ვითარცა ბავშვები

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“(მათე18.3).

სახარების ამ ნაწილს უკითხავს თავის მრევლს გერმანული ლუთერანული ეკლესიისკირხეს მოძღვარი, მღვდელი ფრიდრიხი. უკრაინაში, ოდესასთან ახლოს მცხოვრები გერმანელი კოლონისტების აშენებულია ეს კირხეც და ეს სოფელიც, ისევე, როგორც ბევრი დასახლება მის გარშემო: გროსლიბენტალი, ჰიბელდორფი, მანჰაიმი 

ვერ შევარჩიეთ საცხოვრებლად კარგი ქვეყანა“ – იტყვის გერმანელი კრისტინა და მას ებრაელი იოზეფიც დაეთანხმება, მაგრამ იმიტომ არა, რომ ამ მიწებს რამე დაეწუნება ან იქ მცხოვრებლების შრომას არ მოაქვს შედეგი, უფრო პირიქითგარშემო ნამდვილი იდილია იქნებოდა, რომ არა 1919 წელი და ბოლშევიკების თარეში. 

ზაზა ურუშაძის ფილმის, „ანტონი“ (2019) სცენარი იმ გერმანელი კოლონისტების შთამომავლის, კანადელი მწერლის, დეილ ეისლერის რომანის, „ანტონი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუციამოტივებზე დაიწერა. მთავარი გმირის, 10 წლის ანტონის პროტოტიპი ავტორისვე ბიძაა. სცენარზე იმუშავეს: დეილ ეისლერმა, ზაზა ურუშაძემ და ვადიმ იერმოლენკომ. „ანტონისამი ქვეყნისსაქართველოს, უკრაინისა და ლიეტუვის კოპროდუქციაა. გადაღება მიმდინარეობდა უკრაინაში, გერმანიასა და საქართველოში. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ უკრაინელი და გერმანელი მსახიობები (ნიკიტა შლანჩაკი, მიკიტ დზიადი, ანტონ სებასტიანი, ნატალია რიუმინა და სხვები). ქართველები მონაწილეობდნენ საპროდიუსერო, რეჟისორის, ოპერატორის, ხმის რეჟისორის, განათების და მხატვართა შემოქმედებითსა და ტექნიკურ ჯგუფებში.

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ამბავი 1919 წელს ვითარდება. ახალი მიღებულია დამოუკიდებელი უკრაინის რესპუბლიკისა და დასავლეთ უკრაინის გაერთიანების აქტი, რომელიც, ფაქტობრივად, არსებობას შეწყვეტს 1920 წელს, ბოლშევიკური არმიის საზაფხულო იერიშის დროს. ფილმში ერთი გერმანული სოფლის, გილდენდორფის მაგალითზე ჩანს, როგორ მზადდება ეს მოვლენები. 

აქვე, უკრაინაში, ებრაულ ოჯახშია დაბადებული საბჭოთა მარქსისტი, რევოლუციონერი და თეორეტიკოსი, მოგვიანებით წითელი არმიის დამაარსებელი, ლევ ტროცკი (ნამდვილი სახელილევ ბრონშტეინი), რომელიც ამბობდა: „უკრაინული ქვანახშირის, რკინის მადნის, პურის, მარილის, შავი ზღვის გარეშე რუსეთი ვერ იარსებებს, ის გაიგუდება, და მასთან ერთად საბჭოთა ხელისუფლებაც და ჩვენც, თქვენთან ერთად“. ლევ ტროცკი ფილმის ერთერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია. მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის ტერიტორია, აქ მოყვანილი მოსავალი თუ ნედლეული, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები. მისი ბუნებრივი გადარჩევის თეორია ამბობს, რომ ბრძოლაში იმარჯვებს ყველაზე ადაპტირებული. არა საუკეთესო, არა უძლიერესი ან ყველაზე სრულყოფილი, არამედყველაზე ადაპტირებული. მისი დაუნდობელი მკვლელების ბანდები ტოტალური კონტროლის დამყარებას ლამობენ, ამბოხებულებსა და მათ მომხრეებს სასტიკად უსწორდებიან

აი, ასეთი ფიგურის საპირწონედ ფილმის ავტორებს გამოჰყავთ 9-10 წლის ბავშვები: ანტონი და იაშა. არც ერთისთვისაა ისტორიული სამშობლო უკრაინა და არც მეორისთვის, მაგრამ არსად წასვლა არ სურთ, მეგობრებს აქ უნდათ ერთად ყოფნა. ბევრი კითხვა აქვთ: რატომ ჰქვია ზღვას შავი, როცა ის მწვანეა, ან იქნებ მკვდარი ზღვაც ცოცხალია, ან რატომ არ უყვართ ებრაელები

ფილმის მხატვარია ვადიმ ფილიპოვი, დამდგმელი ოპერატორიკანადაში მცხოვრები მიხაილ პეტრენკო. მისი კამერა ქმნის საოცარ ფერწერულ ტილოს, სადაც ნაყოფიერი სტეპებისა და დაბლობების პეიზაჟები ჰორიზონტის ხაზთან ზეცას უერთდება. 

ზეცა ამ ფილმის მნიშვნელოვანი დეტალია. აქ ეძებენ სამოთხეს ანტონი და იაშა, რათა თავიანთი გარდაცვლილი ოჯახის წევრები დაინახონ.

 ფილმის დასაწყისშივე ვხედავთ ცას. ღრუბლებს აკვირდებიან პატარა ბიჭები:

აბა, იმას შეხედე.

ციხესიმაგრეს ჰგავს. 

არა, ურემს უფრო ჰგავს, იმ ურემს, რომელმაც ჩემი ძმა მოკლა. 

გენატრება ის? 

კი, კარგი ბიჭი იყო…. მამა ამბობს, რომ მოშე სამოთხეშია

არ ვიცოდი, ებრაელებისთვისაც თუ არსებობდა სამოთხე.

სამოთხე ყველასთვის ერთნაირია?….

თუ ებრაელებს თავისი სამოთხე აქვთ, იქ მე ვერ მოვხვდები და ეგ რა სამოთხეა, თუ მეგობრები არ იქნებიანამბობს ანტონი და წითელი სააღდგომო კვერცხებით უმასპინძლდება იაშას.

უფროსებთან ყველაფერი სხვაგვარადაათეთრები და ბოლშევიკები უპირისპირდებიან ერთმანეთს, ხალხი კი შუაში იჭყლიტება. როცა ბოლშევიკები ოდესიდან მიდიოდნენ, მთელი ნახირი წაასხეს, ბეღელი გადაწვეს, რათა თეთრებს არაფერი დარჩენოდათ. მათდამი ლოიალურად განწყობილი მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანეს და ყოველი მეხუთე დახვრიტეს. მალე ისინი აქაც, ფილმის გმირების სოფელში შემოვლენ. „ეს ჩვენი ომი არ არის“ – ამბობენ გერმანელები, მაგრამ მაინც იღებენ იარაღს ხელში. ამბოხებულმა კოლონისტებმა წინ წაიწიეს, ზოგან რკინიგზაც კი გადაკეტეს. ვითარებასთან გასამკლავებლად თვით ტროცკი ჩამოდის. „თუ ტროცკის დავიჭერთ, მარტო გერმანელებს კი არ გადავარჩენთ, ბოლშევიკური ჯოჯოხეთისგან მილიონობით ადამიანს ვიხსნით“ – ამბობს მღვდელი ფრიდრიხი, რომელიც ფაქტობრივად შეიარაღებულ წინააღმდეგობას ხელმძღვანელობს. ეს ის არაა, რაც მას, როგორც სასულიერო პირს ევალება და ფრიდრიხმა ყველაზე უკეთ იცის ეს. „თქვენსავით მეც იგივე ეჭვები მღრღნის, იმავე სიბრაზეს ვებრძვი, იმავე სასოწარკვეთასრომ ღმერთმა ყველა მიგვატოვა. ღმერთი გვცდის“ – ეუბნება თავისიანებს მოძღვარი. 

მაგრამ, როგორც სახარებაშია: „ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26.52).

შურისმაძიებელია ფრიდრიხი, ისევე, როგორც პატარა იაშას მამაებრაელი იოზეფ ჰოჰმანი, რომლის ცოლზეც იძალადეს და მოკლეს; ან ბოლშევიკი დორა, რომელსაც სისასტიკისა და დაუნდობლობის გამოეშმაკს კაბაშიეძახიან, მისი ასეთი სისასტიკე კი ბავშვობაში გადატანილი ტრაგედიიდან მოდის; ან მამის მკვლელობის გამო შურისმაძიებელი იოჰანი. ამიტომაც მარცხდება და კვდება ყოველი მათგანი. გადარჩება განსხეულებული ბოროტებალევ ტროცკი, რომელსაც შეუძლია ადაპტირდეს და შეეგუოს ყველაფერს, გულთან არაფერი მიიტანოს, არც სიყვარული იგრძნოს და არც სიძულვილი. ამასვე ურჩევს მის ძველ ნაცნობსმღვდელ ფრიდრიხს. „მეც შევეწყო გარემოს? მეც დაგემსგავსო? ღმერთი თავისი სიკეთით ნებას გვაძლევს, გზა აგვებნას და შეცდომები დავუშვათ. მაგრამ ის კი არ გადარჩება, ვინც ბატონობს, არამედ ის, ვინც მსახურობს. სიკვდილის თესლი არასდროს აღმოცენდება“ – პასუხობს მოძღვარი, რომელიც საბოლოოდ ვერ გაიმეტებს სასიკვდილოდ ტროცკის, რითაც განაჩენს გამოუტანს არა მხოლოდ საკუთარ თავს. მის გზას მომავალი არ აქვს. 

მომავალი ანტონის და იაშასია. ისინი ნახავენ ბორკილებდადებულ ლევ ტროცკის მიტოვებულ ნანგრევებში, რომელიც ბავშვებს ეტყვის, რომ მასწავლებელია, ჩეკისტებმა აწამეს და სასიკვდილოდ დატოვეს. რა თქმა უნდა, ბავშვები გაათავისუფლებენ მას. 

დედა, რა ჩავიდინეთ?“- კითხულობს ანტონი, როცა დედასთან და დასთან ერთად უკანმოუხედავად ტოვებენ იქაურობას და გერმანიაში მიდიან. „ადამიანი გადაარჩინეთ“ – პასუხობს დედა.

მერე გავიგებთ, რომ ანტონს მეორე მსოფლიო ომში უბრძოლია, იაშა კი საკონცენტრაციო ბანაკში ყოფილა, რადგან პატიმრის ნომერი აქვს ხელზე ამოტვიფრული. მაინც არ გახდნენ მტრები, არ დაივიწყეს ერთმანეთი, მთელი ცხოვრება ეძებდნენ და იპოვეს კიდეც. ისევ ის ცა აერთიანებთ, რომლის ფოტოც მრავალი წლის წინ შემთხვევით გადაიღეს ფოტოაპარატით, როდესაც გულუბრყვილო ბავშვები იყვნენ.

ფილმს შესანიშნავი მუსიკალური თანხლება აქვს (კომპოზიტორები: პატრიკ კენელი და მიროსლავ სკორიკი). ზედმეტი დრამატიზმისგან დაცლილი, მაგრამ სევდიანი, გულშიჩამწვდომი მელოდია არა მარტო ფილმში წამოჭრილ თემებზე გვაფიქრებს, არამედ გვახსენებს იმასაც, რომანტონიმისი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმი აღმოჩნდა, რომელიც 53 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა და ბოლომდე შეინარჩუნაბავშვობასაკუთარ თავშიც და შემოქმედებაშიც.

ქეთევან პატარაია

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *