TEENAGE ON THE POVETRY LINE

თაობათა კონფლიქტი ხელოვნებაში ერთ-ერთი მარადიული და მნიშვნელოვანი თემაა. მშობლებსა და შვილებს შორის გაუგებრობები არც ისე იშვიათია და რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ხშირი ხდება. ამის შესახებ უამრავი წიგნი დაიწერა და ასობით ფილმი გადაიღეს, ამიტომ ძალიან რთულია რაიმე უნიკალური შექმნა. სოსო ბლიაძის კინოსურათი, „სამი საფეხური“ (2017) ამ კატეგორიის ერთი რიგითი წარმომადგენელია. წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია მოზარდისთვის, […]

TEENAGE ON THE POVETRY LINE Read More »

IN THE BEGINNING WAS THE WORD

რა აქვს საერთო სიტყვებს, რომლებსაც ამ ფილმის დასაწყისში ადამიანები ქართულად ან იტალიურად წარმოთქვამენ: ფუტკარი, სიკეთე, ასხივებს, აღმზრდელი, ინტელიგენტი, უბრალოება, მარგალიტი ობოლი, გმირი, კეთილშობილი, მრავალმხრივი, ბეჯითი, თავგანწირვა, არისტოკრატულობა, ბერმუხა, ერთგული, მღვდელი, ლიტერატორი, მუსიკოსი? ყოველი სიტყვის გაგებისას ვხედავთ მის ნაბეჭდ ვერსიას და იტალიურ ან ქართულ თარგმანს ლექსიკონიდან, რომელიც უცებ ქაღალდის ნაკუწად იქცევა და ანიმაციური ხერხით ადამიანის სილუეტის

IN THE BEGINNING WAS THE WORD Read More »

MZIURI FROM GEORGIA

„მზიური“, რომელიც საქართველოს საბჭოთა წარსულისა და, ამასთანავე, ამ წარსულიდან გამოყოლილი სტაბილური ყოფის ასოციაციას ქმნის, ქეთევან მაჭავარიანის დოკუმენტური ფილმის (2020) სათაურიცაა და მისი მთავარი გმირის სახელიც. არაფერია განსაკუთრებული ამ კარდაკარ სიარულის პრაქტიკაში, რომელსაც ეს პერსონაჟი, მზიური გოგიჩაიშვილი სხვა, მისი კოლეგების მსგავსად, ყოველდღე შემართული ეჭიდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფილმი რამდენიმე პრიზის მფლობელი გახდა და მასში მთავარი ის

MZIURI FROM GEORGIA Read More »

DRAMA ABOUT THE DRUMMER

კინოხელოვნება სხვა დარგებისაგან იმით განსხვავდება, რომ ყველაზე ღია სფეროა ყველას მიმართ. რეჟისორის ამპლუაში ყოფნა ყველას შეუძლია, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს, ეს კი კინოს ისტორიაში სრულიად ჩვეულებრივი რამ არის. ფრანკო ძეფირელი არქიტექტორი იყო, ოთარ იოსელიანი მათემატიკოსი, კრისტოფერ ნოლანი კი ინგლისური ენის ფილოლოგია. ეს ყოველივე იმით აიხსნება, რომ კინოს სჭირდება მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორც მუსიკას. ცნობილი მუსიკოსი, ჯო

DRAMA ABOUT THE DRUMMER Read More »

NOTHING

ფილმის მთავარი შემადგენელი ნაწილი სიუჟეტის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ხაზია. იმისათვის, რომ კინოსურათი დასრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა მასში წამოჭრილი იყოს რაღაც კონფლიქტი და განვითარებული მოვლენები მის გადაჭრის გზებს დაემსგავსოს. იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი, „ჩემი ოთახი“ (2022) ამ სტანდარტებიდან ამოვარდნილია. ის არა ერთი კინოსურათი, არამედ, ორი ფილმისა და რამდენიმე თემის ერთობლიობისგან შექმნილი კოლაჟია და საკმარისზე მეტი აკლია იმისათვის,

NOTHING Read More »

MYTH AS A COLLISION WITH REALITY

მითოლოგიური სიმბოლოების გამოყენება მსოფლიო კინოში ნამდვილად არ არის ახალი. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართულ კინოშიც მოიძებნება რამდენიმე მსგავსი ნიმუში. ერთ-ერთი მათგანია სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გუშაგები“ (2021), რომელიც ამ საკითხს განსხვავებული კუთხით განიხილავს. ქართული მრავალფეროვანი მითოლოგიური პერსონაჟები თემის მრავალმხრივ წარმოჩენის საშუალებას იძლევიან. ყველა კუთხეს ხომ თავის სიმბოლო ჰყავს: მთიანეთში – ფუძის ანგელოზი, იახსარი, ჭინკა, მეგრულში –

MYTH AS A COLLISION WITH REALITY Read More »

WHY ISN'T LIFE AS SWEET AS CHOCOLATE?!

ხშირ შემთხვევაში, რეჟისორი იმას იღებს, რაც აწუხებს, რაც უნახავს, რაც გადაუტანია, კინოსურათს პირადი დეტალებით ავსებს და არ არიდებს თავს სუბიექტურობას. ლუკა კოპალეიშვილის სტუდენტური დოკუმენტური კინოსურათი, „ცოტა რამ მამაჩემის შესახებ“ (2022), აშკარად, პირადი ნამუშევარია, სადაც ავტორი მამამისის შესახებ გვიყვება. დიახ, ეს სუბიექტური ნამუშევარია, რეჟისორის ოჯახის ამბავია – რთული, სამწუხარო, მაგრამ საინტერესო მოცემულობა, რომელშიც ის ცხოვრობს. რეჟისორის

WHY ISN'T LIFE AS SWEET AS CHOCOLATE?! Read More »

WE ARE BUTTERFLIES...

ნანა ჯორჯაძე პირველი პროფესიით არქიტექტორია. მან იმუშავა კიდეც ამ სფეროში, მაგრამ ხელოვნის მრავალმხრივობამ კინოს მიანიჭა უპირატესობა, ქართულ კინოს კი ნამდვილად გაუმართლა, რომ მას შემოემატა ყველასაგან განსხვავებული შემოქმედი. მისი ფილმები მოულოდნელობით, გულწრფელობით, სითამამითაა გამორჩეული. მან არამარტო სრულიად სხვა კინოენა შემოიტანა, არამედ ქართულ კინოს მრავალი ჯილდოც მოუტანა, მათ შორის ორი პირველად: 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი

WE ARE BUTTERFLIES... Read More »

AUTUMN ROMANCE

როდესაც ფილმის პირველწყარო ლიტერატურაა, თანაც სულ ახალი და ძალიან პოპულარული, ბუნებრივია, ვერ აცდები შედარებებს და შემიძლია თავიდანვე ვთქვა, ამ შედარებისას ელენე ნავერიანის ფილმი, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (2023) წაგებული არ გამოდის. სიმართლე ვთქვა, არ ვარ თამთა მელაშვილის რომანის თავგადაკლული მოტრფიალე. ბევრი რამ მასში ზედმეტად გათვლილი, აქტუალური ტენდენციებისა და მოდური მოსაზრებების ილუსტრაციად მეჩვენა. თუმცა როცა მისი ეკრანიზების

AUTUMN ROMANCE Read More »

UNREALISTICALLY REAL

ყველა იმაზე ქმნის ნაწარმოებს, რაც იცის და განუცდია და არ აქვს მნიშვნელობა სიუჟეტს. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რუსუდან გლურჯიძის ფილმი, „სხვისი სახლი“ (2016) არც აფხაზეთსა და მის კონფლიქტზე და არც აფხაზებზეა. ეს ფილმი ავტორის პირად განცდებზეა, იმ შეგრძნებაზე, რომელსაც შენი გარემოს შეცვლა იწვევს, როცა ხალისიანი და ნათელი, შენი მშობლიური ქალაქი ფერებს დაკარგავს, ინსტიტუტში მიმავალ სტუდენტს ყურთან

UNREALISTICALLY REAL Read More »