LOVE – A FORM OF ABSTINENCE
ზოგჯერ ყველაზე მტკივნეულად მარტოობას მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სხვა ადამიანთან ერთად ვართ. ფიზიკური სიახლოვე ჯერ კიდევ არ ნიშნავს კავშირს – შეიძლება ორი სხეული ერთმანეთის გვერდით არსებობდეს და მათ შორის მაინც გადაულახავი მანძილი იდგეს. ამგვარ მდგომარეობაში სიტყვებიც კარგავს თავის მნიშვნელობას: როცა ერთმანეთის დანახვა და მოსმენა შეუძლებელი ხდება, ადამიანი თანდათან საკუთარ თავთანაც კარგავს კავშირს. ამ უხმო სიცარიელეს ადამიანი იშვიათად უძლებს. ის სასოწარკვეთილი ცდილობს იპოვოს რაღაც, რაც ამ გაწყვეტილ კავშირს დროებით მაინც აღადგენს – იქნება ეს ილუზია, ნარკოტიკი თუ სხვა ადამიანი. ნარკოტიკი რეალობისგან გაქცევის, ტკივილის გაყუჩებისა და ილუზორული სიმშვიდის პოვნის სუროგატად იქცევა, თუმცა ის, რაც თავდაპირველად ხსნად გვეჩვენება, საბოლოოდ კიდევ უფრო ღრმა დამოკიდებულებისა და იზოლაციის ჭაობში გვძირავს. არსებობს დამოკიდებულების ბევრად უფრო მძიმე, ანატომიური ფორმაც: როდესაც ნარკოტიკი ნივთიერება კი არა, მეორე ადამიანია, როდესაც ვიღაცის არსებობა იმდენად აკვიატებული ხდება, რომ მის გარეშე საკუთარი არსებობაც აბსურდად გეჩვენება. ასეთ დროს მეორე ადამიანი ერთდროულად გვევლინება ჟანგბადადაც და იმ „პოლიეთილენის აპკადაც“, რომლის გარეშეც სუნთქვა შეუძლებელია და რომელიც, ამავდროულად, ნელ-ნელა გგუდავს. სწორედ ამ ტრაგიკულ წინააღმდეგობაზე აგებს რეჟისორი მარი მანაგაძე სტუდენტურ ფილმს, „მანია“ (2026), სადაც სიყვარულს, დამოკიდებულებასა და ალიენაციას შორის ბარიერი საბოლოოდ ქრება. ნარატივი თავიდანვე უჩვეულო სტრუქტურას გვთავაზობს: მთავარი გმირი, მანია, უკვე გარდაცვლილია, ხოლო მთელი თხრობა უსასრულო, ჩახვეულ ციკლს წააგავს. ცარიელი, არაფრისმომცველი გარემო ამძაფრებს ყველა ემოციას, ეს არ არის უბრალოდ სტერილური სივრცე, არამედ ბნელი, მორალურად და ფსიქოლოგიურად დამძიმებული ატმოსფეროა. პერსონაჟთა ურთიერთობა სიტყვების ნაცვლად სხეულის პლასტიკით, მზერითა და მუნჯი საგნებით გამოიხატება. ამ უსიცოცხლობას კიდევ უფრო აღრმავებს სახეებზე აფარებული თიხის გაქვავებული ნიღბები – ყოველგვარი ნაკვთის გარეშე, რაც იდენტობისა და სულის საბოლოო წაშლას უსვამს ხაზს. „მანიას“ პირველივე კადრი მაყურებელს ემოციური ოვერდოზის ზღვარზე აყენებს. „პოლიეთილენის აპკით“ დაფარული, უსახო გოგონას სხეული იმ გაგუდვისა და ჩაკეტილობის ვიზუალურ მეტაფორად გვევლინება, რომელიც ფილმს ძარღვად გასდევს. აპკი ერთდროულად ფარავს, გამოყოფს და ახშობს…ამ უსახო სივრცეში ჩნდება საკუთარი არსებობის დამტკიცების მოულოდნელი, […]
LOVE – A FORM OF ABSTINENCE Read More »










