როცა აყვავდა მაყვალი

ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია თაობების მიერ გამოცდილ-გადამოწმებული მზა სქემებით ცხოვრობს, სადაც ზუსტად არის განსაზღვრული, რომელ ასაკში როგორ უნდა გამოიყურებოდე, რა გაინტერესებდეს, რისკენ ისწრაფვოდე და რა მოვალეობები გეკისროს. განსაკუთრებით დაუნდობელი ეს დაუწერელი სქემა-კანონები არის ქალების მიმართ, რომელთა ცხოვრების გზა მკაცრად განისაზღვრება ასაკით. თითქმის ყველა, 30 წელს გადაცილებული, გაუთხოვარი ქალისთვის ნაცნობია შეგრძნება, როდესაც ერთ დღეს აღმოაჩენს, …

როცა აყვავდა მაყვალი წაკითხვა

ზამთრის დეპრესია ზაფხულის ილუზიით

რამდენადაც საინტერესო და განსხვავებულად რთულია ყოფის ასახვა კინოს რეალისტურ საწყისზე აქცენტისას, იმდენად განსხვავებულია ნებისმიერი რეჟისორისათვის ყოფითი დეტალების არსი. შესაძლებელია, ეს ტკბობის ეფექტში ან სულაც ახალი სამყაროს შეცნობის სურვილში გადაიზარდოს – ყოველ შემთხვევაში, ასე გამოჩნდეს სარეჟისორო პოზიციიდან… თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. საკუთარი თავის შეცნობის სურვილში გათავისებული სიუჟეტური მოტივები, რომლებიც ყველა თაობის კინემატოგრაფისტთა საფიქრალია, ხშირად ყოფითი დეტალების …

ზამთრის დეპრესია ზაფხულის ილუზიით წაკითხვა

დარტყმები და სარგებელი, რომელიც მოაქვს სიკვდილს

ბოლო პერიოდში, ქართულსა და მსოფლიო კინოში იგავის განახლებული ფორმების, იგავური თხრობისკენ მიბრუნების შემთხვევები იკვეთება. იქმნება ატმოსფერო, რომელიც პირობითობასა და ქვეტექსტებს ეფუძნება, შეიცავს მაყურებლისათვის განკუთვნილ გზავნილთა სისტემას და ავტორის მკაფიო პოზიციას ამჟღავნებს. მიანიშნებს, მაგრამ არ განმარტავს. აქვს სიმბოლოთა სისტემით გადმოცემული ფარული აზრი. არ ძალადობს მაყურებელზე და სათქმელის, მოვლენების პირადულად ახსნის პირობას, აღქმის, შეფასების, წაკითხვის სრულ თავისუფლებას …

დარტყმები და სარგებელი, რომელიც მოაქვს სიკვდილს წაკითხვა

ურთიერთობები აპოკალიფსის ზღვარზე

გლობალური კატასტროფისა და მთელი პლანეტის სიკვდილის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ამჟამინდელ კრიზისულ სამყაროში ის უფრო მიმზიდველია. მასზე საუბრები განსაკუთრებით გახშირდა 2012 წელს, როდესაც მაიას კალენდრის მიხედვით გლობალური კატასტროფა იყო მოსალოდნელი. ახლა ეს უკვე წარსულია და მას კინოში ბევრი ნამუშევარი მიეძღვნა. ამ თემას არაერთმა რეჟისორმა მიმართა. მათ შორის არიან სტივენ სპილბერგი და ლარს ფონ ტრიერი. …

ურთიერთობები აპოკალიფსის ზღვარზე წაკითხვა

მთები, გზები, შემოქმედება

მთები და გზები – ხიფათიანი, ძნელადსავალი… მთები და გზები… მათ არ უყვართ სუსტნი და მერყევნი. დასაბამიდან მოდის ასე: ვინც მთას შეუდგება, ვინც გზაზე ფეხს შედგამს, რწმენა უნდა ჰქონდეს მტკიცე, მიზანი ნათელი, ნებისყოფა შეურყეველი. თუ არადა მთა გადაულახავია, გზა – გაუვლელი… ჭეშმარიტი ხელოვნებაც მუდამ ფიქრია, მუდამ განსჯაა ცხოვრებაზე, ადამიანთა სავალ გზებზე, იმაზე, რომ გზა დიდია და …

მთები, გზები, შემოქმედება წაკითხვა

როცა ერთი სული გაქვს, მოჰყვე ის, რისი მოყოლაც გსურს

„კარგი სვანური ისტორია“ – ასე ითარგმნება სვანურიდან ქართულად მარიამ ხაჭვანის 2017 წელს გადაღებული მხატვრული ფილმის სათაური. მაყურებელი ამ კინოსურათს იცნობს სათაურით –  „დედე“ (სცენარის ავტორები – მარიამ ხაჭვანი, ვლადიმერ კაჭარავა). მისი მთავარი გმირი ქალია – დინა (ნათია ვიბლიანი). ფილმის რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ აქ თხრობა სავსებით რეალურ ფაქტებს ეყრდნობა და დინას მსგავსი ამბავი, ისევე, …

როცა ერთი სული გაქვს, მოჰყვე ის, რისი მოყოლაც გსურს წაკითხვა

მრავალი სულის ერთი ბედის ანოტაცია

1980-1990-იანი წლების საქართველომ „ანდერგრაუნდის“ მუსიკოსთა თუ მხატვართა თაობაში ბევრი საინტერესო და, ამასთანავე, ისეთი ბედი შვა, რომელსაც მომავლისკენ მიპყრობილ მზერაშივე გაუჩნდა შიშისმომგვრელი ფიქრი. კეკო ჭელიძის ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირი, მუსიკოსი ლევან სვანიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დროსა და სიცარიელეში ჰპოვა მოჩვენებითი სიმშვიდე. ინტერესი 45 წლის მუსიკოსისადმი, ფაქტობრივად, უმუშევარი რომ არის, დედასთან ერთად რომ ცხოვრობს …

მრავალი სულის ერთი ბედის ანოტაცია წაკითხვა

პირად ინტერესებს შეწირული სიცოცხლე

იყო ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ იყო დაუნდობელი, სასტიკი, ეგოისტი არსება, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციასა და მდგომარეობაში საკუთარ თავსა და პირად ინტერესებს დააყენებს ყველაფერზე წინ. ამ სისასტიკეში არ არის აუცილებელი მოიაზრებოდეს მაინცდამაინც რაიმე სახის ძალადობა, არამედ სულ უბრალო გულგრილობა, უმოქმედობაც კი. მაშინ, როდესაც ადამიანი ხელოვანია, თანაც შემოქმედებით კრიზისში მყოფი, სისასტიკედ ქცეული გულგრილობა და გარემოებების მიმართ …

პირად ინტერესებს შეწირული სიცოცხლე წაკითხვა

ცხოვრება, როგორც მასკარადი

პატარა, საცოდავი არსებაა ადამიანი. იგი მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. მას აქვს დიდი ეგო, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკმაყოფილებს, კვებავს, საკუთარი თავის იქით არ იყურება, არ აინტერესებს, სხვას რა დაემართება და როგორ იქნება, არ სურს გრძნობები გააშიშვლოს და მეორე ადამიანზე იზრუნოს, არ აღიარებს სხვის პრობლემას იქამდე, სანამ უშუალოდ მას არ შეეხება ეს. იგი ფიქრობს, რომ რაც …

ცხოვრება, როგორც მასკარადი წაკითხვა

ორი დროის ხიდზე დაკარგული

ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გამავალ ხიდზე ჩასაფრებულ გარდაუვალ ცვლილებებს გვერდს ვერავინ აუვლის. ბავშვობის მეგობრებთან თითქოს უხილავი გაუცხოება ერთ დღეს თავს იჩენს და ზრდასრულობის წნეხით დამძიმებულ ადამიანებს, საკუთარი თავის პოვნას საზოგადოების მუდმივად ფხიზელი თვალის დაკვირვების ქვეშ მყოფნი რომ ცდილობენ, მისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. ორ ნაპირს შორის გადებული ხიდი ნელ-ნელა ტყდება, მასზე მდგომ ახალგაზრდებს კი მრავალწახნაგოვანი ფიქრები ამძიმებენ – …

ორი დროის ხიდზე დაკარგული წაკითხვა