ჩიტები, რომლებიც აღარ მოფრინდებიან

საზოგადოება, როგორც სისტემური ერთგვაროვანი მკაცრი სტრუქტურა, ხშირ შემთხვევაში, მავნე ბუნებისაა, რადგანაც ის ადამიანებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან უკლავს დაბადებიდან ბოძებული თავისუფალი შინაგანი ბუნების გამოხატვის საშუალებას და აჩვევს თავსმოხვეული მკაცრი წესებისადმი მორჩილებას, წინასწარ განსაზღვრული როლების შეთავსებას, ასწავლის მათ, ვინ უნდა იყვნენ, რა უნდა უყვარდეთ და როგორ გალიონ თავიანთი მოკლე ცხოვრება. ვაჟაფშაველა წერდა: „ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი და ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსამზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის…“. 

ამასთანავე, ინდივიდის თავისუფალი სულის ჩაკვლასა და დათრგუნვას (რაც განსაკუთრებით უფრო მძაფრად ახალგაზრდებში აღიქმება) ხშირად პასუხად პროტესტი ხვდება, რასაც, თავის მხრივ, თაობებს შორის კონფლიქტი და გაუცხოება მოსდევს. ამ პრობლემით მე-20 საუკუნის განმავლობაში არაერთი რეჟისორი დაინტერესდა. მაგალითად, ჟან ვიგოსნული ყოფაქცევაში“, ფრანსუა ტრუფოს „400 დარტყმადა კენ ლოუჩისკესისწორედ ბავშვთა თავისუფლების პრობლემას მიეძღვნა. ამ ფილმების პერსონაჟები მოზარდები არიან, რომლებსაც პროტესტი უჩნდებათ საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ და ამის საწინააღმდეგოდ ან მისგან გასაქცევად ყველა მათგანი თავისებურად მოქმედებს. როგორც ჩანს, ტრუფოს, ვიგოსა და ლოუჩის ერთგვარი კინემატოგრაფიული გზა იდეურად ქართველმა რეჟისორმა, გივი თუხარელმა გააგრძელა და ქართულ კინოს რევაზ ინანიშვილის მოთხრობის ეკრანიზაცია, სტუდენტური ფილმი, „ჩიტების გამომზამთრებელი“ (2010) შესთავაზა, რომელშიც ის მჩაგვრელობითი სისტემაა მხილებული, რომელიც თანდათანობით უხმოდ და დაუნდობლად კლავს ბავშვის თავისუფალ სულს. 

ფილმი მოთხრობის ნარატივს ნაბიჯნაბიჯ მიჰყვება და სკოლის მოსწავლის, 15 წლის ბიჭის (ნამუშევარში გმირთა სახელები არ ფიგურირებს) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ოჯახში მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში იზრდება. კინოსურათში წარმოდგენილ ოჯახის წევრებს შორის გაუცხოება სუფევსერთი მხრივ, ცოლქმარს, მეორე მხრივ, მშობლებსა და შვილს შორის, მაგრამ ამ გაუცხოების უფსკრულის გადალახვას შვილის გარდა არცერთი მათგანი არ ცდილობს. ამიტომაც ვერ უგებენ ისინი ერთმანეთს და ამიტომაც ისადგურებს გაუგებრობა მათ შორის. მართალია, არც რევაზ ინანიშვილი და არც გივი თუხარელი არ გამოკვეთენ კონკრეტულ პრობლემას და მაგრამ მინიშნებებს თაობებს შორის გაუცხოების თაობაზე ავტორები მაინც ტოვებენ, რაც განსაკუთრებით დიალოგებში ვლინდება.

ფილმში გაჟღერებული მშობლების საუბარი მაყურებელს აიძულებს ირწმუნოს, რომ პატარა ბიჭი მთლიანადხელიდან წასულია“, თუმცა ფილმის ფინალურ ნაწილში სრულიად საპირისპირო მტკიცდებაპატარა ბიჭი სულაც არ არის ისეთიარამზადა“, როგორადაც მას მშობელი დედა წარმოგვიდგენდა, არამედ იგი იმ ყველაფრის ანტიპოდია, რასაც მას მშობელი მიაწერდაბიჭი, როგორც აღმოჩნდება, ძალიან გულჩვილი და კეთილია, იმდენად რომ მან ჩიტების გამოზამთრება განიზრახა. 

ფილმიდან ჩანს, რომ გარემო, რომელშიც ბიჭს (ვიქტორ ბარბაქაძე) ცხოვრება უწევს, თავისუფლების დიდ დანაკლისს განიცდის. ამის ფონზე ჩიტები, რომლებსაც იგი მოიშინაურებს და სახლში მიიყვანს, აბსოლუტური თავისუფლების ერთადერთ სიმბოლოს განასახიერებენ. სწორედ ამიტომ ხდებიან ჩიტები ძვირფასი ამ გმირისათვის და სწორედ ამ მიზეზის გამო ცდილობს იგი ფრინველებთან დაახლოებას. ბიჭი ჩიტებს ისე არ ეპყრობა, როგორც ზრდასრულები ბავშვებს, რომლებსაც ყველაფრის კონტროლი სურთ, არამედ ამის ნაცვლად იგი ჩიტების მიმართ სიყვარულსა და ზრუნვას იჩენს. ბიჭისათვის პატარა ფრინველები თავისუფლების ძალიან სუფთა, პირდაპირი და უმშვენიერესი გამოხატულება არიან, თავისუფლებისა, რომელსაც ცხოვრებაში ასე ახლოს პირველად დაუახლოვდა მფრინავი არსებების დამსახურებით. სწორედ ამიტომ კლავს დედამისი ჩიტებსიგი შვილს ყველაზე ძვირფასსა და მნიშვნელოვანს აცლის ხელიდან, თავისუფლებას, რომელიც ეგოსაგან ნაკარნახევი განზრახვით უფროსების უმრავლესობას ბავშვებისათვის არ ემეტებათ და რაც დიდებისათვის ასე უცხო გახდა. 

აღსანიშნავი და საინტერესოა, რომ მსგავსება, ამ მხრივ, რევაზ ინანიშვილისეულ გივი თუხარელის სტუდენტურ ფილმსა და კენ ლოუჩის ფილმს, „კესს“ (1969) შორის ძალიან დიდი და შესამჩნევია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში მთავარი გმირები 15 წლის მოზარდები არიან, რომლებიც ზრდასრულების მჩაგვრელობით გარემოში ნუგეშსა და თავისუფლებას ჩიტებთან პოულობენ, ამ თავისუფლებას კი ორივე მათგანს ოჯახის წევრები ართმევენკენ ლოუჩთან ბილის ძმა უკლავს შევარდენს, ხოლო რევაზ ინანიშვილთან შვილის წინაშე ამას დედა სჩადის. ამ ორი ბიჭის ამბოხი ხმამაღალი არ არის, თუმცა, ორივე გმირის შემთხვევაში, შეუძლებელია ვერ დაინახო ამგვარი სისტემა, წესები, მათ შორის, რთული ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობა როგორ დამთრგუნველად მოქმედებს ბავშვზე, თითქოს ის პატარა ადამიანს კიდევ უფროაპატარავებსდა მომავალში იმად აქცევს, რასაც თავის დროზე ინსტიქტურად თავადვე ებრძოდაემპათიისა და ემოციებისაგან დაცლილ, ზოგჯერ გულჩათხრობილ ზრდასრულად, რომელმაც საკუთარ ბავშვობასთან გაწყვიტა კავშირი. საინტერესოა, რომ ამის შესახებ ფრანგი მწერალი და მფრინავი, ანტუან დე სენტეგზიუპერიც წერდა: ,,ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს’’.

ჩიტების გამომზამთრებელი“, რომელშიც განხილული პრობლემის გამოსაკვეთად მუქი ფერები დომინირებს, არ არის მხოლოდ ერთი მოზარდის სევდიანი ამბავი. ესაა ფილმი იმ უხილავ, მაგრამ ყოვლისმომცველ ძალებზე, რომლებიც ბავშვში თავისუფლებასა და სილაღეს ახშობენ. ამ ეკრანიზაციაში ნათლად ჩანს, როგორ იქცევა საზოგადოებრივი წნეხი, ოჯახური გაუცხოება და ზრდასრულების უხეში ჩარევა იმ მექანიზმად, რომელიც პატარა ადამიანს საკუთარ ბუნებრივფრთებსაჭრის.

Nato Mtsariashvili

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *