არა უშავს

გულგრილობა დანაშაულია, ყველაფერი კი რაც მის შემდეგ მოდის, სასჯელი. ადამიანები იბრძვიან ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ და როცა რამდენჯერმე მაინც მარცხდებიან, დანებებას იწყებენ. ისინი ეგუებიან იმ ყოფას, რომელშიც ცხოვრობენ, მოჩვენებითი ბედნიერებით აგრძელებენ არსებობას. ყველაფრის მიზეზი და მთავარი პრობლემა ადამიანის შემგუებლობითი მდგომარეობაა. მას შეუძლია ყველაფერთან ადაპტირდეს, მცირედითაც კი დაკმაყოფილდეს, ოღონდ აღარ დამარცხდეს. სამყარო საშიში ადგილია საცხოვრებლად არა […]

არა უშავს Read More »

ნახატი, მოთხრობა და ფილმი ერთ ნამუშევრად

კინო სწორედ იმიტომაა უნიკალური ხელოვნებაა, რომ მას შეუძლია რამდენიმე განსხვავებული დარგის ერთ მთლიან ფორმაში გაერთიანება. ლალი კიკნაველიძის „კახეთის მატარებელი“ (2019) ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მედიუმმა ერთმანეთი არ ჩაანაცვლოს, არამედ გააგრძელოს და გაამდიდროს. ეს ფილმი აერთიანებს ფიროსმანის მხატვრობის, ლიტერატურული პირველწყაროსა და კინოს უნიკალურ შესაძლებლობებს. ის არამხოლოდ გადმოსცემს ადამიანის ტკივილს

ნახატი, მოთხრობა და ფილმი ერთ ნამუშევრად Read More »

ზღვა, ფიცი და მუჰაჯირობის მარადიული ჩრდილი

არსებობს ტკივილები, რომლებსაც დრო ვერ კურნავს. ისინი მხოლოდ სიჩუმეში იკარგებიან, ფერმკრთალდებიან და დროდადრო ნემსებივით ერჭობიან ადამიანების სხეულებს. კოლექტიური ტრავმებიც ასე ქრება, ჩვენგან მალულად თაობიდან თაობას შორის, სრულიად დაცლილი ემოციებისგან. განა ბევრს ახსოვს იძულებით გადასახლების კატასტროფა, მუჰაჯირობა, რომელმაც თან გაიყოლა ათასობით ადამიანის ბედი, მომავალი და ბედნიერება? თუმცა ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ვერ გაექცევიან ამ ტრავმებს, რომლებიც

ზღვა, ფიცი და მუჰაჯირობის მარადიული ჩრდილი Read More »