შენ არ ხარ მარტო

შენ არ ხარ მარტო არც მაშინ, როცა თავი ყველაზე უჩინარი გგონია. როცა გაიფიქრებ, რომ ადამიანები ვერ გამჩნევენ, არ გაღიარებენ, ვერ გცნობენ, უბრალოდ, დადექი და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე, გაიღიმე და სიარული გააგრძელე. ხანდახან ყველაფერი ისე არ არის, როგორც შორიდან ჩანს. მოვლენები კარგად რომ გაიაზრო, მათთან ახლოს უნდა დადგე. ადამიანები ისეთი ბოროტებიც არ არიან, როგორც შორიდან ჩანან. ისინი მხოლოდ თავის გადარჩენისათვის იბრძვიან ამ სისასტიკით სავსე სამყაროში. ზოგი შვებას მუსიკაში პოულობს, ნაწილი ნარკოტიკებში და ეწირება კიდეც მას. ამ ყველაფერში დამნაშავე კონკრეტული პიროვნება კი არა, არამედ დროა. დრო, რომელიც არავის ინდობს.

რონინი სახლის სახურავზე იჯდა და ადამიანებთან არ ჩამოდიოდა“ – ეს ფრაზა ფილმის დასრულების შემდეგ დიდხანს ტრიალებდა თავში. კოტე კალანდაძის ფილმის, „დრამერი“ (2022) პერსონაჟი ნიკო ქაოსში იძირება. ის ვერ პოულობს საკუთარ ადგილს საზოგადოებაში და ერთადერთი გასაქცევი გზა მისთვის დრამია (დასარტყამი საკრავები). იგი უკრავს იქამდე, სანამ თითები არ დაეღლება, თუმცა იყოს ცნობილი დრამერი, ეს არ არის მისი ცხოვრების მიზანი. ეს მისი გართობის გზაა, გამოსავალი ნაცრისფერი სამყაროდან. ან შეიძლება ბავშვობაში უნდოდა ცნობილი ყოფილიყო და, გაზრდასთან ერთად, ეს სურვილი გაუუფასურდა. ის ადგილი, სადაც ცხოვრობს ყელში უჭერს. ქვეყნის ეკონიმიკური მდგომარეობა ყველაზე კარგად მუსიკოსებს ეტყობათ ხოლმე და აქაც ასეა. იმისთვის, რომ კარგი დრამი იყიდოს, გზიდან გადახვევა უწევს და ეს მოძრაობა ყლაპავს მთლიანად. გარშემომყოფები ხავსებივით ეჭიდებიან და ჭაობისკენ მიითრევენ, სადღაც უფსკრულის პირას მყოფი გონს მოდის და უკან, რეალურ სამყაროში დაბრუნებას ცდილობს.

მარტოობა ილუზიაა. დეპრესიაში ადამიანები საზოგადოებისაგან გამოყოფას და რეალობიდან გაქცევის მცდელობისას ხდებიან მარტოსულები. სიმარტოვე ბედნიერების უნარს ართმევს ნიკოს. ის ვერც ბენდთან ერთადაა კომფორტულად და ვერც ნატასთან. ერთადერთი რაც მას უნდა, ეს გაქცევაა. სიამოვნებით დაიფარებდა ისიც უჩინმაჩინის ქუდს და გაქრებოდა, თუმცა რეალობა სხვანაირია. ცხოვრება ფილმი არ არის და როცა დაგჭირდება, მაშინ ვერ გაქრები. 

კინოსურათს მთავარი პრობლემა არ აქვს. არ არსებობს კონფლიქტი, რომელზეც სიუჟეტია აგებული. თემები გაბნეულია, თავიდან არ ჩანს, რაზეა ფილმი ან ვინ არის მთავარი მოქმედი გმირი. თითოეულ პერსონაჟს თავისი პრობლემა აქვს და ამით ცხოვრობს. სიუჟეტის მთავარი ხაზი გაუგებარია. თუ მაყურებელი კარგად არ დააკვირდა ფილმის მიმდინარეობას, ვერ მიხვდება, რომ უკვე გაზრდილი ბიჭი ნიკოა და ამბავიც სწორედ მის გარშემო ხდება. 

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ხმოვანი დიზაინი. დრამის სცენები არასოდეს არის მხოლოდ გასართობი, ეს არის კათარზისის ხმაურიანი მცდელობა, რომელიც მკვეთრ კონტრასტში მოდის ნიკოს მუდმივ, შინაგან სიჩუმესთან. სწორედ ეს კინემატოგრაფიული ხერხები აორმაგებს ამბის ემოციურ წონას, რაც გაუცხოების ქრონიკას მაყურებლისთვის უფრო პირადსა და უშუალოს ხდის.

დრამერიმხოლოდ ერთი ბიჭის შესახებ არააეს უფრო ახალი თაობის გაუცხოების ქრონიკაა. თაობისა, რომელსაც არჩევანი თითქმის არ რჩება: იცხოვროს მუდმივ ფინანსურ კრიზისში ან გადაუხვიოს გზას და საკუთარი თავი დაკარგოს. სწორედ ამიტომ ნიკოს თავგადასავალი პირად ტრაგედიაზე მეტი ხდება. ის ერთგვარი სიმპტომიასიმპტომი იმ საზოგადოებისა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სივრცეს მუსიკისათვის, ხელოვნებისათვის, სუნთქვისათვის.

ნიკოს ყოველდღიურობა სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორისაა გაჭედილი. ის თითქოს ცდილობს ერთ ხაზზე დარჩეს, მაგრამ გარემო მუდმივად აიძულებს გადახვევას. მის ცხოვრებაში არ არსებობს სივრცე, სადაც თავისუფლად სუნთქავსარც სახლში, არც ქალაქში, არც ბენდში. ნიკოს თავშესაფარი დრამია, თუმცა ესეც ინგრევა და საკუთარ თავთან უწევს მას ბრძოლის დაწყება.

ვინ არის ნატა მის ცხოვრებაში? მიზეზი, ვის გამოც ცხოვრება უნდა ისწავლოს. რეალობისთვის თვალის გასწორება პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა. ის, რაც ნიკოს ემართება, მხოლოდ ფინანსური პრობლემების ბრალი არ არის. პერსონაჟი ემოციურად სუსტია და საწყის ეტაპზე არჩევანის უფლებას მხოლოდ ამიტომ კარგავს. მას შეუძლიაიოლ ფულზეარ იყოს თანახმა და ნარკოტიკები არ დაარიგოს. ის მაშინ ფხიზლდება, როცა ნატასაც ითრევს სიბინძურეში. ხვდება, რომ არჩევანის საშუალება აქვს და ყოველთვის შეუძლია სწორ გზას დაუბრუნდეს. ნიკო გამოღვიძების გრძელსა და რთულ გზაზე დგება. რონინი ადამიანებთან ჩამოდის და მათთან ერთად ცხოვრებას იწყებს. 

ნიკოს ყოფაში ყველაზე ხმაურიანი არა მუსიკაა, არამედ სიჩუმე, რომელიც მუდმივად თან სდევს. ის თითქოს ყველა მიმართულებით ეძებს საკუთარ ადგილს. არც გარემო ეხმარება და არც ადამიანები, რომლებიც მის გვერდით ტრიალებენ. ყველას თავისი საზრუნავი აქვს და ნიკოსთვის სივრცე აღარ რჩება. რაც უფრო ცდილობს იგი გაქცევას, მით უფრო აცნობიერებს, რომ პრობლემები გარეთ კი არა, მის თავშივეა. და სანამ საკუთარ თავს ბოლომდე არ გაიცნობს, ვერ შეცვლის იმ გარემოს, რომელშიც უწევს არსებობა.

გაუცხოებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ქალაქი თბილისი, რომელიც ფილმში არ არის წარმოდგენილი როგორც თბილი, ძველი ევროპული ცენტრი, არამედ როგორც მტრული, მახრჩობელა სივრცე. კოტე კალანდაძე ქალაქს აჩვენებს ნაცრისფერი, ბეტონის ჯუნგლების პრიზმით, სადაც გაუვალი კორპუსები და ხმაურიანი ქუჩები პერსონაჟს მუდმივად ყელში უჭერს. ეს არის ეკონომიკური და სოციალური დაძაბულობის ვიზუალური ანარეკლი. ქალაქის არქიტექტურა და ურბანული ქაოსი იქცევა ნიკოს ფსიქოლოგიურ ტვირთადადგილი, სადაც მისი დრამი ვერასდროს იპოვნის ჰარმონიას გარემოსთან. თბილისი ამ კონტექსტში არ არის ფონიის ნიკოს ბრძოლის ველის ცოცხალი, დაუნდობელი მონაწილეა.

დრამერიპირდაპირ მიანიშნებს იმ შინაგანი დაძაბულობის არსებობაზე, რომელიც საკუთარი ადგილის ძიებას თან ახლავს. ფილმი არასოდეს ქმნის ილუზიას, თითქოს ეს პროცესი მარტივია ან ერთბაშად სრულდება. პირიქით, ნათლად აჩვენებს, რომ ამ ბრძოლაში ყველაზე რთული ეტაპი საკუთარი მდგომარეობის ობიექტური აღიარებაა. სწორედ ეს დაუსრულებელი, დაუღალავი ძიება აყალიბებს მის მთავარ აზრს: რეალურ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი იშვიათად გვხვდება მზა სახითხშირად თავად გვიწევს მისი შექმნა.

ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *