THE PLACEBO EFFECT

საზოგადოება რთულად იღებს განსხვავებულ ადამიანებს. ისინი ცდილობენ მათნაირი გაგხადონ და არაფერი გქონდეს გამორჩეული, სიახლეებს არ იღებენ, ისე ეფლობიან დოგმებითა და ბორკილებით სავსე სამყაროში, რომ იხრჩობიან. ერთფეროვნება მარწუხებივით ეკრობათ ყელზე და სუნთქვის საშუალება აღარ აქვთ. თუ შეგამჩნიეს, რომ მათნაირი არ ხარ, გრიყავენ და ქვების სროლასაც არ ერიდებიან. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, სხვა ქვეყნებშიც ასეა. …

THE PLACEBO EFFECT Read More

A GAME WITHOUT RULES

1990-იანი წლების ცხოვრება ყველასათვის მტკივნეული პერიოდი იყო. ადამიანებს ყოველდღე გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდათ. იმ პერიოდში მათ როგორც ერთმანეთის უარყოფა, ისე დახმარება ისწავლეს. მათ რომ ერთმანეთი არ ჰყოლოდათ და ჯგუფებად არ ყოფილიყვნენ, იმ არეულ სამყაროში, ალბათ, ვერც გადარჩებოდნენ. სწორედ ჯგუფებად და მხარეებად დაყოფამ გამოიწვია ომი, რომელსაც ბევრი ადამიანი შეეწირა. ომის ერთ-ერთი მიზეზი, ყველაფერთან ერთად, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. …

A GAME WITHOUT RULES Read More

EMPTY SPACE

მშობელი ის ადამიანია, რომელიც ბავშვს მუდამ გვერდით უნდა ჰყავდეს. სამყარო ძალიან მკაცრია იმ პიროვნებების მიმართ, რომლებსაც მხოლოდ დედა ან მამა ზრდის. მათ ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ, აქვთ შეგრძნება, თითქოს საკმარისი არ არიან სხვებისთვის. ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მწვავდება და აჩენს სიცარიელეს. ამ სიცარიელის შევსებას ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ. რეჟისორ დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიან ფილმს, „მამა“ …

EMPTY SPACE Read More

WHAT MIGHT HAVE HAPPENED?

ადამიანები ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი იმპულსურად მოძრაობენ, შედეგებზე არ ფიქრობენ და ხანდახან არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე. მერე ნანობენ და, იგივე შეცდომების დაშვებით, ისევ თავიდან იწყებენ ყველაფერს. ზოგს ჰყოფნის გამბედაობა და ახალ ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან იწყებს, ზოგი კი წარსულს ვერასდროს ეშვება და უკეთესი ცხოვრების იმედად არარსებულ ილუზიებს იქმნის. გიორგი ვარსიმაშვილის მხატვრული ფილმი, „აუხდენელი …

WHAT MIGHT HAVE HAPPENED? Read More

THE LAST KISS

რა არის სიყვარული? ტკივილის, სიხარულის, იმედგაცრუებისა და ვალდებულებების ზღვა. შეგრძნება, რომელიცმისკენ გითრევს და ცდილობს, ყველაფერი დაგათმობინოს. ამ გრძნობის გამო ყველა კომპრომისზე წავა ადამიანი. ხანდახან პიროვნებები აფექტის მდგომარეობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. შურისძიების წყურვილი გონებას ისე უბინდავთ, რომ აღარაფერი აინტერესებთ, შედეგებზე არ ფიქრობენ, უბრალოდ, დგებიან და აკეთებე იმას, რაც სწორად მიაჩნიათ. „რისი მსროლელია, რა იცის, საით ისროლოს“ …

THE LAST KISS Read More

EMPTINESS

სიცარიელე, შეგრძნება, რომელიც საყვარელი ადამიანის წასვლის შემდეგ ტკივილთან და სიმარტოვესთან ერთად ჩნდება. ამ გრძნობის გაქრობა შეუძლებელია. ვერც მეგობრები და ვერც სხვები ვერ ანაცვლებენ მშობლებს. მათი წასვლის შემდეგ ცხოვრება სხვანაირი, უფერული ხდება და ახალი თეთრი ფურცლებიც აღარ არსებობს ყველაფრის თავიდან დასაწყებად. როცა მარტო რჩები ტკივილები მარწუხებივით გეკრობა, კანიდან გამოდიხარ და საკუთარ თავს გარედან უყურებ. ხვდები, რომ …

EMPTINESS Read More

TICKET TO EXIT JAIL

ციხე არის ადგილი, რომელშიც შენი, როგორ პიროვნების, სიტყვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის, ციხის უფროსის ხელშია და სწორედ ის აკონტროლებს, რა მოხდება კედლების შიგნით. სუსტები იშვიათად თუ გადარჩებიან, ძლიერები ციხის მაყურებლები ხდებიან და მთელი მათი იქ ყოფნის მანძილზე სწორედ ციხის უფროსს ექვემდებარებიან ხოლმე. თავისუფლება ციხის კარის წინ მთავრდება. გისოსები მარწუხებივით ეკრობა ადამიანს …

TICKET TO EXIT JAIL Read More

ESCAPE THAT DOESN'T FEEL LIKE FREEDOM

თავისუფლება რთულად მოსაპოვებელი მდგომარეობაა. ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ამ მდგომარეობაში ყოფნას ცდილობენ. მათ ეს ხან გამოსდით, ხან არა. ხშირად სახელმწიფო წყობა პიროვნებებს რთულ სიტუაციაში არსებობას აიძულებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში მოქალაქეები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ და ეგონათ, რომ ყველაფერი, რაც ევროპიდან მოდიოდა, ცუდი და მიუღებელი იყო. სახელმწიფო თვალს უხვევდა ადამიანებს. ისინი სიცოცხლეს აგრძელებდნენ ქვეყანაში, სადაც სახარება და …

ESCAPE THAT DOESN'T FEEL LIKE FREEDOM Read More

COMPULSION

ადამიანებს ყოველთვის უწევთ ვიღაცების დატოვება, გარემოს შეცვლა. ამას ხან საკუთარი ნებით, ხან იძულებით აკეთებენ. ისინი იხლართებიან ურთიერთობების ქსელში და გამოსასვლელს ვერ პოულობენ, არ იციან, როგორ დაბრუნდნენ იქ, სადაც საკუთარი თავი ეგულებათ ან იციან და ვერ ბრუნდებიან. ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობას უწევს გადარჩენისათვის ბრძოლა. იგი ყველაფერს თმობს იმისთვის, რათა საარსებო მინიმუმი ჰქონდეს. ეს მსხვერპლი, ხანდახან, იმდენად …

COMPULSION Read More

NOTHING

ფილმის მთავარი შემადგენელი ნაწილი სიუჟეტის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ხაზია. იმისათვის, რომ კინოსურათი დასრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა მასში წამოჭრილი იყოს რაღაც კონფლიქტი და განვითარებული მოვლენები მის გადაჭრის გზებს დაემსგავსოს. იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი, „ჩემი ოთახი“ (2022) ამ სტანდარტებიდან ამოვარდნილია. ის არა ერთი კინოსურათი, არამედ, ორი ფილმისა და რამდენიმე თემის ერთობლიობისგან შექმნილი კოლაჟია და საკმარისზე მეტი აკლია იმისათვის, …

NOTHING Read More