსაც პირველივე კადრიდან ვხედავთ. ერთგვარიგადამღერებაკი მოდის კარლოს რეიგადასის ფილმიდანსინათლე წყვდიადის შემდეგ“ (2012), რომელიც საავტორო კინოს ნამდვილი კლასიკად იქცა. მაგალითად, მექსიკელის რეჟისორის ნამუშევრის პირველივე კადრში ვხედავთ წითელ მანათობელ ეშმაკს, რომელიც მძიმედ და ჩუმად დადის მთავარი პერსონაჟის სახლში. კულუმბეგაშვილმა ეს პერსონაჟი აქცია ნინას სულიერ მხარედ და ასევე შემოგვთავაზა შავ ფონზემდედრობითი სქესის შიშველი მონსტრი, რომელმაც არ იცის, სად წავიდეს. ამის გარდა, კიდევ მრავლად შეინიშნება რეიგადასის გავლენა ამ რეჟისორის ნამუშევარში, რასაცხალტურადვთვლი კინოში, რომელიც თანამედროვეობაში ერთგვარიმოდაგახდა, რეჟისორები ხშირად რომ იყენებენ მაყურებლის გულის მოსაგებად. 

თავის წინა ფილმის პროდიუსერის (კარლოს რეიგადასი კულუმბეგაშვილისდასაწყისისპროდიუსერი იყო) გავლენა მხოლოდრეფერენსებითარ შემოიფარგლა და კულუმბეგაშვილმა მას ფილმის ტემპშიც მიბაძა. ამ მხრივ კი, მან მართლაც შესანიშნავი სამუშაო გასწია, რადგანაც ფილმი არ იქცა მოსაბეზრებელ სანახაობად. თითოეული წამი მნიშვნელოვანია ფილმის აურისა და ესთეტიკის შესაქმნელად. ტემპი, ერთი შეხედვით, მდორე და ნელი შეიძლება ეჩვენოს მაყურებელს, თუმცა ზუსტად ეს ხდის ამ კინოსურათს იმ ნამუშევრად, რომელშიც პერსონაჟის ცხოვრებისეულ დაღლას მაყურებელი გრძნობს და განიცდის. 

რეჟისორმა, წინა ნამუშევრის მსგავსად, აქაც შემოგვთავაზა ია სუხიტაშვილისა და კახა კინწურაშვილის დუეტი. ორივე მსახიობს მაყურებლისათვის არაერთხელ აქვს დამტკიცებული, რომ მათი ოსტატობა მაღალ დონეზეა, თუმცა კულუმბეგაშვილმა მათი სახეები საერთოდ სხვა რაკურსით დაანახა კინოსამყაროს. მათ შესძლეს და შექმნეს პერსონაჟები, რომლებიც ცხოვრობენ არაფრისმომცემ სამყაროში, თავად კი გასაქცევს ვერ პოულობენ. სუხიტაშვილის შრომა ამ პერსონაჟის შექმნისთვის ნამდვილად დასაფასებელია. ნინას ზოგჯერ უტყვი სახე, ხშირ შემთხვევაში, იმაზე ბევრ ემოციას გადმოსცემს, ვიდრე ამას რომელიმე მსახიობი მძიმე ემოციური გამოსახულებით გვეტყოდა. თვალებით თამაში ამ ორივე მსახიობს საოცრად გამოსდის, რაზეც დეა კულუმბეგაშვილი სწორ აქცენტებს აკეთებს ფილმის განმავლობაში. 

აპრილინახვის შემდეგ დაკვირვებული კინომოყვარული თუ კინოპროფესიონალი შეამჩნევდა, რომ მისმა რეჟისორმა ძალიან საინტერესო ფიქცია შექმნა კინოსამყაროში. მან ფაქტობრივად ორი კლასიკოსის ნამუშევრის კარლოს რეიგადასისსინათლე წყვდიადის შემდეგდა მაიკ ლისვერა დრეიკის“ (2004) შერწყმა მოახდინა ქართულ რეალობაში. მან მექსიკელი რეჟისორისაგან გამოიყენა ესთეტიკა, ხოლო ბრიტანელისაგანამბავი, რაც საოცარ განცდას უტოვებს იმ მაყურებელს, რომელმაც კარგად იცის ორივე ნამუშევარი და იცნობს მათ შემქმნელებს. ქართული კინოსათვის დეა კულუმბეგაშვილი ნამდვილად იქცა საინტერესო რეჟისორად. კლასიკური კინოს გავლენის მიუხედავად, ის მაინც ინარჩუნებს საკუთარ ხელწერას, რომელიც მართლაც უნიკალურია.

აპრილიგვიყვებაწამებულქალზე, რომელიც სწირავს თავს იმ სოციუმს, სადაც მას, გაწეული სამსახურის მიუხედავად, ტოვებენ მარტოსა და დაუცველს. ნინას პერსონაჟი არის იმ ადამიანის განსახიერება, რომელსაც ურჩევნია თავად გააკეთოს ის საქმე, რასაც სხვა მასზე უარესად გააკეთებდა. „მე თუ არა, სხვა იზამს ამას“ – მის ამ პასუხში ჩანს მისივე სევდა, ტანჯვა და გმირობა ერთდროულად, იმ საქმისადმი, რომლის გამოც ჯილდოს არავინ მისცემს. 

საბა მახარაშვილი

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *