ერთი დანაშაულის ამბავი

მოკლემეტრაჟიანი კინოს ერთ-ერთ ამოცანად გვევლინება ახალგაზრდა რეჟისორების წარმოჩენა. ეს ფორმატი აძლევს საშუალებას ავტორს, ფართო აუდიტორიას გააცნოს თავისი მხატვრული ენა, მიგნებები და შეხედულებები. მცირე ბიუჯეტით, ნაკლებ დროში მან შეიძლება შექმნას ისეთი ფილმი, რითაც თავი დაამახსოვროს კინოს მოყვარულებს. რაც უფრო ექსპერიმენტული იქნება ამგვარი კინოსურათი, მით უფრო მეტად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს კინოკრიტიკოსებისთვის. ქართველი კინორეჟისორები ბოლო პერიოდში მეტად გააქტიურდნენ …

ერთი დანაშაულის ამბავი წაკითხვა

პოლონეთიდან საქართველომდე

მოგონებები არასდროს ტოვებენ ადამიანებს. ისინი მხოლოდ ცოტა ხნით დავიწყებას მიეცემიან და შემდეგ უეცრად ისევ ზედაპირზე ამოდიან. ეს წარსულის ფრაგმენტები ხანდახან სასჯელია, ხანდახან საჩუქარი – გააჩნია რისი გახსენება სურს გონებას და ცხოვრების რა ნაწილი მიეცა დავიწყებას. მათ დრო და სივრცე არ აქვთ. წარსულში მომხდარი ამბები ცნობიერს არაცნობიერში გადააქვს და მის შემოკლებულ, შედარებით დამახინჯებულ ინფორმაციას იქ ინახავს. …

პოლონეთიდან საქართველომდე წაკითხვა

ნანა + სიმონი = ბედნიერი ოჯახი

უცხოეთში, კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერაზე დასწრება ძალიან ამაღელვებელი და დაუვიწყარი ამბავია, მითუმეტეს თუ ეს პრემიერა წარმატებული აღმოჩნდება. საბედნიეროდ, მსგავსი ფაქტების მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ორი ასეთი პრემიერა კინორეჟისორებს – ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს უკავშირდება. ასე იყო 2013 წელს, „ბერლინალეზე“, პირველი ჩვენება ფილმისა „გრძელი ნათელი დღეები“, რასაც მოჰყვა კინოჯილდოც და შემდეგი მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალი შესაბამისი პრიზებით, …

ნანა + სიმონი = ბედნიერი ოჯახი წაკითხვა

შევარდნიდან „ღორამდე“

კინოში ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა რეჟისორები ფილმებში ათამაშებენ არაპროფესიონალ მსახიობებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს ხელწერა იყოს, ზოგჯერ კი – უბრალოდ, გონებაში შექმნილი პერსონაჟის ხორციელ გამოვლინებას ხედავენ მათში. ხშირად, ფილმის წარმატების პარალელურად, ეს მსახიობებიც რჩებიან კინოს ისტორიაში, მათ მიერ განსახიერებული როლების გამო. ასეთი მომავალი შეიძლება ვუწინასწარმეტყველოთ მახო (ბაბუ) ხუციშვილს, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა გიგა ლიკლიკაძის ფილმში „ღორი“ …

შევარდნიდან „ღორამდე“ წაკითხვა

„ჰეი, მამაჩემო, მითხარი, სადა ხარ?“

დიდი ხანია წავიდა ის დრო, როდესაც ახალი ქართული ფილმის ეკრანებზე გამოსვლა განსაკუთრებული მოვლენა ხდებოდა. დაწყებული თბილისიდან, სადაც ოცზე მეტი კინოთეატრი იყო, დამთავრებული მაღალმთიანი სოფლებით, სადაც ფუნქციონირებდა მოძრავი კინოდანადგარი, რომელიც მანქანით (დიდთოვლობისას კი – ურმით) აჰქონდათ მომლოდინე მაყურებლისთვის. დღეს ახალი ფილმის პრემიერა წარმატებულად ჩაივლის ხოლმე დედაქალაქის ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი კინოდარბაზებიდან რომელიმეში, მოივლის უცხოეთის კინოსაფესტივალო ეკრანებს …

„ჰეი, მამაჩემო, მითხარი, სადა ხარ?“ წაკითხვა

გაქცევა მარტოობიდან თუ მისი მუდმივი ძიება

არის თემები, რომლებსაც კინოს შემქმნელები მისი დაარსების დღიდან იყენებენ, რასაც ბევრმა ბანალურიც კი შეიძლება უწოდოს. მათ შესახებ არაერთი ფილმია გადაღებული. ესენია – ურთიერთობის დეფიციტი, საკუთარი „მეს“ მუდმივი ძიება, გაუგებრობები, სკანდალები. ეს არის ის, რასაც ყოველდღე აწყდება საზოგადოება და ზოგჯერ ვერც ამჩნევს, რის დაფასებასაც წყვეტს ადამიანი და რა დროსაც კარგავს საკუთარ თავს. მსგავსი თემები მარადიულია და, …

გაქცევა მარტოობიდან თუ მისი მუდმივი ძიება წაკითხვა

გაცრეცილი სიყვარული

სიყვარული მარადიული გრძნობა არ არის. ის დროთა განმავლობაში იცრიცება და ოჯახური პრობლემების ჭაობში იკარგება. ცდილობენ ხოლმე ადამიანები ურთიერთობის გადარჩენას, მაგრამ, ხანდახან, ყველა მცდელობა კრახით მთავრდება. საერთოდ, რა არის ან როგორია სიყვარული? ალბათ, ელდარ შენგელაიას ფილმის, „შერეკილები“ პერსონაჟი, ქრისტეფორე მგალობლიშვილი მის დასაცავად იტყოდა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, მაგრამ, ზოგჯერ, ასე საერთოდ არც არის. ის …

გაცრეცილი სიყვარული წაკითხვა

ხარაგაული გოდოს მოლოდინში

დიდი ამბიციები, მასშტაბური პროექტები, სოფლის მოსახლეობა, მთავრობის არასწორი ნაბიჯები და დაუსრულებელი  მოლოდინი. ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში, „გვირაბი“ (2019) არის ცხადი მტკიცებულება იმისა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ არის. „გვირაბი“ ხარაგაულის რაიონში, მოლითის სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დაუსრულებელ ციკლს ასახავს. მთავრობისა და „საქართველოს რკინიგზის“ ეს მასშტაბური და პომპეზური პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დღის წესრიგს …

ხარაგაული გოდოს მოლოდინში წაკითხვა

მოგზაურობა სიბნელეში

  „ბოროტმოქმედი“ – ასე ჰქვია დიმიტრი მამულიას ფილმს, რომელიც გადაღებულია 2019 წელს. რეჟისორი სათაურით უკვე ქმნის განწყობას და მოლოდინს. მთავარი გმირი ავტორის მიერ იდენტიფიცირებული და შერაცხულია ბოროტმოქმედად. კეთილისა და ბოროტის ჭიდილში მხარე გარკვეულია. მაყურებელმა წინასწარ იცის, ვისთან ექნება საქმე. ბოროტებასთან შესახვედრად მას დიდხანს ლოდინი არ უწევს. ფილმი იწყება მკვლელობის ეპიზოდით, რომლის მოწმეც მთავარი გმირი გიორგი …

მოგზაურობა სიბნელეში წაკითხვა

ის უხილავი ძალა, რომელიც გვაკონტროლებს

ეკრანიზაციები ყოველთვის განსაკუთრებულად იპყრობდა მაყურებელთა ყურადღებას და დღესაც ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობს კინოაუდიტორიაში. ეს ლოგიკურიცაა – ადამიანებს აინტერესებთ ის, თუ როგორ შეძლებენ რეჟისორები მათი საყვარელი რომანების, მოთხრობების, პერსონაჟების თავგადასავლების ეკრანზე ასახვას. მაყურებელში ამდენად დიდი მოლოდინებიდან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟისორსა და მის გადამღებ ჯგუფს, ვინაიდან მეტია კრიტიკა ფილმის მიმართ …

ის უხილავი ძალა, რომელიც გვაკონტროლებს წაკითხვა