ადამიანებად შეუმდგარი არსებები

თანამედროვე კონსუმერულმა საზოგადოებამ XXI საუკუნეში გაუცხოება არა მხოლოდ გააღრმავა, არამედ მას ახალი, თითქმის შეუმჩნეველი ფორმები მიანიჭა. ეს პრობლემა ისტორიულად ძველია, თუმცა დღევანდელ ყოფაში – ტექნოლოგიური პროგრესისა და მოხმარებაზე ორიენტირებული ცხოვრების ფონზე – გაუცხოება ყოველდღიურობის ორგანულ ნაწილად იქცა. ადამიანი აღარ არის მხოლოდ მარტო, ის სისტემურად იზოლირებულია. სწორედ ამ სულიერი კრიზისის დიაგნოსტიკა იქცა საავტორო კინოს ერთ-ერთ მთავარ […]

ადამიანებად შეუმდგარი არსებები Read More »

მიპასუხე, ტალახის კაცო!

ახტალა. ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტი საქართველოში. თბილისიდან 122 კილომეტრის დაშორებით. ოფიციალური ცნობებით, ვულკანური წარმოშობის მინერალებით მდიდარი ტალახის სამკურნალო თვისებებზე ხმის გავრცელების შემდეგ, XVIII საუკუნიდან, იმ მიდამოებში ჯერ ბარაკული ტიპის დასახლება გაჩნდა, რომელიც შემდეგ სოფლად გადაიქცა, სადაც სანატორიუმი აშენდა, რომელიც, მოგვიანებით, ქალაქ გურჯაანის შემადგენლობაში მოექცა.  ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ტბის წარმოშობა ფერისცვალება დღეს (რომელიც ერთ-ერთ უდიდეს უქმედ

მიპასუხე, ტალახის კაცო! Read More »

დედობა კონტრაქტით

2012 წელს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში გავიდა ერთი დოკუმენტური ფილმი. ეს იყო ამბავი ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც 4 წლის შვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა. ის ყოველდღიურად მუშაობდა, თან მოწყალებას ითხოვდა, რომ 5 ლარად ექირავებინა ადგილი ინტერნეტ-კაფეში, სადაც ბავშვთან ერთად ღამეს გაათენებდა. მაყურებელმა მტკივნეულად მიიღო და გულთან ახლოს მიიტანა მისი ამბავი. ტელევიზიაში რეკავდნენ, მიდიოდნენ ადამიანები,

დედობა კონტრაქტით Read More »

ჭვავის ყანაში მორბენალი ბავშვების სადარაჯოზე

,,თუ სიზმარი ფხიზელი ცხოვრების თარგმანია, მაშინ ფხიზელი ცხოვრებაც ასევე სიზმრის თარგმანია. გონებას უყვარს შეუცნობელი. მას უყვარს გამოსახულებები, რომელთა მნიშვნელობაც ამოუცნობია, რადგან თავად გონების მნიშვნელობაც ამოუცნობია” – ამბობდა რენე მაგრიტი. შეუცნობლის შეცნობის მცდელობა, შეიძლება ითქვას, ნებისმიერი ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ცხოვრებისეული გამოწვევაა. ხელოვანი ადამიანისთვის ეს, წესით, ორმაგად საინტერესო და კომპლექსური პროცესი უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება, როცა

ჭვავის ყანაში მორბენალი ბავშვების სადარაჯოზე Read More »

ვინც არ დაიჩოქა

ომი ადამიანებმა შურისძიებისთვის გამოიგონეს. როცა ის იწყება, გარშემო ყველას და ყველაფერს ანადგურებს. სულერთი ხდება, რომელი მხარეა მართალი. მას მხოლოდ ცხედრები, დანგრეული ქალაქები და ტკივილი მოაქვს. ომში გამარჯვებული არ არსებობს – იქ მხოლოდ დანაკარგებსა და დაჭრილებს ითვლიან. ტყვიების ზუზუნი დიდხანს რჩება ადამიანების მეხსიერებაში. ყველაზე მწარე ძმათა ომია: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს შენი სხეულის ნაწილს იჭრი და სისხლისგან

ვინც არ დაიჩოქა Read More »

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..

ალექსანდრე კობერიძის ფილმში, „ხმელი ფოთოლი“ (2025) განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება. ან, საერთოდ, „არაფერი“. ამ ამბავს არც სიუჟეტი აქვს, არც კლასიკური დრამატურგიული წყობა. სამაგიეროდ, აქვს მყარი და მკაფიო „შინაგანი“ მოხაზულობა და უჩვეულო აგებულება. არავის ჰგავს და „გარედან“ არაფერს იმეორებს. მსუბუქია და ნათელი, თუმცა ბევრ პრობლემას მოიცავს – პირადულსა და საყოველთაოს.  რეპორტიორი ლიზა მშობლებს გამოსამშვიდობებელ წერილს უტოვებს

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?.. Read More »

მარტოობით გამოწვეული იძულებითი მეგობრობა

მარტოობის წარმოჩენა კინოში კარგად არის ადაპტირებული და მისი გამოხატვის გზებიც მრავალფეროვანია. რეჟისორები ცდილობენ, სხვადასხვა ხერხებით გადმოსცენ პერსონაჟების განცდები, რადგან მსგავსი თემები ხშირად წარმატებულია საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ზოგი რეჟისორი ამას განსაკუთრებით დახვეწილად ახერხებს, ნაზად გამოხატავს შინაგან მარტოობას, ზოგიც ნაკლებად სიღრმისეულად, თუმცა თითქმის ყველა ნამუშევარს აქვს ის ძალა, რომ მაყურებელს ფიქრის საშუალება მისცეს. განსაკუთრებით დასაფასებელია ის რეჟისორები, რომლებიც

მარტოობით გამოწვეული იძულებითი მეგობრობა Read More »

კართან მოდგა შემოდგომა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდა. ქვეყანაში გაჩნდა დაკარგული ტერიტორიები, ლტოლვილები, ოჯახისა და საზოგადოებისაგან გარიყული მარგინალები, ემიგრანტები, რომლებმაც სასიცოცხლო მინიმუმის მოსაპოვებლად სხვადასხვა ქვეყანას მიაკითხეს. პრობლემათა ამ მრავალფეროვანი სპექტრის ასახვა ქართული კინოში მისთვის ჩვეული ზედაპირულობით დაიწყო. საზოგადოებისთვის მტკივნეულ და აქტუალურ საკითხებზე ავტორები მხოლოდ გარკვეული აქცენტებით, ინფორმაციის ფიქსაციით შემოიფარგლებოდნენ. ისევე, როგორც წინა პერიოდის (1970-1980) ქართულ

კართან მოდგა შემოდგომა Read More »

ჭაობი, სახელად ოჯახი

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ვახო ჯაჯანიძის დებიუტი შედგა ფილმით, „რეალური არსებები“ (2025), რომლის სცენარი თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობის მიხედვით დაიწერა. ავტორი ამ პროექტს (ქართულ-იტალიურ კოპროდუქციას) ექვსი წლის განმავლობაში აკეთებდა. კინოსურათი მაყურებელს მოუთხრობს ამბავს ერთ-ერთ კურორტზე დამსვენებელი ორი ოჯახის შესახებ. მათი შეხვედრა საუზმისას ხდება, რა დროსაც აღმოჩნდება, რომ ისინი ერთმანეთის ძველი ნაცნობები არიან. ადგილმდებარეობის

ჭაობი, სახელად ოჯახი Read More »

და კვლავ სიყვარულის შესახებ

1952 წლის შემოდგომის თბილისი. სოლოლაკი. დავითაშვილის (ახლა ამაღლების) ქუჩა. ძველისძველი ფირფიტა ტრიალებს და მუსიკის ხმა ისმის საიდანღაც, შორიდან. ბიჭები ქუჩაში ფეხბურთს თამაშობენ. მანქანა აქა-იქ თუ გაივლის. ესაა ან გადატვირთული საბარგო, ან ახალთახალი კრიალა „პობედა“, ან ნაომარი ამერიკული „სტუდებეკერი“. გაიგონებენ თუ არა ბავშვები რომელიმე მანქანის ძრავის ხმაურს, თავს ანებებენ ბურთს და ჟრიამულით გამოეკიდებიან მას. აი, მოუხვია

და კვლავ სიყვარულის შესახებ Read More »