ლეგენდებსა და რეალობას შორის

თანამედროვე მსოფლიო კინოში აშკარაა ახალი იგავების, მითებისა თუ ზღაპრების ახალი ფორმების ძიების ტენდენცია, რაც ჟანრის თავისუფალ ჩარჩოებში თანამედროვე სოციუმის, ადამიანის შინაგანი სამყაროს, ცხოვრების არსის, ცხოვრებისეული ღირებულებებისა და საზოგადოების წინაშე არსებული საკითხებისფილოსოფიურიგანსჯისკენაა მიმართული. 

იგივე პროცესები აუახლეს, ბოლო ათწლეულის, ქართულ კინოშიც. სხვადასხვა თაობისა და ბევრი ნიშნით რადიკალურად განსხვავებული რეჟისორებილევან კოღუაშვილიშემთხვევითი პაემნებით“, გიორგი ოვაშვილისიმინდის კუნძულითადაყინვა და პატარა მოწაფეთი“, ზაზა ხალვაშინამეთი“, ალექსანდრე კობერიძერას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთდახმელი ფოთოლი“, ანკა გუჯაბიძეთემო რეთი“, გიგა ლიკლიკაძეღორით“, სოსო ბლიაძეოთარის სიკვდილით“, ვახტანგ ჯაჯანიძესულიერი არსებებით“, ლევან თუთბერიძეცხრა მთას იქითდა სხვებითანამედროვე საზოგადოების სულიერი მდგომარეობის, მისი წუხილებისა და სურვილების კვალდაკვალ მიდიან და, გმირებთან ერთად, ეძებენ ადგილს, რომელსაც თავს შეაფარებენსამოთხიდან განდევნისმარადიული რიტუალის შემდეგ. 

რა ხდება ფილმის, „ცხრა მთას იქით“ (2015) თანამედროვე სოფელში, რომელიც თითქოს ცივილიზაციასაა მოწყვეტილი, რომლისკენ მიმავალი გზაც, ხშირად, გაუვალია, მაგრამ, რომლისთვისაც ესუგზოობასაკუთარ თავთან დარჩენისა და გადარჩენის საშუალებაა?როდისაა შესაძლებელი ორი სამყაროს მშვიდობიანი თანაარსებობა და როდის ხდება ეს შეუძლებელი? რას ელოდებიან ადამიანები ახალი საზოგადოების აღმოჩენისაგან, რას სთავაზობს ეს საზოგადოება და არის თუ არა მათი წარმოდგენები რეალობის შესატყვისი და იდენტური ყოველთვის და თუ არა, რა არის, ორივე შემთხვევაში, ამის მიზეზი?

ეს და კიდევ სხვა თემები მოქცეულია ლევან თუთბერიძის ამ მხატვრულ ფილმში, „ზღაპრულისახელწოდებით, რომლის სიუჟეტის მიხედვით, ეთნოლოგების ჯგუფი საქართველოს მაღალმთიან სოფელში, მორიგ ექსპედიციაში მიემგზავრება. მათთვის, როგორც პროფესიონალებისათვის (რომლებიც მრავალწლიანი კვლევების შედეგად კარგად იცნობენ ადგილობრივებსა და მათი ცხოვრების წესებს, ტრადიციებსა და თქმულებებს), ამ სამყაროში უცხო არაფერი და არავინაა. 

აქამ სოფელშიცხრა მთას იქითყველა ერთმანეთს იცნობს, ადგილობრივიც და ჩასულიც, აქ იციან ურთიერთობის ფასიც და ხარისხიც. იციან ერთმანეთის ვინაობა, რაობა, მიზნები, ინტერესები და ამ ყველაფერს, შეძლებისდაგვარად, უფრთხილდებიან. სხვაგვარად არც შეიძლებაეს მთისკანონიადა მისი დარღვევის უფლებას თავს არავინ აძლევს.

ერთერთი მათგანი კი, ექსპედიციის უცვლელი ხელმძღვანელი, მძიმედ დასნეულებული, სოფელში (რომელშიც ცხოვრების დიდი ნაწილი ბედნიერად გაუტარებია) მიემგზავრება, რათა მას გამოეთხოვოს. მისი ყოფნა ცხრა მთას იქით, ამქვეყნად ყოფნის ბოლო აღმოჩდება. 

სოფელს ფილმში სახელი არა აქვს და არც რაიმე განსაკუთრებული კუთხური და ეგზოტიკური ნიშნებით ხასიათდება. პერსონაჟებიმსახიობები არ მეტყველებენ რომელიმე ქართულ დიალექტზე და არც რომელიმე რეგიონისათვის დამახასიათებელი, ვთქვათ, ფაქტურითა თუ ჩაცმულობით გამოირჩევიან. 

ასეთი ადგილი ყველგან შეიძლება შეგვხვდეს, როგორც საქართველოს მთიანეთსა თუ ბარში, ასევე სამყაროს ნებისმიერ წერტილში, სადაც ადამიანები, ერთი მხრივ, საკუთარ საზოგადოებაში ჩაკეტილები, წარსულზე, მორალურფსიქოლოგიურ წესებზე, „რეალურადარსებულ გადმოცემებზე მიჯაჭვულები და, მეორე მხრივ, ლაღად, უსაზღვრო სივრცეში გაშლილ თავისთვად გარემოში ცხოვრობენ. მითების, ლეგენდების, თქმულებების რეალობადქცეულ გარემოცვაში. აქ ლეგენდები რეალობის თანასწორუფლებიანები არიან და მათ არსებობაში, როგორც სინამდვილის ანარეკლში, ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ, რაც ადგილობრივებისთვის ჩვეულებრივი, ყოველდღიურობის ნაწილია, უცხოა მათთვის, ვინც ამ სამყაროში საკუთარი წარმოსახვების შექმნასა და საკუთარი მითების აწყობას ცდილობს. 

ლევან თუთბერიძე ირჩევსნაცადსარეჟისორო ხერხსსოფლის მცხოვრებლებს აკვირდება და მათ ყოფას ახალგაზრდა უცხოელი ფოტოგრაფი ქალი, ენი სწავლობს, რაც, განტევების, დამოკიდებულებების თავისთავადი აღქმის პირობას ქმნის და უცხო თვალიფოტოაპარატის ობიექტივით უფრო გამახვილებულიშეხედულებათა მრავალფეროვან სპექტრს წარმოშობს.

ენისათვის ყველაფერი, რაც სხვებისთვის უალტერნატივოაბუნება, თქმულებები, ხასიათები, ცხოვრების წესი, წარსული და აწმყო, ლეგენდები და ადათები, ადამიანებიუცხო და მოულოდნელია და ახალი ურთიერთობების, თავისებური აღქმების, სურვილების, ვნებების, ინტერესის გამომწვევი ხდება. 

სამყაროს, რომელსაც ადგილობრივები და ეთნოლოგები შეჩვეულები არიან და რომელსაც საკუთარი კანონები მართავენქმედითი თუ შინაგანი (რომლებიც თაობიდან თაობასზეპირსიტყვიერადგადაეცემა, რომლებიც არსადაა დაწერილი, მაგრამ ყველა სხვა არსებულზე უმტკიცესია) – უცხოელისთვის გაზვიადებული წარმოდგენებისა და წარმოსახვების საფუძვლად და მოვლენების დრამატულად, მეტიცტრაგიკულად, განვითარების საფუძვლად იქცევა, მისთვის პირადად და სხვისთვისაც. 

ლევან თუთბერიძე სწორედ ამ ორი რეალობის, ორი სამყაროს ზღვარზე არსებულ ატმოსფეროს ქმნის. ფილმი ბევრ იდუმალებას მოიცავს, რის ამოხსნასაც მაყურებელი ფინალამდე ვერ ახერხებს. მასში ბევრი ხაზი და რამდენიმე თემაა მოქცეული. რამდენიმე საწყისითა და ურთიერთგამომდინარე. ეს დრამატულ დაძაბულობას სძენს კინოსურათს და ორგანულად ავსებს თხრობის მდორე, თითქოს გაწელილ, აუღელვებელ ტემპორიტმს, რომელიც ყოფითი და პირობითი დეტალების გადაჯაჭვით იქმნება.

ინგლისელი ქალის შეჭრა ამ, ერთი მხრივ, ჩაკეტილ და, მეორე მხრივ, თავისუფალ, გახსნილ სივრცეშიცოტა ხნით თითქოს არღვევს ცხოვრების ჩვეულ დინებასა და რიტმს, მაგრამ ეს ცვალებადობაც ისეთივეჩვეულებრივიდა მარადიულია, როგორც სიცოცხლე და სიკვდილი, თუნდაც ძალადობრივი, როგორც ერთი მდგომარეობიდან მეორეში ბუნებრივი და გარდაუვალი გადასვლა. როგორც ბუნების მარადიული ცვალებადობა, სეზონების წრეზე ტრიალი. შედეგად, ერთმანეთში ირევა და ერწყმისრეალობა და წარმოსახვა, დღევანდელობა და მითოლოგია, სინამდვილე და გამონაგონი, წარსული და აწმყო. ორი კულტურის კავშირი თუ შეჯახება ორივეს რყევას იწყებს. 

თუმცა, პირველ რიგში, კონფლიქტის მიზეზიცა დამსხვერპლიცმაინც ენია, რომლის მიერ მოვლენების აღქმაცმცდარიდა შეუსაბამო აღმოჩდება. უფრო სწორად, ის ნანახიდან, მოსმენილიდან, წინასწარი მოლოდინიდან თუ წარმოსახვის შედეგად გაჩენილი აკვიატებიდან საკუთარ მითებს აწყობს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან არსებულთან. ადგილობრივ მითებთან. ადგილობრივ რეალობასთან. არა იმიტომ, რომ ეს სამყარო არ იღებს, როგორც უცხოს, არამედ, იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრების დამკვიდრებულ წესში მოურიდებლად ჩარევა და მისი შეცვლა, შეცვლის გადაწყვეტილება, მხოლოდ პირადი სურვილებიდან და წარმოდგენებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. 

ადამიანს იზიდავს, რაც რეალობას მიღმაა, იდუმალებითაა მოსილი და ის ისწრაფვის თვალხილული გახდეს, მზერა აქციოს გამჭოლად და დაინახოს, რასაცშეუიარაღებელითვალი ვერ ხედავს. კაცობრიობის მეხსიერება ბევრ ინფორმაციას ინახავს, რომელიც თაობებს გადაეცემა, თუნდაც საუკუნეები გავიდეს. ხსოვნა ცნობიერებას აყალიბებს. წარსული ექოსავით აღწევს დღემდე და თანამედროვეობაზე მოქმედებს. ამგვარიცოდნითაღჭურვილი, მოაზროვნე ადამიანი ძიებას, პირველ რიგში, საკუთარ თავში იწყებს გარკვევას (ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით გვინდა წავიდეთ) და გარკვეულ გეზს სახავს, მაშინაც კი, როდესაც სჯერა, რომ ბედისწერას თავისი კანონები და გეგმები აქვს. 

შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გროვდება, ხდება შეჯახება და ამოფრქვევა. აფეთქებები ახალ გარემოებებს ბადებს და მოულოდნელ კონსტრუქციებს აწყობს. მექანიზმი მოძრაობაში მოდის და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. ეს მარადიული პროცესია და ერთხელაც, როდესაც ვიღაც იგივე გზას დაადგება, აღმოაჩენს, რომ სამყაროში არაფერი იცვლებაადამიანის, საზოგადოების ბუნება, არსებობის წესი, მისწრაფებები, ქმედება თუ უმოქმედობა, გულგრილობა, თუ თანაგანცდა ისეთივეა, როგორც სხვა დროს ყოფილა. მარადიულია, როგორც სამყაროს შეცნობისა და მისმწყობრსისტემაში რაიმეს გარდაქმნის სურვილი. 

ამ პროცესებს გადიან ლევან თუთბერიძის ფილმის გმირებიც და რეჟისორიც სწორედ მითების შეთხზვის, დაბადების, დამკვიდრებისა და უარყოფის პროცესს აანალიზებს. თვითონვე ქმნის და ანგრევს მათ და ტრადიციისა და ფუჭი სიახლის, უშედეგო ახალი დინების შეჭრის უსაგნობაზე მიაპყრობს ყურადღებას. 

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *