ამბავი მამათა და შვილთა

„მამაშენს ალცჰაიმერი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოუვლის. არც კი ახსოვს, რომ მისი შვილი ხარ…“ – ეუბნებიან ნადერს, ასღარ ფარჰადის სულისშემძვრელი დრამის, „ოსკაროსანი“ ირანული ფილმის, „განქორწინება“ (2011) მთავარ პერსონაჟს. მამაკაცი, რომელიც ავადმყოფ მამას არ ტოვებს და მისი ბანაობისას ბავშვივით ტირის, ასე პასუხობს: „მე ხომ მახსოვს, რომ მამაჩემია…“ . არაა გამორიცხული, რომ ათასში ერთხელ ნადერს შეიძლება …

ამბავი მამათა და შვილთა წაკითხვა

ზეციური სამარადჟამო თეატრის მოლოდინში

„იცით, ეს ჩემი ცხოვრებაა! და ყოველთვის იქნება! სხვა არაფერი! მხოლოდ ჩვენ, და კამერები, და ის შესანიშნავი ხალხი უკან, სიბნელეში!…“ – ამ დრამატული სიტყვებით ჩამოდის ფილმ ,,სანსეტ ბულვარში“ კიბეებზე ნორა დესმონდი, რომელსაც პოლიცია და ჟურნალისტები სცენარისტ ჯოუ გილისის მკვლელობისთვის აკითხავენ სახლში. რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი და კინოსამყაროში, გარდასულ დროთა ჟამსა და ძველ დიდებაში ჩარჩენილი უხმო კინოს მსახიობი …

ზეციური სამარადჟამო თეატრის მოლოდინში წაკითხვა

მითოსი ტექნოგენეზის ხანაში

ყველას გვაქვს განსაკუთრებული ფილმების სია. მათი ნახვისას იღებ ესთეტიკურ-ფილოსოფიურ შოკს და გრჩება შთაბეჭდილება, რომელიც წლების განმავლობაში აგრძელებს შენში ცხოვრებას და ილექება შენივე ცნობიერების აკლდამაში, შენი ნაწილი ხდება და არასდროს გავიწყდება. დრო გადის, სხვა, ახალ ფილმებსაც ნახულობ, მაგრამ ასეთი ფილმების გავლენას, ციტირებასა თუ უბრალო პარალელს სხვა ნამუშევრებშიც პოულობ და ამით ისინი ერთგვარი კულტურული საზომი და სტანდარტი …

მითოსი ტექნოგენეზის ხანაში წაკითხვა

როგორ ,,მოვაწყოთ“ იდეალური კორუფცია

2022 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში აჩვენეს სტუდენტური ანიმაციური ფილმი, ,,ცათამბჯენი“ (2020), რომელმაც ჩემთვის ფავორიტ ნამუშევართა სიაში ადვილად დაიკავა თავისი ადგილი. იშვიათად მომწონებია პატარა კინემატოგრაფიული ამბავი, რომელიც სათქმელს ასე ლაკონიკურად, მრავლისმთქმელად და შთამბეჭდავად ამბობდეს. მითუმეტეს კი, ისეთ მარადიულ ადამიანურ მანკიერებასა და, სამწუხაროდ, დაუძლეველ პრობლემაზე, როგორიც კორუფციაა. ,,ანიმაციას შეუძლია ახსნას ნებისმიერი რამ, რისი წარმოდგენაც …

როგორ ,,მოვაწყოთ“ იდეალური კორუფცია წაკითხვა

ლიფტიდან დანახული ცხოვრება

კინო დაბადების პირველივე დღეებიდანვე ცდილობდა (და ცდილობს) თავისი მთავარი „ამოცანის“ რეალიზაციას – თვითმყოფადი და ორიგინალური აუდიოვიზუალური ხერხებით ამბის საინტერესოდ მოყოლას. ლოგიკურია, რომ არსებობის პერიოდში კინემატოგრაფიული თხრობისა და გადმოცემის ხერხებმა, ფორმებმა და შინაარსმა ფართომასშტაბიანი განვითარება და ტრანსფორმაცია განიცადა. უჩვეულო ისიც არაა, რომ ფილმების მთავარი გმირები, რომლებიც არა მარტო ექცევიან ყურადღების ცენტრში, არამედ თავადაც ხდებიან „მთხრობელნი“, არა …

ლიფტიდან დანახული ცხოვრება წაკითხვა

ოჯახური პორტრეტი დაბადების დღის სამზადისში

მერაბ კოკოჩაშვილის სტუდენტურმა კინოსარეჟისორო სახელოსნომ გააერთიანა საინტერესო პოტენციალის ახალგაზრდები, რომელთა ნამუშევრებში იკითხება ყოველდღიური, ერთი შეხედვით, ბანალურ ამბებსა და სივრცეებში იმ ნაპერწკლის, ესთეტიკის, სილამაზისა და, თუნდაც, ღირებულის დანახვის მცდელობა, რაც დაგვაფიქრებს გარშემო მყოფ მოვლენებზე და არათუ სხვანაირად დაგვანახებს მათ მნიშვნელობას, შეიძლება პატარა ცხოვრებისეული რჩევაც კი მოგვცეს.ილია ასიტაშვილის ფილმი, „სამზადისი“ სწორედ ამას გვთავაზობს – თანამედროვე ოჯახში, კონკრეტულად …

ოჯახური პორტრეტი დაბადების დღის სამზადისში წაკითხვა