რუსთაველის მემკვიდრეობა

ყველა ერს აქვს თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, რომელსაც პატარა ასაკიდან უკითხავენ ბავშვებს და ციტატებს ზეპირად სწავლობენ, რაც ამ ხალხის სულს განასახიერებს. ქართველებისთვის ეს არის „ვეფხისტყაოსანი“, პოემა, რომელიც საუკუნეებს უძლებს და არ კარგავს პოპულარობას.  ის ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ატარებს არა მხოლოდ მხატვრულ ღირებულებას, არამედ გააჩნია მკითხველზე ღრმა მორალური და ეთიკური ზემოქმედების ძლიერი […]

რუსთაველის მემკვიდრეობა Read More »

„მრავალჟამიერი“ ბრაიტონში

წარმოუდგენელია იყო ხელოვანი და არ გაწუხებდეს შენი ქვეყნის, ხალხის ტკივილი, ადამიანის ბედ-იღბალი და ისე ეწეოდე შემოქმედებით საქმიანობას. თუ არ გტკივა და დარდობ, ვერც იფიქრებ და აქედან გამომდინარე, ვერც იაზროვნებ. სწორედ ამიტომ ხან იქმნება ღირებული ხელოვნების ნიმუშები და ხან არა. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმები კი ამ წუხილის ამოთქმაა, როცა გიჭირს მტკივნეულ თემებს შეეხო, მაგრამ სინდისი არ

„მრავალჟამიერი“ ბრაიტონში Read More »

სინამდვილეზე, შინაგან ბრძოლებსა და სისუსტეებზე

თანამედროვე კინოს ისტორიაში ზაზა ურუშაძის ფილმი, „აღსარება” (2017) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც აშუქებს ადამიანის შინაგან ბრძოლას, სინდისის ტვირთსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას. რეჟისორი ცდილობს, გააანალიზოს ადამიანის ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობის სიღრმეები, შიშები და შეცდომები. ამბავი საკმაოდ პოზიტიურად იწყება. მამა გიორგი, თავის მორჩილთან ერთად,ჩადის პატარა სოფელში ღვთისმსახურებისათვის. იმისთვის, რომ ადგილობრივების კეთილგანწყობა მოიპოვოს და აზიაროს სულიერ ცხოვრებას, გადაწყვეტს,

სინამდვილეზე, შინაგან ბრძოლებსა და სისუსტეებზე Read More »

მედლის მეორე მხარე

ადამიანები ერთმანეთს ზემოდან უყურებენ. ხმას არ იღებენ მათ გარშემო არსებულ უსამართლობაზე და თავის ნაჭუჭში აგრძელებენ ცხოვრებას იქამდე, სანამ საცხოვრებელს ბზარები არ გაუჩნდება და გარეთ გამოსვლა არ მოუწევთ.საზოგადოება თანამდებობის წარმომადგენლებს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ თანამდებობის პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც შედარებით იერარქიულად მაღალ საფეხურზე აღმოჩნდნენ. მიხეილ გაბაიძის ფილმი, „ვაზომოტორული რინიტი“ (2024) არც კომედიაა

მედლის მეორე მხარე Read More »

მითოსი ტექნოგენეზის ხანაში

ყველას გვაქვს განსაკუთრებული ფილმების სია. მათი ნახვისას იღებ ესთეტიკურ-ფილოსოფიურ შოკს და გრჩება შთაბეჭდილება, რომელიც წლების განმავლობაში აგრძელებს შენში ცხოვრებას და ილექება შენივე ცნობიერების აკლდამაში, შენი ნაწილი ხდება და არასდროს გავიწყდება. დრო გადის, სხვა, ახალ ფილმებსაც ნახულობ, მაგრამ ასეთი ფილმების გავლენას, ციტირებასა თუ უბრალო პარალელს სხვა ნამუშევრებშიც პოულობ და ამით ისინი ერთგვარი კულტურული საზომი და სტანდარტი

მითოსი ტექნოგენეზის ხანაში Read More »

ანას ცხოვრების ორი დღე

ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც მიმხვდარა, რომ მისთვის ცვლილების დროა და სწორხაზოვანი, უღიმღამო, მცდარი გზიდან გადახვევისკენ რაღაც უბიძგებს. შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომლის ერთი სიტყვაც მეხის დაცემასავით შეაჯანჯღარებს ან რაღაც, რაც მის ცნობიერებასა და აზროვნებას სრულიად შეცვლის. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ხვდები, რომ ნელ-ნელა ცხოვრება უფსკრულისაკენ მიგაქანებს, შენ კი მიჰყვები მას, როგორც

ანას ცხოვრების ორი დღე Read More »

თანამედროვე ოჯახი

კინო ყოველთვის იყო სოციალური საკითხების ხაზგასმისა და განხილვის ძლიერი ინსტრუმენტი. ფილმი საშუალებას იძლევა, სხვა კუთხით დავინახოთ ჩვენი ცხოვრება. რეჟისორების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არა მხოლოდ მაყურებლის გართობა, არამედ სოციალური პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობის გაცნობიერებაა და, ხშირ შემთხვევაში, ამას საინტერესოდ აკეთებენ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებში. ავტორებს თავისი სათქმელის გადმოსაცემად არ სჭირდებათ დიდი თანხების დახარჯვა, ცნობილი მსახიობები ან გულისამაჩუყებელი კინომუსიკა, საკმარისია,

თანამედროვე ოჯახი Read More »

სად არის ბედნიერება?

პირველყოფილი საზოგადოება ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრობდა. ადამიანები საჭირო ნივთებს თავად ქმნიდნენ, აგროვებდნენ და აშენებდნენ. ისინი თევზაობითა და მიწათმოქმედებით არსებობდნენ, ერთმანეთის დახმარებით უზრუნველყოფდნენ ცხოვრებას. იმ პერიოდში საკუთრების ცნება ჯერ კიდევ არ არსებობდა. შემდეგ კი ვაჭრობისა და ფულის გამოგონებამ საზოგადოების სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. ფულმა მდიდარი და ღარიბი ფენები ჩამოაყალიბა. გაჩნდა საკუთრების ცნებაც და სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები. ნუცა

სად არის ბედნიერება? Read More »

წამლიდან წამლამდე

1990-იანი წლების ტკივილები დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება საქართველოს ისტორიაში, როდესაც თბილისში ფრონტი გაიხსნა და თანამოქალაქეებმა ერთმანეთს ტყვია ესროლეს. ეს იყო, როგორც მაშინ იტყოდნენ, „ძმათამკვლელი ომი“. ამ პერიოდში მოხდა მთელი ერთი მთლიანი თაობის ფორმირება, რომლისთვისაც ქუჩა და მისი „აკადემია“ უფრო ფასობდა, ვიდრე კანონი ან მორალი. იყო სრული განუკითხაობა ქვეყანაში, სადაც ერთმანეთის მომკითხავი მტერიც არსებობდა და მოყვარეც.

წამლიდან წამლამდე Read More »

ყველაფერი ლურჯი მოცვის შესახებ

ბოლო წლების ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში, არა ერთ სხვა თემასთან ერთად, წარმმართველია ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური რეალობის სხვადასხვა ფორმითა და რაკურსში ჩვენება, მათ შორის, იგავის ფარგლებში მოქცევითა და ახალი გამომსახველი საშუალებების ძიებით. თანამედროვე კინოიგავში დარღვეულია ტრადიციული სქემები და კანონები, უარყოფილია სტერეოტიპები; იქმნება განზოგადებული გარემო, სამყაროს რეალურ საზღვრებსა და ასეთ პირობით კავშირში ყველაფერი სიმბოლოებისა

ყველაფერი ლურჯი მოცვის შესახებ Read More »