გაფრენა

თქვენ ოდესმე ხელიგულიდან ჩიტი აგიფრენიათ? შეგიგრძვნიათ ის სიმსუბუქე? ამაშია საქმეამას ბაბუაჩემმა მაზიარა. ახლაც მახსოვს ის აფრენა. ისეთი ბედნიერება წამოვიდა, ისეთი რო…. თითქოს მეც ამწია ცაში. ასეთ დროს მთელი სხეულით შეიგრძნობ სულის მოძრაობასთავისუფალი სულის მოძრაობას“ – ეუბნება ავთო მახარაძის გმირი თავის სტუდენტებს შალვა შენგელისა და ირინე ჯავახიძის მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმშისავსე სიცარიელე“ (2024). 

75 წლის პროფესორი ბერდია ლომსაძე, სავარაუდოდ, ხელოვნებათმცოდნეობას ასწავლის და ოცდაათი წელია ლექცია არ გაუცდენია. „ხელოვანი, რომელიც ამ შეგრძნებას მთელი სხეულით დაიმახსოვრებს და მერე ამ განცდას და ემოციას თავის შემოქმედებაში დაგვანახებს, ის არის შემოქმედი და ეს არის შემოქმედება“ – უხსნის ის დიდ აუდიტორიაში მყოფ ორად ორ სტუდენტსახალგაზრდა წყვილს, რომელსაც ლექციაზე მეტად ერთმანეთი აინტერესებს. 

ამგვარი განცდისა და ემოციის გადმოცემის მცდელობაა ეს ფილმიც, რომლის სცენარიც დიდი იტალიელი მწერლის, ლუიჯი პირანდელოს ნოველების მოტივებზეა შექმნილი (სცენარის ავტორები: ირინე ჯავახიძე, შალვა შენგელი). ფილმის ყურებისას გახსენდება პირანდელოსეული თემები ან პერსონაჟები, რომლებიც თავისუფლდებიან შეზღუდული რეალობისგან, ცდილობენ, გაექცნენ საზოგადოებრივ როლებს, ეძებენ თავიანთ ნამდვილმეს“, თვითმყოფადობას და ამ ეგზისტენციალურ ძიებებში ზოგჯერ აბსურდამდე ან სიგიჟემდეც მიდიან. 

ამ გმირების მსგავსი გმირია ბერდია ლომსაძეც. მას დაახლოებით ისეთივე ამბავი გადახდა თავს, როგორც ბერნარდინო ლამისსრელიგიის ისტორიის პროფესორს, რომელმაც აუდიტორიაში სკამებზე გასაშრობად გადაკიდებულ სველ ლაბადებს წაუკითხა თავისი ცხოვრების საუკეთესო ლექცია (პირანდელო, „კატარის ერესი“). 

კამერა ცდილობს, ხან ობიექტური იყოს, ხანაცსუბიექტური და დაქვეითებული მხედველობის პროფესორის თვალით დაგვანახოს სამყარო, ასეთი სამყარო კი ბუნდოვანია. ბერდია ურჩობს, ამგვარად ცქერა მისი არჩევანია. მიუხედავად გაღიზიანებული დების დაჟინებული თხოვნისა, ის არ მიდის თვალის ექიმთან დარისი დანახვაც მინდა, იმას ვხედავ მეო“ – პასუხობს მათ. უფრო მეტიც, პროფესორს აქვს სათვალე, მაგრამ მხოლოდ მაშინ იკეთებს, როცა ლექციის ბოლოს, სტუდენტების დასწრება აქვს თავის უბის წიგნაკში შესატანი. სამაგიეროდ, კარგად ხედავს კაცს, რომელიც ხელებგაშლილი, ბედნიერი დარბის ქუჩებში და ბერდიას მისი ტანსაცმლის უმნიშვნელო დეტალებისა და სახის ზუსტი გამომეტყველების აღწერაც კი შეუძლია. ასევე ამჩნევს ახალთახალ წითელ მოტოციკლს (ფილმის დასაწყისში ეს მოტოციკლი მანქანის სახურავზეა დამაგრებული და კამერა ისე იღებს მას, თითქოს მიფრინავს). 

ფრენა, ანუ თავისუფალი სულის მოძრაობაა ის, რაც ბერდიას ყველაზე მეტად იზიდავს, აჯადოებს და საერთოდ არ აღელვებს რთული დამოკიდებულება დებთან, კონფლიქტი უფროსთან თუ იგნორირება სტუდენტების მხრიდან. ის, როგორც ცოცხალს, ისე ელაპარაკება კედელზე დაკიდებულ შავჩარჩოიან ფოტოზე გამოსახულ მის მეორე ნახევარს, თუმცა უჭირს ესაუბროს უცხოეთში გადახვეწილ ერთადერთ და უსაყვარლეს ქალიშვილს, რომელიც კომპიუტერის ეკრანიდან ეკონტაქტება მამას. 

ფილმში არ არის ტრადიციული ნარატივი, სადაც ყველა მიზეზშედეგობრივი კავშირი უნდა ჩანდეს. აქ თხრობა ტრაგიკული ფარსისა და პოეზიის ზღვარზე გადის, რასაც დახვეწილი გამოსახულებაც უწყობს ხელს. წვიმაში გაშვერილი მეწამული ღვინით სავსე ჭიქა, გუბეში დატოვებული გაბზარული სათვალე, წითელი ქოლგა, მამაშვილის ფოტო, რომელიც რეალობაში მეორდება და კიდევ ბევრი სხვა დეტალი იმპრესიონისტულ განწყობას აძლევს ფილმს, პოეტურფილოსოფიური ჩანახატის თვისებებს ანიჭებს. კინოსურათის მხატვარი, ოპერატორი, კოსტიუმების მხატვარი ერთმანეთის (და რეჟისორების) თანამოაზრეები არიან. 

ფილმს ქართულად და ინგლისურად სხვადასხვა სათაური აქვს (ინგლისურად „I Left“). ქართული სათაური, „სავსე სიცარიელეგვახსენებს ნაწყვეტს ალბერ კამიუს წერილიდან, რომელიც მან თავის სულიერ მეგობარს, პოეტ რენე შარს მისწერა: „როცა ჩემში სიცარიელეს ვგრძნობ, თქვენს ლექსებს ვკითხულობ და პირთამდე ვივსები“. 

სიცარიელე ყველასათვის სხვადასხვანაირად ივსება და ეს ძალიან პირადულია. ფილმში იგრძნობა, რომ ის პირადულია შემოქმედებითი ჯგუფის თითოეული წევრისთვის, მათთვისაც მნიშვნელოვანიათავისუფალი სულის მოძრაობა“. რეალობაში ხელისგულიდან აფრენილი ჩიტის შესახებ რეზო ესაძე უყვებოდა სტუდენტებს, რომელთა შორის ამ ფილმის თანარეჟისორი, შალვა შენგელი იყო. ავთო მახარაძის საოცარი ოსტატობითა და დელიკატურობით შესრულებული გმირიც თითქოს რაღაცით ჩამოჰგავს რეზო ესაძეს (განსაკუთრებით იქ, სადაც სკამზე დგას იმ ბავშვივით, რომელსაც დანაშაულზე წაასწრეს). ამავე დროს, ავთო მახარაძის ეს პერსონაჟი არ ჰგავს მის მიერ მარტო კინოში განსახიერებული 30-მდე პერსონაჟიდან არცერთს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მინიმალური საშუალებებით, ეს მსახიობი გვიჩვენებს ადამიანის შინაგან სამყაროს, მისი სულის მოძრაობას. 

ფილმის შესავალ ტიტრებში ავტორები გვეუბნებიან, რომ აღნიშნული ნამუშევარი შთაგონებული იყო ადამიანებით, რომლებიც რაღაცას გვასწავლიან, ზოგჯერ კი იმასროგორ უნდა ვიცხოვროთ, მერე კი მოულოდნელად ქრებიან და, სამწუხაროდ, ძალიან გვიან ვხვდებით, რომ სანამ ისინი ჩვენთან იყვნენ, გვეგონა, რომ მათ ვიცნობდით.

ასევე ვერ ხვდებიან ბერდია ლომსაძის სტუდენტები, როგორ უშვებენ შესაძლებლობასგახდნენ პროფესორის გულახდილი საუბრების მოწმეები, მისი 30-წლიანი დაკვირვებისა და შემეცნების ნაყოფის მხილველები. ავტორები გვახსენებენ უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს: „აუდიტორიაში ლექციის წაკითხვის ნაცვლად, სახრჩობელაზე რომ ავდიოდე, დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი ადამიანი მოვიდოდა.“ ფილმის გმირი, ფაქტობრივად, ამ სიტყვებს რეალობად აქცევსსავსე აუდიტორიაში პროფესორს ელიან, ის კი იმ გზას გაუყვა, რომელიც დიდ დაფაზე ხატია. შესაძლოა, ეს ის არის, რაზეც პირანდელო წერს: „წარმოვიდგინე, ვითომ შემეძლო სხვა კაცი გავმხდარიყავი და სხვა ცხოვრებით მეცხოვრა“ (პირანდელო, რომანიგანსვენებული მატია პასკალი“). 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფილმის ხმოვანი რიგიმინიმალური, ზუსტად შერჩეული მუსიკა და ხმები, რომელიც მუსიკას ქმნის. წვიმის წვეთების, ქუჩის ხმაურის, ჩურჩულის, მტვერსასრუტის, ნაბიჯების თუ მოტოციკლის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ხმები ერთ დიდ მუსიკად ერთიანდება, რომელიც განწყობას აძლიერებს. ხმა და გამოსახულება ჰარმონიაშია ერთმანეთთან.

სიცარიელე ყველასათვის სხვადასხვანაირად ივსება და ეს ძალიან პირადულია. ფილმში იგრძნობა, რომ ის პირადულია შემოქმედებითი ჯგუფის თითოეული წევრისთვის, მათთვისაც მნიშვნელოვანია „თავისუფალი სულის მოძრაობა“. რეალობაში ხელისგულიდან აფრენილი ჩიტის შესახებ რეზო ესაძე უყვებოდა სტუდენტებს, რომელთა შორის ამ ფილმის რეჟისორებიც – შალვა შენგელი და ირინა ჯავახიძე იყვნენ. ავთო მახარაძის საოცარი ოსტატობითა და დელიკატურობით შესრულებული გმირიც თითქოს რაღაცით ჩამოჰგავს რეზო ესაძეს (განსაკუთრებით იქ, სადაც სკამზე დგას იმ ბავშვივით, რომელსაც დანაშაულზე წაასწრეს). ამავე დროს, ავთო მახარაძის ეს პერსონაჟი არ ჰგავს მის მიერ მარტო კინოში განსახიერებული 30-მდე პერსონაჟიდან არცერთს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მინიმალური საშუალებებით, ეს მსახიობი გვიჩვენებს ადამიანის შინაგან სამყაროს, მისი სულის მოძრაობას.   

ქეთევან პატარაია

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *