„ჰეი, მამაჩემო, მითხარი, სადა ხარ?“

დიდი ხანია წავიდა ის დრო, როდესაც ახალი ქართული ფილმის ეკრანებზე გამოსვლა განსაკუთრებული მოვლენა ხდებოდა. დაწყებული თბილისიდან, სადაც ოცზე მეტი კინოთეატრი იყო, დამთავრებული მაღალმთიანი სოფლებით, სადაც ფუნქციონირებდა მოძრავი კინოდანადგარი, რომელიც მანქანით (დიდთოვლობისას კი – ურმით) აჰქონდათ მომლოდინე მაყურებლისთვის. დღეს ახალი ფილმის პრემიერა წარმატებულად ჩაივლის ხოლმე დედაქალაქის ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი კინოდარბაზებიდან რომელიმეში, მოივლის უცხოეთის კინოსაფესტივალო ეკრანებს …

„ჰეი, მამაჩემო, მითხარი, სადა ხარ?“ წაკითხვა

თბილისი-ბრაიტონი

კარგია, როდესაც კინორეჟისორი თანამოაზრეებთან ერთად აკეთებს ფილმს. ლევან კოღუაშვილის შემთხვევაში, თანამოაზრე, პირველ რიგში, ბორის ფრუმინია – რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, პედაგოგი, რომელმაც კინორეჟისურა შეასწავლა მას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თიშის ხელოვნების სკოლის მაგისტრატურაში. ფრუმინი სცენარის თანაავტორია კოღუაშვილის ფილმების: “ქუჩის დღეები“ (2010), „შემთხვევითი პაემნები“ (2013) და სცენარისტია ფილმისა, „მეოთხე ბრაიტონი“ (2021). ასეთივე თანამოაზრე ჰყავს კოღუაშვილს კოტე ჯაფარიძის სახით, რომელიც …

თბილისი-ბრაიტონი წაკითხვა

უარყოფილი უარყოფითები – მსჯელობა ფილმზე და არა მხოლოდ

„თან არსებობენ და თან არ არსებობენ“- ასე უხსნის ნიკას დაჩი, რა არის უარყოფითი რიცხვები. ნიკა და დაჩი არასრულწლოვანთა კოლონიის პატიმრები არიან ისევე, როგორც იქ მყოფი მათი თანატოლები – საზოგადოებისაგან და, ზოგჯერ, ოჯახისაგანაც კი უარყოფილები. „უარყოფითი რიცხვები“ (2019) უტა ბერიას ფილმია, რომელსაც პროექტის, „კინო სკოლაში“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უჩვენებენ ბავშვებს და შემდეგ საუბრობენ მასზე. კარგი …

უარყოფილი უარყოფითები – მსჯელობა ფილმზე და არა მხოლოდ წაკითხვა

თხრობა დროსა და სივრცეში

ღამეა. რამო და მახო სარკინიგზო რელსს იპარავენ, ჩქარობენ…შალვა სოყურაშვილის კინოკამერა ნერვიულად მიყვება მათ მოძრაობას. ეს კამერა ფილმის ერთ-ერთი მოქმედი გმირია, რომელიც ხან სხვა პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას გადმოსცემს, ხან ობიექტური მთხრობელია და ხანაც გაირინდება ხოლმე და გაიძულებს, რომ შენც აღმოაჩინო ახალი დეტალები თითქოს უკვე ნაცნობ გამოსახულებაში, ჩაიძირო მასში.რეჟისორმა გიგა ლიკლიკაძემ მხატვრული ფილმი „ღორი“ 2019 წელს გადაიღო. …

თხრობა დროსა და სივრცეში წაკითხვა