ცხოვრების უსასრულო რიტმი

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ წასვლა გამოსავალი არ არის, რომ გაქცევას მხოლოდ სუსტები ირჩევენ. ერთი შეხედვით, თითქოს ამას თავისი ახსნა აქვს – ვიღაც ყოველთვის ქადაგებს, რომ უნდა იყო ძლიერი, გაუმკლავდე ყველანაირ სირთულეს ისე, როგორც დავითი გოლიათს, მაგრამ სინამდვილეში, ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებასაც იმდენივე გამბედაობა სჭირდება, რამხელაც გზის გაგრძელებას.  ესკეიპიზმი, რომელიც მსგავს ასპექტებზე ხმამაღლა საუბრობს […]

ცხოვრების უსასრულო რიტმი Read More »

ჭაობი, სახელად ოჯახი

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ვახო ჯაჯანიძის დებიუტი შედგა ფილმით, „რეალური არსებები“ (2025), რომლის სცენარი თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობის მიხედვით დაიწერა. ავტორი ამ პროექტს (ქართულ-იტალიურ კოპროდუქციას) ექვსი წლის განმავლობაში აკეთებდა. კინოსურათი მაყურებელს მოუთხრობს ამბავს ერთ-ერთ კურორტზე დამსვენებელი ორი ოჯახის შესახებ. მათი შეხვედრა საუზმისას ხდება, რა დროსაც აღმოჩნდება, რომ ისინი ერთმანეთის ძველი ნაცნობები არიან. ადგილმდებარეობის

ჭაობი, სახელად ოჯახი Read More »

ზღვარი ადამიანობასა და მხეცობას შორის

ადამიანი ხშირად ხდება საკუთარი თავის ფიქრებისა და ფიქსაციების მსხვერპლი. ჩვენი ბუნება არ არის საკმარისად მდგრადი, რომ თავისუფლად იყოს ამტანი მისთვის არასასიამოვნო პირობებისათვის. ხშირად მარტივი რაღაცები ისე თამაშობს ჩვენს ნერვებზე, რომ ჩვენ თვითონვე გვიკვირს, როგორ შეუძლია ადამიანს ცხოვრებაში დიდი წნეხისა და ტკივილის ატანა, როცა ყველაზე პატარა დეტალები ჭკუიდან შლის?! ანდაც, საერთოდ, განა უნდა იყოს ადამიანი ამ

ზღვარი ადამიანობასა და მხეცობას შორის Read More »

და კვლავ სიყვარულის შესახებ

1952 წლის შემოდგომის თბილისი. სოლოლაკი. დავითაშვილის (ახლა ამაღლების) ქუჩა. ძველისძველი ფირფიტა ტრიალებს და მუსიკის ხმა ისმის საიდანღაც, შორიდან. ბიჭები ქუჩაში ფეხბურთს თამაშობენ. მანქანა აქა-იქ თუ გაივლის. ესაა ან გადატვირთული საბარგო, ან ახალთახალი კრიალა „პობედა“, ან ნაომარი ამერიკული „სტუდებეკერი“. გაიგონებენ თუ არა ბავშვები რომელიმე მანქანის ძრავის ხმაურს, თავს ანებებენ ბურთს და ჟრიამულით გამოეკიდებიან მას. აი, მოუხვია

და კვლავ სიყვარულის შესახებ Read More »

ლეგენდებსა და რეალობას შორის

თანამედროვე მსოფლიო კინოში აშკარაა ახალი იგავების, მითებისა თუ ზღაპრების ახალი ფორმების ძიების ტენდენცია, რაც ჟანრის თავისუფალ ჩარჩოებში თანამედროვე სოციუმის, ადამიანის შინაგანი სამყაროს, ცხოვრების არსის, ცხოვრებისეული ღირებულებებისა და საზოგადოების წინაშე არსებული საკითხების „ფილოსოფიური“ განსჯისკენაა მიმართული.  იგივე პროცესები აუახლეს, ბოლო ათწლეულის, ქართულ კინოშიც. სხვადასხვა თაობისა და ბევრი ნიშნით რადიკალურად განსხვავებული რეჟისორები – ლევან კოღუაშვილი „შემთხვევითი პაემნებით“, გიორგი

ლეგენდებსა და რეალობას შორის Read More »

ნათელი ადამიანები

ტატო კოტეტიშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი, „წმინდა ელექტროენერგია“ (2024), ერთდროულად, მხატვრულია და დოკუმენტურიც, ქმნის ჰიბრიდულ კინოს. ეს არ არის ზედმეტად გაფორმებული, ხელოვნურად დახვეწილი ან სცენარით გადატვირთული ნამუშევარი. პირიქით, რეჟისორი იღებს ძალიან უბრალო და თითქოს ყოველდღიურ ამბავს, ამიტომაც ფილმი საბოლოოდ ბუნებრივი და ადამიანური გამოდის. იგი იწყება გონგას მამის დაკრძალვის სცენით. კამერა მშვიდად, ზედმეტი დრამატიზმის გარეშე, თვალს ადევნებს ქართულ

ნათელი ადამიანები Read More »

წყვდიადი საკუთარ თავში

ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იმ ემოციებს, რომლებსაც რეალურად ყველაზე ხშირად საკუთარ თავშივე კლავს – იქნება ეს შური, სინანული, ეჭვი თუ სხვა. ამასთანავე, ზუსტად ასეთი მძაფრი ემოციები იძლევიან იმის საშუალებას, რომ ადამიანმა საკუთარი ქმედებები უფრო ფართო, განზოგადებული პერსპექტივით დაინახოს და შემდეგ საკუთარ თავთან აღმოჩნდეს დილემაში. პიროვნების გაორება, საკუთარ იდენტობასათან ჭიდილი და, უბრალოდ, ადამიანის ფუნდამენტების

წყვდიადი საკუთარ თავში Read More »

მობილურით შექმნილი ეპოსი

ჩეხი ფოტოგრაფი, მიროსლავ ტიხი ამბობდა: „თუ გინდა ნამდვილი ფოტოსურათი გადაიღო, მაშინ ცუდი კამერა უნდა გქონდეს“. ეს ფრაზა მისი შემოქმედებითი ფილოსოფიის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენდა, რადგანაც ის ცნობილი იყო არა მარტო შემოქმედებით, არამედ ფოტოკამერით, რომელიც თავისი ხელით მუყაოს ნაწილებისაგან ააწყო. ალექსანდრე კობერიძის ფილმის, „ხმელი ფოთოლი“ (2025) ნახვის შემდეგ ნამდვილად გაჩნდა ის განცდა, რომ ეს რეჟისორი ზუსტად ამ

მობილურით შექმნილი ეპოსი Read More »

შენ არ ხარ მარტო

შენ არ ხარ მარტო არც მაშინ, როცა თავი ყველაზე უჩინარი გგონია. როცა გაიფიქრებ, რომ ადამიანები ვერ გამჩნევენ, არ გაღიარებენ, ვერ გცნობენ, უბრალოდ, დადექი და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე, გაიღიმე და სიარული გააგრძელე. ხანდახან ყველაფერი ისე არ არის, როგორც შორიდან ჩანს. მოვლენები კარგად რომ გაიაზრო, მათთან ახლოს უნდა დადგე. ადამიანები ისეთი ბოროტებიც არ არიან, როგორც შორიდან ჩანან.

შენ არ ხარ მარტო Read More »

კურიერის ერთდღიანი უსასრულო ოდისეა ერთ ქალაქში

რეჟისორ და ფოტოგრაფ ანკა გუჯაბიძის ფილმი „თემო რე“ (2025) თბილისისა და, ცოტა უფრო ადრე, ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალებზე მაყურებლისა და კრიტიკოსების ყურადღების ობიექტად იქცა. მისი საერთაშორისო წარმატება როტერდამის 2025 წლის კინოფესტივალზე დაიწყო, როდესაც მოკლემეტრაჟიანი კინოს „თაიგერ შორთსისა“ და ნიდერლანდელი კინოკრიტიკოსების პრიზებით დააჯილდოვეს. და ამ „აღნიშვნებსა“ და პრემიებს აქვს მყარი და უტყუარი საფუძველი – არაორდინალური ხედვის, ახალი

კურიერის ერთდღიანი უსასრულო ოდისეა ერთ ქალაქში Read More »