WHAT MIGHT HAVE HAPPENED?

ადამიანები ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი იმპულსურად მოძრაობენ, შედეგებზე არ ფიქრობენ და ხანდახან არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე. მერე ნანობენ და, იგივე შეცდომების დაშვებით, ისევ თავიდან იწყებენ ყველაფერს. ზოგს ჰყოფნის გამბედაობა და ახალ ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან იწყებს, ზოგი კი წარსულს ვერასდროს ეშვება და უკეთესი ცხოვრების იმედად არარსებულ ილუზიებს იქმნის. გიორგი ვარსიმაშვილის მხატვრული ფილმი, „აუხდენელი […]

WHAT MIGHT HAVE HAPPENED? Read More »

THE LAST KISS

რა არის სიყვარული? ტკივილის, სიხარულის, იმედგაცრუებისა და ვალდებულებების ზღვა. შეგრძნება, რომელიცმისკენ გითრევს და ცდილობს, ყველაფერი დაგათმობინოს. ამ გრძნობის გამო ყველა კომპრომისზე წავა ადამიანი. ხანდახან პიროვნებები აფექტის მდგომარეობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. შურისძიების წყურვილი გონებას ისე უბინდავთ, რომ აღარაფერი აინტერესებთ, შედეგებზე არ ფიქრობენ, უბრალოდ, დგებიან და აკეთებე იმას, რაც სწორად მიაჩნიათ. „რისი მსროლელია, რა იცის, საით ისროლოს“

THE LAST KISS Read More »

EMPTINESS

სიცარიელე, შეგრძნება, რომელიც საყვარელი ადამიანის წასვლის შემდეგ ტკივილთან და სიმარტოვესთან ერთად ჩნდება. ამ გრძნობის გაქრობა შეუძლებელია. ვერც მეგობრები და ვერც სხვები ვერ ანაცვლებენ მშობლებს. მათი წასვლის შემდეგ ცხოვრება სხვანაირი, უფერული ხდება და ახალი თეთრი ფურცლებიც აღარ არსებობს ყველაფრის თავიდან დასაწყებად. როცა მარტო რჩები ტკივილები მარწუხებივით გეკრობა, კანიდან გამოდიხარ და საკუთარ თავს გარედან უყურებ. ხვდები, რომ

EMPTINESS Read More »

TICKET TO EXIT JAIL

ციხე არის ადგილი, რომელშიც შენი, როგორ პიროვნების, სიტყვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის, ციხის უფროსის ხელშია და სწორედ ის აკონტროლებს, რა მოხდება კედლების შიგნით. სუსტები იშვიათად თუ გადარჩებიან, ძლიერები ციხის მაყურებლები ხდებიან და მთელი მათი იქ ყოფნის მანძილზე სწორედ ციხის უფროსს ექვემდებარებიან ხოლმე. თავისუფლება ციხის კარის წინ მთავრდება. გისოსები მარწუხებივით ეკრობა ადამიანს

TICKET TO EXIT JAIL Read More »

ESCAPE THAT DOESN'T FEEL LIKE FREEDOM

თავისუფლება რთულად მოსაპოვებელი მდგომარეობაა. ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ამ მდგომარეობაში ყოფნას ცდილობენ. მათ ეს ხან გამოსდით, ხან არა. ხშირად სახელმწიფო წყობა პიროვნებებს რთულ სიტუაციაში არსებობას აიძულებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში მოქალაქეები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ და ეგონათ, რომ ყველაფერი, რაც ევროპიდან მოდიოდა, ცუდი და მიუღებელი იყო. სახელმწიფო თვალს უხვევდა ადამიანებს. ისინი სიცოცხლეს აგრძელებდნენ ქვეყანაში, სადაც სახარება და

ESCAPE THAT DOESN'T FEEL LIKE FREEDOM Read More »

COMPULSION

ადამიანებს ყოველთვის უწევთ ვიღაცების დატოვება, გარემოს შეცვლა. ამას ხან საკუთარი ნებით, ხან იძულებით აკეთებენ. ისინი იხლართებიან ურთიერთობების ქსელში და გამოსასვლელს ვერ პოულობენ, არ იციან, როგორ დაბრუნდნენ იქ, სადაც საკუთარი თავი ეგულებათ ან იციან და ვერ ბრუნდებიან. ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობას უწევს გადარჩენისათვის ბრძოლა. იგი ყველაფერს თმობს იმისთვის, რათა საარსებო მინიმუმი ჰქონდეს. ეს მსხვერპლი, ხანდახან, იმდენად

COMPULSION Read More »

NOTHING

ფილმის მთავარი შემადგენელი ნაწილი სიუჟეტის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ხაზია. იმისათვის, რომ კინოსურათი დასრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა მასში წამოჭრილი იყოს რაღაც კონფლიქტი და განვითარებული მოვლენები მის გადაჭრის გზებს დაემსგავსოს. იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი, „ჩემი ოთახი“ (2022) ამ სტანდარტებიდან ამოვარდნილია. ის არა ერთი კინოსურათი, არამედ, ორი ფილმისა და რამდენიმე თემის ერთობლიობისგან შექმნილი კოლაჟია და საკმარისზე მეტი აკლია იმისათვის,

NOTHING Read More »

BEYOND THE BORDERS

აზარტული თამაშები თავს აკარგვინებს ადამიანს. ის აჩრდილივით უკან დასდევს მას და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ნარკოტიკივით არის, ერთხელ თუ გასინჯე და მიეჩვიე, მერე გადაჩვევა შეუძლებელია. ლევან კოღუაშვილის ფილმი, „მეოთხე ბრაიტონი“ (2021) გადარჩენისათვის ბრძოლას ჰგავს. თითოეული პერსონაჟი ცხოვრებისა და მისი სირთულეების წინაშე გამართულ რინგზეა, იბრძვის და ცდილობს, თავი გადაირჩინოს. რიგ შემთხვევაში იმარჯვებს, მაგრამ უფრო ხშირად მარცხდება.

BEYOND THE BORDERS Read More »

LIFE AS A MASQUERADE

პატარა, საცოდავი არსებაა ადამიანი. იგი მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. მას აქვს დიდი ეგო, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკმაყოფილებს, კვებავს, საკუთარი თავის იქით არ იყურება, არ აინტერესებს, სხვას რა დაემართება და როგორ იქნება, არ სურს გრძნობები გააშიშვლოს და მეორე ადამიანზე იზრუნოს, არ აღიარებს სხვის პრობლემას იქამდე, სანამ უშუალოდ მას არ შეეხება ეს. იგი ფიქრობს, რომ რაც

LIFE AS A MASQUERADE Read More »

AGONY

ადამიანები ხშირად იღებენ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ისინი აკეთებენ რაღაცას და შედეგებზე არც ფიქრობენ. მათთვის მთავარია იმ წამს მოაგვარონ არსებული პრობლემა და ამოისუნთქონ, არ აინტერესებთ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ყოველივეს. ხანდახან ავიწყდებათ, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. ერთადერთი გამოუსწორებელი მდგომარეობა სიკვდილია, გარდაცვლილ ადამიანებს ვერ აცოცხლებენ. მამები ოჯახში პრობლემის მთავარი გადამჭრელები არიან ხოლმე. ნებისმიერი დაბრკოლება მათ ფსიქიკას აყენებს

AGONY Read More »