უბედურების მიზეზი – მიზანს აცდენილი ტყვია

ხათუნა ვაშაძის სადებიუტო კინოსურათი, „ტყვია“ (2022) საკმაოდ მრავლისმთქმელი და დასამახსოვრებელია, რომელიც უტოვებს მაყურებელს საფიქრალს. იგი აჩვენებს სასტიკ სამყაროს, სადაც ერთმა უნებლიე ქმედებამ შეიძლება მთელი ცხოვრება გაანადგუროს. როდესაც პიკნიკზე მყოფ პატარა ბიჭს ბრმა ტყვია ხვდება, ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ნადგურდება, ოდესღაც იდეალური არსებობა წამებად იქცევა. მამა ცდილობს როგორმე გადარჩინოს ოჯახი, დედა გლოვობს, პოლიცია კი უძლურია, არც ერთი …

უბედურების მიზეზი – მიზანს აცდენილი ტყვია წაკითხვა

საიდან მოდის მატარებელი

ხელოვნების სხვადასხვა დარგს თავისი გამომსახველობითი საშუალებები აქვს. მხატვრობა ვიზუალურ ფორმებს იყენებს, ლიტერატურა – სიტყვებს, კინო კი – ერთსაც და მეორესაც (და, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ სხვასაც). საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ გადადის ერთი და იგივე სათქმელი, თემა, ხელოვნების ერთი დარგიდან მეორეში ან როგორ ხდება ერთი დარგის ნაწარმოები შთამაგონებელი ხელოვნების მეორე (ზოგჯერ კი მესამე) დარგის …

საიდან მოდის მატარებელი წაკითხვა

სოციალური სტიგმა, როგორც გამორჩეულობის საფრთხე

კინოხელოვნება თავისი მრავალმხრივი გამომსახველობითი საშუალებებით რეჟისორს სთავაზობს სხვადასხვა შესაძლებლობას, მაყურებლამდე მიიტანოს თავისი სათქმელი ამა თუ იმ ფორმით. თუ როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას თავად რეჟისორი, ეს უკვე მის ნიჭზეა დამოკიდებული. ორიგინალური ხედვა, თხრობის გამორჩეული სტილი, აქტუალური თემატიკა და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს ფილმის წარმატებას. ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს ფილმის ნარატივიც, თუ როგორ ვითარდება ესა თუ …

სოციალური სტიგმა, როგორც გამორჩეულობის საფრთხე წაკითხვა

ვთამაშობთ ლოტოს

იგავი ლიტერატურასა და კინოში მეტყველი, გამომსახველი და მრავალშრიანი ფორმაა, რომელიც გამორიცხავს მკითხველზე/მაყურებელზე იდეურ-კონცეპტუალურ თუ მიზანმიმართულ ძალადობას და სტანდარტული ჩარჩოების, მკაცრად დადგენილი ნორმების გარეშე იწყობა. იგი არღვევს სტერეოტიპებს, მათგან სრულიად დისტანცირებულია და საკუთარი, შინაგანი წესებით იმართება. თანამედროვე იგავის ფორმა კიდევ უფრო თავისუფალი და გახსნილია. შეიძლება ნებისმიერ ჟანრს მოერგოს და მაინც დარჩეს თავისუფალი. ამავე დროს, არ დაკარგოს …

ვთამაშობთ ლოტოს წაკითხვა

დაუბრუნდე ცხოვრებას

როცა მშობელს კარგავ, ობოლი ხდები, თუ მეუღლეს – ქვრივი, მაგრამ როცა ბავშვი კვდება, ეს იმდენად საშინელია, რომ ხალხმა ამას სახელიც კი ვერ მოუძებნა. ძნელია ამ ტრაგედიის ანალოგის პოვნა და მშობლის ადგილას თავის წარმოდგენა. თინათინ ემირიძე თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით, „შავი ზღვა“ (2021) ცდილობს მაყურებლამდე მიიტანოს ამ ტრაგედიის სრული სიღრმე და მასშტაბურობა. ეს არის ამბავი ოჯახზე, რომელმაც …

დაუბრუნდე ცხოვრებას წაკითხვა

ციხიდან გასასვლელი ბილეთი

ციხე არის ადგილი, რომელშიც შენი, როგორ პიროვნების, სიტყვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის, ციხის უფროსის ხელშია და სწორედ ის აკონტროლებს, რა მოხდება კედლების შიგნით. სუსტები იშვიათად თუ გადარჩებიან, ძლიერები ციხის მაყურებლები ხდებიან და მთელი მათი იქ ყოფნის მანძილზე სწორედ ციხის უფროსს ექვემდებარებიან ხოლმე. თავისუფლება ციხის კარის წინ მთავრდება. გისოსები მარწუხებივით ეკრობა ადამიანს …

ციხიდან გასასვლელი ბილეთი წაკითხვა

მშობლიური „მეტალურგი“

თბილისის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე ქართული კინოპროგრამა, შეიძლება ითქვას, ყველაზე სუსტი იყო ამ ფესტივალის ისტორიაში, თუმცა იყო „მარგალიტები“, რომლებმაც თავი გამოიჩინეს და საოცარი ემოციებით აღჭურვეს მაყურებელი. ასეთი გამორჩეულად კარგი ფილმი იყო გიორგი ვარსიმაშვილის და ჟან ნუშის კინოსურათი, „სასტუმრო „მეტალურგი“ (2023), რომელიც მოგვითხრობს წყალტუბოში, სასტუმრო „მეტალურგში“ შესახლებულ, აფხაზეთიდან დევნილ ადამიანებზე, რომლებისთვისაც 30 წლის მანძილზე ეს შენობა მშობლიურ …

მშობლიური „მეტალურგი“ წაკითხვა

რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს

ყველა დროსა და პერიოდში (რასაც და „ამგვარობას“, დროის დინებასთან ერთად, ისტორიული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა, ლოკალური თუ არალოკალური, პროცესები განსაზღვრავენ), ხელოვნებაშიც ახალი სტილური, მხატვრული ძიებები, გამოხატვის ახალი ფორმების ჩამოყალიბება იწყება, ახალი მიმართულებები, მიმდინარეობები ჩნდება და ახალი ტენდენციები მკვიდრდება. ბოლო ათწლეულის ქართულ კინოშიც იგივე ხდება. ახალი თემატიკისა და პრობლემების მომცველი, რეალობის ახალ ჭრილში, ახალი რაკურსით …

რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს წაკითხვა

მშვენიერი და სანახაობრივი

როდესაც რეჟისორები მრავალმხრივი იდეის გამოსახატავად ეძებდნენ უნიკალურ ტექნიკასა და საავტორო სტილს, სწორედ ამ დროს შეიქმნა იგავური თხრობა კინოში. ადგილისა და დროის დაუკონკრეტებლად, შეფარვით, ისე რომ ერთ პერსონაჟში მრავალი ადამიანის სახე ასახო, არ აწყენინო არავის და, ამავდროულად, გააკრიტიკო ყველა. ამის მშვენიერი მაგალითია თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი, „მოქალაქე წმინდანი“ (2023) – ფილოსოფიური იგავი რწმენაზე, შიშზე, ადამიანებსა და მათ …

მშვენიერი და სანახაობრივი წაკითხვა

გაქცევა, რომელიც თავისუფლებას არ ჰგავს

თავისუფლება რთულად მოსაპოვებელი მდგომარეობაა. ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ამ მდგომარეობაში ყოფნას ცდილობენ. მათ ეს ხან გამოსდით, ხან არა. ხშირად სახელმწიფო წყობა პიროვნებებს რთულ სიტუაციაში არსებობას აიძულებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში მოქალაქეები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ და ეგონათ, რომ ყველაფერი, რაც ევროპიდან მოდიოდა, ცუდი და მიუღებელი იყო. სახელმწიფო თვალს უხვევდა ადამიანებს. ისინი სიცოცხლეს აგრძელებდნენ ქვეყანაში, სადაც სახარება და …

გაქცევა, რომელიც თავისუფლებას არ ჰგავს წაკითხვა