NOTHING

ფილმის მთავარი შემადგენელი ნაწილი სიუჟეტის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ხაზია. იმისათვის, რომ კინოსურათი დასრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა მასში წამოჭრილი იყოს რაღაც კონფლიქტი და განვითარებული მოვლენები მის გადაჭრის გზებს დაემსგავსოს. იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი, „ჩემი ოთახი“ (2022) ამ სტანდარტებიდან ამოვარდნილია. ის არა ერთი კინოსურათი, არამედ, ორი ფილმისა და რამდენიმე თემის ერთობლიობისგან შექმნილი კოლაჟია და საკმარისზე მეტი აკლია იმისათვის, […]

NOTHING Read More »

MYTH AS A COLLISION WITH REALITY

მითოლოგიური სიმბოლოების გამოყენება მსოფლიო კინოში ნამდვილად არ არის ახალი. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართულ კინოშიც მოიძებნება რამდენიმე მსგავსი ნიმუში. ერთ-ერთი მათგანია სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გუშაგები“ (2021), რომელიც ამ საკითხს განსხვავებული კუთხით განიხილავს. ქართული მრავალფეროვანი მითოლოგიური პერსონაჟები თემის მრავალმხრივ წარმოჩენის საშუალებას იძლევიან. ყველა კუთხეს ხომ თავის სიმბოლო ჰყავს: მთიანეთში – ფუძის ანგელოზი, იახსარი, ჭინკა, მეგრულში –

MYTH AS A COLLISION WITH REALITY Read More »

WHY ISN'T LIFE AS SWEET AS CHOCOLATE?!

ხშირ შემთხვევაში, რეჟისორი იმას იღებს, რაც აწუხებს, რაც უნახავს, რაც გადაუტანია, კინოსურათს პირადი დეტალებით ავსებს და არ არიდებს თავს სუბიექტურობას. ლუკა კოპალეიშვილის სტუდენტური დოკუმენტური კინოსურათი, „ცოტა რამ მამაჩემის შესახებ“ (2022), აშკარად, პირადი ნამუშევარია, სადაც ავტორი მამამისის შესახებ გვიყვება. დიახ, ეს სუბიექტური ნამუშევარია, რეჟისორის ოჯახის ამბავია – რთული, სამწუხარო, მაგრამ საინტერესო მოცემულობა, რომელშიც ის ცხოვრობს. რეჟისორის

WHY ISN'T LIFE AS SWEET AS CHOCOLATE?! Read More »

WE ARE BUTTERFLIES...

ნანა ჯორჯაძე პირველი პროფესიით არქიტექტორია. მან იმუშავა კიდეც ამ სფეროში, მაგრამ ხელოვნის მრავალმხრივობამ კინოს მიანიჭა უპირატესობა, ქართულ კინოს კი ნამდვილად გაუმართლა, რომ მას შემოემატა ყველასაგან განსხვავებული შემოქმედი. მისი ფილმები მოულოდნელობით, გულწრფელობით, სითამამითაა გამორჩეული. მან არამარტო სრულიად სხვა კინოენა შემოიტანა, არამედ ქართულ კინოს მრავალი ჯილდოც მოუტანა, მათ შორის ორი პირველად: 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი

WE ARE BUTTERFLIES... Read More »

AUTUMN ROMANCE

როდესაც ფილმის პირველწყარო ლიტერატურაა, თანაც სულ ახალი და ძალიან პოპულარული, ბუნებრივია, ვერ აცდები შედარებებს და შემიძლია თავიდანვე ვთქვა, ამ შედარებისას ელენე ნავერიანის ფილმი, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (2023) წაგებული არ გამოდის. სიმართლე ვთქვა, არ ვარ თამთა მელაშვილის რომანის თავგადაკლული მოტრფიალე. ბევრი რამ მასში ზედმეტად გათვლილი, აქტუალური ტენდენციებისა და მოდური მოსაზრებების ილუსტრაციად მეჩვენა. თუმცა როცა მისი ეკრანიზების

AUTUMN ROMANCE Read More »

UNREALISTICALLY REAL

ყველა იმაზე ქმნის ნაწარმოებს, რაც იცის და განუცდია და არ აქვს მნიშვნელობა სიუჟეტს. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რუსუდან გლურჯიძის ფილმი, „სხვისი სახლი“ (2016) არც აფხაზეთსა და მის კონფლიქტზე და არც აფხაზებზეა. ეს ფილმი ავტორის პირად განცდებზეა, იმ შეგრძნებაზე, რომელსაც შენი გარემოს შეცვლა იწვევს, როცა ხალისიანი და ნათელი, შენი მშობლიური ქალაქი ფერებს დაკარგავს, ინსტიტუტში მიმავალ სტუდენტს ყურთან

UNREALISTICALLY REAL Read More »

LESSONS OF PLACIDITY - HOW TO GAZE THE MORNING...

გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის, „თორმეტი გაკვეთილი“ (2019) ყველა ანოტაციაში შევხვდებით ნათქვამს იმის შესახებ, რომ „ფილმი მოგვითხრობს გურიაში მცხოვრებ ვალერი ბაბუზე, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს მისი აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ინტეგრაციას საზოგადოებაში…“ და ა. შ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვალერი კოტრიკაძის სიყვარულითა და შრომით ნაშენებ სამყაროს ვხედავთ დოკუმენტურ ეკრანზე თუ ტელესიუჟეტში, მაინც ჩნდება იმის განცდა, რომ, შესაძლებელია,

LESSONS OF PLACIDITY - HOW TO GAZE THE MORNING... Read More »

SAVE OUR SOULS

ქართული კინო რომ ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია და რომ ახალ განზომილებებში არსებობს, ბოლო წლებში გადაღებულ არცთუ ბევრიდან, რამდენიმე ფილმი გვარწმუნებს. რა თქმა უნდა, მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ სურვილსა და რეალობას ილუზიებით ვერ შევცვლით. საიმედო „ამოვარდნები“ კი, ახალი თაობის რეჟისორების (ნაწილის) – არაბანალური, დაუშტამპავი, თავისუფალი აზროვნებისა და ხედვის ნიშნად შეიძლება მივიღოთ. ასეთი „დამრღვევი“ აღმოჩნდა კოტე კალანდაძის ფილმი,

SAVE OUR SOULS Read More »

 FREEZE IN RELATIONSHIPS

ქართული კინო ბევრად უფრო საინტერესო, დახვეწილი და მრავალმხრივი გახდა. მის რიგებს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი რეჟისორი შეემატა. გასული საუკუნის ბოლოსა და ახლის დასაწყისში შექმნილმა, დეპრესიული ხასიათის მქონე ჩაბნელებულმა, ერთი და იგივე თემატიკის ფილმებმა უკან გადაიწიეს. ეკრანი განათდა, გაფერადდა, გამოსახულება გამკვეთრდა, ფილმების რიცხვმაც იმატა და მათ საერთაშორისო ასპარეზზეც თავაწეული მსვლელობა დაიწყეს. ზოგი ფილმი თავიდანვე ინტერესს იწვევს

 FREEZE IN RELATIONSHIPS Read More »

NOTHING FOR NOTHING

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე, საკმაოდ კარგი დოკუმენტური ფილმი გავიდა. ჟიურის გადაწყვეტილებით სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა გიორგი ფარქოსაძის კინოსურათი, „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ (2023). არ დავმალავ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დავრჩი. ამ კინოსურათის ხანგრძლივობა 74 წუთია, თუმცა მისმა რეჟისორმა არ დაიშურა ნიჭი და ძალისხმევა, რომ ეს დრო ჯოჯოხეთურად გრძელი და უინტერესო ყოფილიყო. ფილმი

NOTHING FOR NOTHING Read More »