კუნძული მშვიდობისა და ომის საზღვარზე

გაზაფხულის მშვიდ და მშვიდობიან დილით, როდესაც არაფერი არღვევს მყუდროებას და ახალი ნათელი დღე იწყება, მდინარის კალაპოტში მოქცეულ დაუსახლებელ პატარა კუნძულს – „არავის მიწას“ სახედაღარული მოხუცი გლეხი, შვილიშვილთან ერთად, ძველი ნავით მიადგება. ნაპირზე გადასვლისთანავე, კაცი მიწას გემოს უსინჯავს, თითებით სრესს და ტალახში ჩაფლულ მუნდშტუკს პოულობს. ვიღაცის დანატოვარს. გოგონას კი, საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, ნაჭრის თოჯინა მიაქვს და …

კუნძული მშვიდობისა და ომის საზღვარზე წაკითხვა

სიკეთეზე, რწმენასა და სასწაულებზე 

თუ გადავხედავთ ქართულ კინოს (და არა მხოლოდ), ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილია იმისთვის, რომ მაყურებელი გაერთოს, დაისვენოს იმ მოკლე პერიოდში, რაც ეკრანს შესცქერის და აღარ იფიქროს რეალობაზე, მაგრამ კინო, ხომ არა მხოლოდ გასართობი, არამედ საგანმანათლენლო საშუალებაცაა. ხელოვნების არცერთ სხვა დარგს არ აქვს ისეთი ძლიერი გავლენა ახალგაზრდობის მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებაში, როგორც კინოს. მას, როგორც ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებრივ …

სიკეთეზე, რწმენასა და სასწაულებზე  წაკითხვა

ხედი მოულოდნელ დასასრულზე

დრამატურგიული მოულოდნელობის რამდენი მოცემულობაც არ უნდა არსებობდეს, რამდენჯერაც არ უნდა ვცადოთ კინოს ჩვეულ, თხრობით რიტმში წარმოუდგენელი გარდატეხის შეტანა, მაინც, ყოველ ჯერზე, ეს იქნება მომხდარის შინაარსის მნიშვნელობაზე დამოკიდებული რეაქცია და არა უბრალოდ კითხვის დასმის სურვილი „რა მოხდა?“… არადა, ეს კითხვაა სწორედ პირველი, რაც გაოგნებულ და მოულოდნელობით ტრამვირებული მაყურებლის რეაქციას განასახიერებს.  „10:45“ (2021) – ასეთი სათაური აქვს …

ხედი მოულოდნელ დასასრულზე წაკითხვა

რატომ კვდებიან სახელმწიფო მოხელეები

ერთმა მოხელემ (ჩინოვნიკმა) საოპერო სპექტაკლზე ყოფნისას, უეცრად დააცემინა. შხეფები მის წინ მჯდომ ხანშიშესულ მელოტ კაცს შეესხა. მოხელემ ძალიან განიცადა, რადგან მასში თანამდებობის პირი ამოიცნო და მრავალჯერ მოუბოდიშა. შემდეგ, საგანგებოდ ესტუმრა და პატიება სთხოვა. თავმობეზრებულმა მოხუცმა (რომელიც მოხელის უშუალო უფროსი არ იყო) ბოლოს უხეშად უპასუხა. მოხელემ ეს მდგომარეობა ძალიან განიცადა და „მოულოდნელად“ მოკვდა. ასეთია ანტონ ჩეხოვის …

რატომ კვდებიან სახელმწიფო მოხელეები წაკითხვა

შიში, რომელიც ცოცხალ პერსონაჟად გარდაიქმნა

უამრავი კატასტროფა და უბედურება, გამოუძიებელი საქმე, რომელიც ამოუცნობ მოვლენად დარჩა, რა თქმა უნდა, იზიდავს დოკუმენტური კინოს რეჟისორებს, მათ ინტერესს. სინამდვილის ძიება სრულიად განსხვავებული დოკუმენტალიზმის სტილსა და თხრობით ფორმას მოითხოვს, ხოლო ფილმი, რომელიც ამოუცნობ კატასტროფაზე გვესაუბრება, წარმოსახვის და რეალობის შედეგის ნახვას ისახავს მიზნად. ტელე და კინომაყურებელი, თანამედროვე დოკუმენტურ კინოში მიეჩვია იმას, რომ მას ხშირად სთავაზობენ დამოუკიდებელ …

შიში, რომელიც ცოცხალ პერსონაჟად გარდაიქმნა წაკითხვა

ოჯახური ვალდებულებები

სიბერე თავისი გარდაუვალი გაჭირვებით მარადიული თემაა, რომელსაც კინოში საკმაოდ ხშირად ეხებიან და არსებობს არაერთი კინემატოგრაფიული შედევრი, რის გამოც მსგავს თემატიკაზე ახალი ნამუშევრის შექმნა საკმაოდ სარისკოა, თუნდაც ფილმი კარგად იყოს გადაღებული, პრობლემის მასშტაბურობა თითქმის ყველა მაყურებელს ეხება, შესაბამისად, იგი მეტად განხილვადი ხდება. თორნიკე ბზიავას ფილმი, „ბუდე“ (2011) ასახავს მამა-შვილის უჩვეულო ურთიერთობებს. ერთ დროს გამოჩენილ ქიმიკოსს ხანდაზმულობაში …

ოჯახური ვალდებულებები წაკითხვა

მარადისობით მოწამლულები

ქართული დოკუმენტური კინოს სიკეთეც და საგნების თუ არსებულის დღეისათვის აუცილებელი, ღრმა ხედვა, ალბათ, იმდენად საჭიროა თანამედროვეობისთვის, როგორც იმედი. იმედი არა უკეთესი მომავლისა, არამედ იმისა, რომ ნამდვილი სიცოცხლე მხოლოდ ოცნების ყველაზე პატარა, გულწრფელ მარცვალში იბადება და იზრდება. ჯერ კიდევ საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში, ქართულ დოკუმენტურ კინოს, ძიებისა და აღმოჩენის სხვადასხვა, მოულოდნელი სფეროები ჰქონდა მოცული, რაც მის მრავალფეროვან …

მარადისობით მოწამლულები წაკითხვა

ცარიელი ადგილი

მშობელი ის ადამიანია, რომელიც ბავშვს მუდამ გვერდით უნდა ჰყავდეს. სამყარო ძალიან მკაცრია იმ პიროვნებების მიმართ, რომლებსაც მხოლოდ დედა ან მამა ზრდის. მათ ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ, აქვთ შეგრძნება, თითქოს საკმარისი არ არიან სხვებისთვის. ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მწვავდება და აჩენს სიცარიელეს. ამ სიცარიელის შევსებას ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ. რეჟისორ დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიან ფილმს, „მამა“ …

ცარიელი ადგილი წაკითხვა

აფხაზეთიდან წყალტუბოში მიმავალო ქარო…

აფხაზეთი საქართველოს უახლესი ისტორიის, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული და დღემდე მოუგვარებელი ნაწილია, პრობლემაა, უშუალოდაც და შედეგებით. სოციალური თუ პოლიტიკური ასპექტის პარალელურად, სწორედ აქედან გამომდინარე, ქართულ ხელოვნებაშიც, დღემდე ერთ-ერთი მთავარ და თანადროულ თემად რჩება. აფხაზეთის პრობლემით, დაკარგული ტერიტორიებითა და, ზოგადად, და მასთან სხვადასხვა გზით დაკავშირებული ადამიანების ხვედრით ახალგაზრდებიც (თაობა, რომელიც ომს აფხაზეთში უშუალოდ არ მოესწრო) ინტერესდებიან – …

აფხაზეთიდან წყალტუბოში მიმავალო ქარო… წაკითხვა

ნეტავ რა იქნებოდა

ადამიანები ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი იმპულსურად მოძრაობენ, შედეგებზე არ ფიქრობენ და ხანდახან არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე. მერე ნანობენ და, იგივე შეცდომების დაშვებით, ისევ თავიდან იწყებენ ყველაფერს. ზოგს ჰყოფნის გამბედაობა და ახალ ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან იწყებს, ზოგი კი წარსულს ვერასდროს ეშვება და უკეთესი ცხოვრების იმედად არარსებულ ილუზიებს იქმნის. გიორგი ვარსიმაშვილის მხატვრული ფილმი, „აუხდენელი …

ნეტავ რა იქნებოდა წაკითხვა