ის უხილავი ძალა, რომელიც გვაკონტროლებს

ეკრანიზაციები ყოველთვის განსაკუთრებულად იპყრობდა მაყურებელთა ყურადღებას და დღესაც ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობს კინოაუდიტორიაში. ეს ლოგიკურიცაა – ადამიანებს აინტერესებთ ის, თუ როგორ შეძლებენ რეჟისორები მათი საყვარელი რომანების, მოთხრობების, პერსონაჟების თავგადასავლების ეკრანზე ასახვას. მაყურებელში ამდენად დიდი მოლოდინებიდან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟისორსა და მის გადამღებ ჯგუფს, ვინაიდან მეტია კრიტიკა ფილმის მიმართ …

ის უხილავი ძალა, რომელიც გვაკონტროლებს წაკითხვა

მცირედი მსხვერპლი პირადი სამოთხისათვის

ადამიანის ცხოვრება ბევრი დაბრკოლებით, უიმედობით, სირთულეებითა და ხშირი დაღმასვლებით არის სავსე. მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, რაიმე ღირებულის შექმნას, ან თუნდაც წარმატების მოპოვებას, ან, იქნებ, უბრალოდ, ბედნიერად ცხოვრებას. სამყარო ძალიან მრავალფეროვანია, ასეთივე მრავალფეროვნები არიან ადამიანებიც, თავიანთი ინდივიდუალური ხასიათით, ინდივიდუალური სურვილებითა და მისწრაფებებით. განსხვავებულია ასევე თითოეულის დამოკიდებულება მიზნებისა და გეგმებისადმი. ყველას გვაქვს ოცნება, მაგრამ …

მცირედი მსხვერპლი პირადი სამოთხისათვის წაკითხვა

საკუთარი სიზმრის ტყვეობაში

დავით ჭადაშვილის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმში, „სემი“ (2021) საკმაოდ უცნაური ამბავია ნაჩვენები: მთავარი პერსონაჟი, სემი (ვახტანგ ვახტანგაძე), რომლის სახელსაც მისი ცოლისგან (მარია გიორგობიანი) ვიგებთ, დიდ გასაჭირშია ჩავარდნილი – მას გაღვიძება არ შეუძლია. იგი რამდენჯერმე იღვიძებს, თუმცა არცერთი არაა რეალური, რადგან ყოველი მათგანი სიზმარია. თავდაპირველად, ეს სიზმრები შედარებით მოკლეა, ხოლო შემდეგ ამ „ზმანებების“ ხანგრძლივობაც იზრდება.პერსონაჟი ჩვეულებრივად აღიქვამს, …

საკუთარი სიზმრის ტყვეობაში წაკითხვა