წარსულის ტრადიციებსა და ახალ დროებას შორის

ბობ დილანი 1960-იანი წლების გარდამავალ პერიოდში, როდესაც ახალ და ძველ თაობას შორის დაშორება ყველაზე მეტად გამოიკვეთა, ახალგაზრდობისხმადმოგვევლინა. მისი სიმღერადროები, ისინი იცვლებიან ერთგვარ მანიფესტად იქცა ჰიპურ რევოლუციას ჩამორჩენილი უფროსი თაობის მისამართით. ომის შემდგომი ახალგაზრდობის ფრუსტრაციისა და არსებული რეალობის პრობლემებისმიკროფონადეს მინესოტელი პატარა კაცი აირჩიეს. ინდუსტრიალიზაცია, ომები, მასკულტურაქაოსსა და გაურკვევლობაში ამყოფებდა ადამიანს. ცვალებადი დროება და არსებული მელანქოლიური ფონი უიმედობას ქმნიდა, ეს მდგომარეობა კი დაგაფიქრებს, რა არის ცხოვრების არსი და საერთოდ რისთვის ვაკეთებთ რამეს? გავიდა ათწლეულები მას შემდეგ და დღეს იგივე კითხვები გვაწუხებს.

მარიკა სიხარულიძის სტუდენტური დოკუმენტური ფილმი, „ჩატეხილი ხიდი“ (2015) მაყურებელს მოუთხრობს სოფელ ღორჯომის მუსულმანი მოსახლეობის ყოველდღიურობაზე. ტრადიციები, მიწათმოქმედება, მეჩეთური ცხოვრება მაყურებლის თანამედროვე არსებობის საპირისპიროდ. ახალი სამყაროს ლანდშაფტზე, მთიან რეგიონში გამოკეტილი გადარჩენისთვის მებრძოლი კულტურა გამოიხატება მოწოდებად, დახმარების თხოვნად, რომ ფეხი აუწყოს საზოგადოების უმცირესობამახალ სამყაროს“.

ზამთრის ცივი ნიავის ფონზე სოფლის მოსახლეობა მეჩეთში ლოცულობს. პარალელურად, როგორც ხშირად დოკუმენტური ფილმებისთვისაა დამახასიათებელი, ინტერვიუების ჩანართებია ფილმში. მოსახლეობა ყვება მის პრობლემებზე, პირველ რიგში, საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსულმანების სირთულეებზე. ისინი სწავლობენ სკოლებში, საუბრობენ რეგიონებისთვის დამახასიათებელი გატეხილი ქართულით, მაგრამ მაინც ქართულ ენაზე. ფაქტობრივად, არიან ქართველები განსხვავებული მრწამსით. ფილმის შექმნის მიზანიც მოსახლეობასთან საუბრებში აშკარა ხდება: მათი ეროვნება ქართულია, კულტურა კი არაბული. ისინი ლოცულობენ წიგნიდან, რომლის ენა არ ესმით (არ იციან არაბული). მათი არსებობა სეზონურ მიწათმოქმედებაზეა დამოკიდებული, თანამედროვეობის საქალაქო ცხოვრების საპირისპიროდ.

ფილმის მეორე ნახევარში, უკვე გაზაფხულის მზიანი ცის ფონზე, სოფელი მიწაზე მუშაობას იწყებს. ეს არის არა მარტო მათი არსებობის მთავარი წყარო, არამედ ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა იქ აკეთოს. შესაბამისად, რეჟისორი დრომოჭმული ცხოვრების ფონად კიდევ ერთ კონფლიქტს წარმოაჩენსახალგაზრდობა განწირულია ჩაერთოს ამ საქმიანობაში. აღიზრდებიან, რათა მიწაზე დასაქმდნენ. საინტერესოა, რომ ეს არ არის რაიმე პოლიტიკურსოციალური მოწოდება ან რელიგიური კრიტიკა, უბრალოდ ასახვა პატარა ქვეყნის უმცირესი მოსახლეობის წარმავალი კულტურისა, რომელიც შენარჩუნებისთვის იბრძვის.

საყურადღებოა კონტრასტი, რომელიც მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს ამ ფილმის ყურებისას. შესაძლოა, რეჟისორის მიზანი მხოლოდ ამ მოსახლეობის ცხოვრების წესისა და მუსლიმური მთიანი რეგიონის ქართულ ქრისტიანულ ფონზე ჩვენება იყოს, თუმცა სწორედ ეს ხდება დისკუსიის გამოწვევის საგანი. დიდ იმპერიებს შორის მოქცეული პატარა ქვეყნის შიგნით გამოკეტილი მოსახლეობა ჩვენივე ანარეკლია. თანამედროვე ცხოვრების ფონზე არა მარტო ამ სოფლის მოსახლეობის არსებობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ ზოგადად თანამედროვე ადამიანისაც. კულტურული გარდამავლობისა და გაჭირვების მიუხედავად, იქნებ ეს არის საზოგადოება, რომელმაც ცხოვრების გასაღებს მიაგნო. მართალია, სოფლის ეს მოსახლეობა ცხოვრობს როგორც წარსულის გადმონაშთი, თანამედროვეობასთან ადაპტაციის უნარის გარეშე, მაგრამ ამის ფონად თანამედროვე ადამიანი არსებობს კულტურასა და ტრადიციას მოკლებულიცარიელი მეტი კომფორტით. 

დიდი ქალაქის გადამღლელი რუტინისას ხანდახან ჩნდება სურვილი ან მონატრება სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისა მთის მშვიდ გარემოში. თითქოს გარემოს ცვლა შეცვლის ბრუტალურ ყოველდღიურობას, რომელშიც ვარსებობთ, თითქოს სოფელი იდილიურად ცხოვრობს ყველა პრობლემის გარეშე, თითქოს ჩიტების ჭიკჭიკის მკაფიო ხმა ჩვენივე ცხოვრებაზე კონტროლის საშუალებას მოგვცემს. ამის საპირისპიროდჩატეხილი ხიდიაჩვენებს იმ სუბიექტებს, რომლებზეც ვახდენთ უარყოფით გავლენას. ახლებური სრულყოფილებისა და დაუოკებელი სურვილებისთვის სწრაფვამ ჩამოიტოვა კონკრეტული საზოგადოება, რომელსაც ისედაც უჭირდა, როგორც რელიგიურ უმცირესობას. ფილმის სათაურიც სიმბოლურად გამოხატავს ამ მდგომარეობას. საზოგადოების მივიწყებულ ამ ხალხსა და ჩვენ შორისჩატეხილი ხიდია“, რომლის აღდგენის სურვილი არავის აქვს, რადგან არ თვლის მათ საჭიროებას.

მარიკა სიხარულიძე სწორედ ამ მდგომარეობას აჩვენებს თავის ფილმში. შეიძლება ის არის კულტურულად მივიწყებული ხალხისხმა“. მიუხედავად მოკლემეტრაჟიანი ხანგრძლივობისა და ყველანაირი დოგმატიკის არარსებობისა, ფილმში იქმნება ისეთი ატმოსფერო, რომ მაყურებელი დააფიქროს საკუთარი ცხოვრების გზაზე. მართალია, ერთი შეხედვით, ეს არის მაღალმთიანი სოფლური ცხოვრების უბრალო დოკუმენტალისტიკა, მაგრამ რეალურად თანამედროვე არსებობის საპირისპიროდ მოქმედი მანიფესტია: ყველანაირი დაბრკოლებისა და გაჭირვების ფონზე, სიცივისა და მცირემიწიანობის მიუხედავად, კულტურული პრეზერვაციის დაჟინებული სურვილი, რაც თანამედროვე ადამიანს აკლია.

ის, რაც ფილმშია გადმოცემული, შესაძლებელია არ იყოს რეჟისორის გათვლა და, საერთოდ, ეს არც კი წარმოედგინა მას. მხატვრული ფილმისგან განსხვავებით, დოკუმენტური კინო რეალიზმთან ყველაზე ახლოსაა. თითქმის სრულიად დაშორებულია ემოციურ ან მორალურ მანიპულაციას (ყოველ შემთხვევაში, მექანიკურად მაინც). შესაბამისად, უბრალო სტუდენტური ფილმიც, რომელშიც აზრი და მიზანი გასაგებია, ბევრად მრავლისმთქმელია, ვიდრე მდარე მხატვრული დასავიწყებელი მცდელობა. ფილმის ბოლო მონაკვეთი ბანალურია და ერთ პერსონაჟში რეჟისორი მთლიანად ახალგაზრდობის რაობის მოქცევას ცდილობს, თუმცა ეს ერთერთი გამორჩეული სტუდენტური ფილმია, რომელიც საინტერესო დისკუსიის საგნად გამოდგება.

ახალი დროებაშიჩაპლინმა თითქმის ასი წლის წინათ გააკრიტიკა თანამედროვეობა და აჩვენა პერსონაჟი, რომელსაც ინდუსტრიულგლობალურ სამყაროსთან ადაპტაცია არ შეეძლო (იმიტომ, რომ მისნაირები არ სჭირდებოდათ). მუდმივ ინოვაციებსა და მოგებაზე ორიენტირებული საქალაქო კულტურის მიღმა მხოლოდ ცარიელი არსებობა რჩება. ადამიანები ყოველთვის გადამრჩენლის მოლოდინში არიან, დღევანდელ ორომტრიალში კი ბობ დილანისეული კულტურული სიმბოლიკისთაობის ხმაცარ არსებობს მივიწყებული საზოგადოებისთვის. იქნებ კინოა სწორედთაობის ხმა“, იქნებ ჩვენ, როგორც მაყურებელი, ვართ თანამედროვე მინესოტელი ხუჭუჭა გიტარიანი ადამიანები, რათა გავაგონოთ ხალხს ერთმანეთის გულისტკივილი.

 Giorgi Bajelidze

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *