ვითარცა ბავშვები
„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“(მათე18.3). სახარების ამ ნაწილს უკითხავს თავის მრევლს გერმანული ლუთერანული ეკლესიის – კირხეს მოძღვარი, მღვდელი ფრიდრიხი. უკრაინაში, ოდესასთან ახლოს მცხოვრები გერმანელი კოლონისტების აშენებულია ეს კირხეც და ეს სოფელიც, ისევე, როგორც ბევრი დასახლება მის გარშემო: გროსლიბენტალი, ჰიბელდორფი, მანჰაიმი… „ვერ შევარჩიეთ საცხოვრებლად კარგი ქვეყანა“ …