ცხოვრება, როგორც მასკარადი

პატარა, საცოდავი არსებაა ადამიანი. იგი მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. მას აქვს დიდი ეგო, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკმაყოფილებს, კვებავს, საკუთარი თავის იქით არ იყურება, არ აინტერესებს, სხვას რა დაემართება და როგორ იქნება, არ სურს გრძნობები გააშიშვლოს და მეორე ადამიანზე იზრუნოს, არ აღიარებს სხვის პრობლემას იქამდე, სანამ უშუალოდ მას არ შეეხება ეს. იგი ფიქრობს, რომ რაც …

ცხოვრება, როგორც მასკარადი წაკითხვა

აგონია

ადამიანები ხშირად იღებენ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ისინი აკეთებენ რაღაცას და შედეგებზე არც ფიქრობენ. მათთვის მთავარია იმ წამს მოაგვარონ არსებული პრობლემა და ამოისუნთქონ, არ აინტერესებთ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ყოველივეს. ხანდახან ავიწყდებათ, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. ერთადერთი გამოუსწორებელი მდგომარეობა სიკვდილია, გარდაცვლილ ადამიანებს ვერ აცოცხლებენ. მამები ოჯახში პრობლემის მთავარი გადამჭრელები არიან ხოლმე. ნებისმიერი დაბრკოლება მათ ფსიქიკას აყენებს …

აგონია წაკითხვა

პოლონეთიდან საქართველომდე

მოგონებები არასდროს ტოვებენ ადამიანებს. ისინი მხოლოდ ცოტა ხნით დავიწყებას მიეცემიან და შემდეგ უეცრად ისევ ზედაპირზე ამოდიან. ეს წარსულის ფრაგმენტები ხანდახან სასჯელია, ხანდახან საჩუქარი – გააჩნია რისი გახსენება სურს გონებას და ცხოვრების რა ნაწილი მიეცა დავიწყებას. მათ დრო და სივრცე არ აქვთ. წარსულში მომხდარი ამბები ცნობიერს არაცნობიერში გადააქვს და მის შემოკლებულ, შედარებით დამახინჯებულ ინფორმაციას იქ ინახავს. …

პოლონეთიდან საქართველომდე წაკითხვა

გაცრეცილი სიყვარული

სიყვარული მარადიული გრძნობა არ არის. ის დროთა განმავლობაში იცრიცება და ოჯახური პრობლემების ჭაობში იკარგება. ცდილობენ ხოლმე ადამიანები ურთიერთობის გადარჩენას, მაგრამ, ხანდახან, ყველა მცდელობა კრახით მთავრდება. საერთოდ, რა არის ან როგორია სიყვარული? ალბათ, ელდარ შენგელაიას ფილმის, „შერეკილები“ პერსონაჟი, ქრისტეფორე მგალობლიშვილი მის დასაცავად იტყოდა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, მაგრამ, ზოგჯერ, ასე საერთოდ არც არის. ის …

გაცრეცილი სიყვარული წაკითხვა

ცოდვის შვილები

სკოლა, ადგილი, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ ადამიანები. გაიცნობენ სხვებს, უმეგობრდებიან, ჩხუბობენ კიდეც, უშვებენ შეცდომებს და შემდეგ ეს ყველაფერი მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვებათ. თითოეული არასწორად გადადგმული ნაბიჯი თუ შეუსაბამო ქცევა სხვებზე ახდენს გავლენას. იარები, რომლებიც სკოლიდან აქვთ ადამიანებს ზოგჯერ ხილულია, ხშირად უხილავი და მათ ანადგურებს. „სალამი, ჩემო ტანჯულო ბავშვობავ!“ – ფრაზა, რომელმაც მთელი კინოსურათი დაიტია. …

ცოდვის შვილები წაკითხვა

გამოღვიძება

ზამთარი. სეზონი, როცა დრო ჩერდება. ადამიანები თბილ სახლებში იკეტებიან და გარე სამყაროსთან კონტაქტს თითქმის წყვეტენ. ისინი იქამდე არიან მოშორებული ყველაფერს, სანამ მზე ისევ არ მოვა მათ ფანჯრებთან ან მერცხლის ხმას არ გაიგონებენ. ამ პერიოდში დეპრესიის გაჩენის უზარმაზარი შანსია. შენ, როგორც პიროვნება, რჩები მარტო საკუთარ თავთან და უფრო მეტი დრო გაქვს ემოციების გამოსახატად, ცხოვრებაში გასარკვევად. დეპრესია …

გამოღვიძება წაკითხვა

სიყვარულისგან შორს

არის თუ არა „შუშანიკის წამება“ ოჯახური დრამა? ალბათ, არა, მაგრამ მანანას ცხოვრება ნამდვილად ჰგავდა ოჯახურ დრამას კინოსურათში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (2017, რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი და საიმონ გროსი), რომელიც დამსხვრეული სიყვარულის მაგალითია. იგი მიყვება იმ ეტაპებს, რომლის გავლაც უწევთ წყვილებს, რომლებიც მარტო არ ცხოვრობენ. მაშინ, როცა მესამე პირი ერევა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, ყველაფერი ირევა და ქაოსს ემსგავსება, …

სიყვარულისგან შორს წაკითხვა