RELATIONSHIPS ON THE VERGE OF APOCALYPSE

გლობალური კატასტროფისა და მთელი პლანეტის სიკვდილის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ამჟამინდელ კრიზისულ სამყაროში ის უფრო მიმზიდველია. მასზე საუბრები განსაკუთრებით გახშირდა 2012 წელს, როდესაც მაიას კალენდრის მიხედვით გლობალური კატასტროფა იყო მოსალოდნელი. ახლა ეს უკვე წარსულია და მას კინოში ბევრი ნამუშევარი მიეძღვნა. ამ თემას არაერთმა რეჟისორმა მიმართა. მათ შორის არიან სტივენ სპილბერგი და ლარს ფონ ტრიერი. […]

RELATIONSHIPS ON THE VERGE OF APOCALYPSE Read More »

მთები, გზები, შემოქმედება

მთები და გზები – ხიფათიანი, ძნელადსავალი… მთები და გზები… მათ არ უყვართ სუსტნი და მერყევნი. დასაბამიდან მოდის ასე: ვინც მთას შეუდგება, ვინც გზაზე ფეხს შედგამს, რწმენა უნდა ჰქონდეს მტკიცე, მიზანი ნათელი, ნებისყოფა შეურყეველი. თუ არადა მთა გადაულახავია, გზა – გაუვლელი… ჭეშმარიტი ხელოვნებაც მუდამ ფიქრია, მუდამ განსჯაა ცხოვრებაზე, ადამიანთა სავალ გზებზე, იმაზე, რომ გზა დიდია და

მთები, გზები, შემოქმედება Read More »

WHEN YOU CAN'T WAIT TO TELL, WHAT YOU WANT TO TELL

„კარგი სვანური ისტორია“ – ასე ითარგმნება სვანურიდან ქართულად მარიამ ხაჭვანის 2017 წელს გადაღებული მხატვრული ფილმის სათაური. მაყურებელი ამ კინოსურათს იცნობს სათაურით –  „დედე“ (სცენარის ავტორები – მარიამ ხაჭვანი, ვლადიმერ კაჭარავა). მისი მთავარი გმირი ქალია – დინა (ნათია ვიბლიანი). ფილმის რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ აქ თხრობა სავსებით რეალურ ფაქტებს ეყრდნობა და დინას მსგავსი ამბავი, ისევე,

WHEN YOU CAN'T WAIT TO TELL, WHAT YOU WANT TO TELL Read More »

ANNOTATION OF ONE DESTINY OF MANY SOULS

1980-1990-იანი წლების საქართველომ „ანდერგრაუნდის“ მუსიკოსთა თუ მხატვართა თაობაში ბევრი საინტერესო და, ამასთანავე, ისეთი ბედი შვა, რომელსაც მომავლისკენ მიპყრობილ მზერაშივე გაუჩნდა შიშისმომგვრელი ფიქრი. კეკო ჭელიძის ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირი, მუსიკოსი ლევან სვანიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დროსა და სიცარიელეში ჰპოვა მოჩვენებითი სიმშვიდე. ინტერესი 45 წლის მუსიკოსისადმი, ფაქტობრივად, უმუშევარი რომ არის, დედასთან ერთად რომ ცხოვრობს

ANNOTATION OF ONE DESTINY OF MANY SOULS Read More »

LIFE SACRIFICED TO PERSONAL INTERESTS

იყო ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ იყო დაუნდობელი, სასტიკი, ეგოისტი არსება, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციასა და მდგომარეობაში საკუთარ თავსა და პირად ინტერესებს დააყენებს ყველაფერზე წინ. ამ სისასტიკეში არ არის აუცილებელი მოიაზრებოდეს მაინცდამაინც რაიმე სახის ძალადობა, არამედ სულ უბრალო გულგრილობა, უმოქმედობაც კი. მაშინ, როდესაც ადამიანი ხელოვანია, თანაც შემოქმედებით კრიზისში მყოფი, სისასტიკედ ქცეული გულგრილობა და გარემოებების მიმართ

LIFE SACRIFICED TO PERSONAL INTERESTS Read More »

LIFE AS A MASQUERADE

პატარა, საცოდავი არსებაა ადამიანი. იგი მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. მას აქვს დიდი ეგო, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკმაყოფილებს, კვებავს, საკუთარი თავის იქით არ იყურება, არ აინტერესებს, სხვას რა დაემართება და როგორ იქნება, არ სურს გრძნობები გააშიშვლოს და მეორე ადამიანზე იზრუნოს, არ აღიარებს სხვის პრობლემას იქამდე, სანამ უშუალოდ მას არ შეეხება ეს. იგი ფიქრობს, რომ რაც

LIFE AS A MASQUERADE Read More »

LOST ON THE BRIDGE OF TWO TIMES

ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გამავალ ხიდზე ჩასაფრებულ გარდაუვალ ცვლილებებს გვერდს ვერავინ აუვლის. ბავშვობის მეგობრებთან თითქოს უხილავი გაუცხოება ერთ დღეს თავს იჩენს და ზრდასრულობის წნეხით დამძიმებულ ადამიანებს, საკუთარი თავის პოვნას საზოგადოების მუდმივად ფხიზელი თვალის დაკვირვების ქვეშ მყოფნი რომ ცდილობენ, მისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. ორ ნაპირს შორის გადებული ხიდი ნელ-ნელა ტყდება, მასზე მდგომ ახალგაზრდებს კი მრავალწახნაგოვანი ფიქრები ამძიმებენ –

LOST ON THE BRIDGE OF TWO TIMES Read More »

Beyond the "Horizon"

იყო პერიოდი, როცა მსოფლიო კინემატოგრაფში, და რასაკვირველია, ქართულ კინოშიც, თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ კინორეჟისორი ქალები. კინორეჟისურა, სრულიად უსაფუძვლოდ, მამაკაცების საქმედ უფრო ითვლებოდა. დღევანდელ ქართულ კინოში, მართლაც, წარმატებულია მრავალი კინორეჟისორი ქალი. მათი ფილმების უმეტესობაში მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, მათ გარშემო ტრიალებს სამყარო ყოველდღიური და, არა მხოლოდ ყოველდღიური, პრობლემებით. თინათინ ყაჯრიშვილის კინოსურათის, „ჰორიზონტი“ (2018) მთავარი გმირი, ამჯერად, მამაკაცია

Beyond the "Horizon" Read More »

DAM – SYMBOL OF HOPE OR HOPELESSNESS

  ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა, თუმცა ის ჯერ კიდევ სისხლმდინარე, მოუშუშებელი ტკივილია. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ცდილობენ, ეს მტკივნეული საკითხი ასახონ თავიანთ შემოქმედებაში: არსებობს ამის გადმომცემი არაერთი მუსიკალური, ლიტერატურული თუ კინემატოგრაფიული ნიმუში, გადაღებულია არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური კინოსურათი. ომი სამუდამოდ რჩება ხალხის მეხსიერებაში, თუნდაც მისი დასრულებიდან ათწლეულები იყოს გასული, ამიტომაც ის მუდამ აქტუალურია და

DAM – SYMBOL OF HOPE OR HOPELESSNESS Read More »

WORLD HEROES BOUND BY THE BURDEN OF FREEDOM

თანამედროვე სამყაროს არსებობის ერთ-ერთი, ყველაზე დიდი და, ამასთანავე, რთულად მისაღები უცნაურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ტოლერანტულად მოაზროვნე საზოგადოების კომპლექსით შეპყრობილი, თავად ასეთი საზოგადოება ვერ და არ ეგუება სიცოცხლის გარდაუვალ ჭეშმარიტებებს. ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ (2023, რეჟ. ელენე ნავერიანი) ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა. საერთოდ, ეკრანიზაციის ტრადიციიდან გამომდინარე, მასში, პირველ რიგში, ,,ახალ ხედვას“ ან რეჟისორის ამოკითხულ ქვეტექსტებს

WORLD HEROES BOUND BY THE BURDEN OF FREEDOM Read More »