მოწყალე ღმერთი ერთია
„არსებობს სამი ტიპის აზროვნება: მეცნიერული, რელიგიური და პოეტური. მითები, ჩემი თვალსაზრისით, მოიცავს აზროვნების სამივე ასპექტს. აქედან გამომდინარე, მითოლოგიური აზროვნების მოდელი, სამყაროს შეცნობის უნივერსალური ფორმაა“ – ამ ციტატას ერთ-ერთი პერსონაჟი კითხულობს ფილმში „ნამე“ (2017) და სრულად გასაგებს ხდის ფილმის მხატვრული ენის თავისებურებას. რეჟისორი ზაზა ხალვაში თავის ნამუშევარში სამყაროს შეცნობის სამივე ტიპს აერთიანებს. რელიგია შემოდის რწმენის კატეგორიით, …