გაუცხოებულები და განწირულები 

ორი – როგორც ამბობენ – სრული ოჯახი (ცოლ-ქმარი + შვილები) – ზაფხულის დღეების გასატარებლად, შუაგულ ტყეში, ტბისა და ჭაობის სიახლოვეს მდებარე საოჯახო სასტუმროში ერთდროულად სახლდება. განმარტოება გამორიცხულია, რაც, სავარაუდოდ, იყო თითოეულის მიზანი, როდესაც დასასვენებლად, სწორედ ეს, „ცივილიზაციისგან“ იზოლირებული ადგილი და გარემო აირჩიეს. ასეთ პირობებში ვითარდება ვახტანგ ჯაჯანიძის მხატვრული ფილმის, „რეალური არსებები“ (2025) ამბავი. განმარტოება, იზოლირება, […]

გაუცხოებულები და განწირულები  Read More »

გაფრენა

„თქვენ ოდესმე ხელიგულიდან ჩიტი აგიფრენიათ? შეგიგრძვნიათ ის სიმსუბუქე? ამაშია საქმე… ამას ბაბუაჩემმა მაზიარა. ახლაც მახსოვს ის აფრენა. ისეთი ბედნიერება წამოვიდა, ისეთი რო…. თითქოს მეც ამწია ცაში. ასეთ დროს მთელი სხეულით შეიგრძნობ სულის მოძრაობას… თავისუფალი სულის მოძრაობას“ – ეუბნება ავთო მახარაძის გმირი თავის სტუდენტებს შალვა შენგელისა და ირინე ჯავახიძის მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „სავსე სიცარიელე“ (2024).  75

გაფრენა Read More »

ზამთარი ჩვენი მარტოობისა

სამხრეთის ქვეყნებისთვის თოვლი იშვიათი და ცოტა მისტიკური მოვლენაა, მათ შორის საქართველოსთვისაც. ის თითქოს დროს აჩერებს და ამ გაჩერებულ დროში ადამიანებს სამყაროსგან განცალკავებისა და მარტოობის განცდა ეუფლება.  ბაკურ ბაკურაძის ფილმში, „თოვლი ჩემს ეზოში“ (2024) მძიმე და სველი ფიფქებით თოვს. თოვლი მოდის და დროსთან ერთად გმირების „გაჩერებული“ ცხოვრების მოწმეებად აქცევს მაყურებელს. მთავარი გმირი ლევანია (ლევან გოგოლაძე), ოდესღაც

ზამთარი ჩვენი მარტოობისა Read More »

სად არის სახლი?

აფხაზეთი და დევნილობის თემები ქართულ კინოში ძალიან ხშირად გვხვდება. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ბევრმა ადამიანმა დაკარგა სახლ-კარი, ოჯახები დაშორდნენ ერთმანეთს და ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, სხვა ადგილას დასახლებულიყო. ეს ისტორია დღემდე მნიშვნელოვანია ქართული კინოსთვის. რეჟისორები ხშირად უბრუნდებიან ამ თემას და სხვადასხვა მხრიდან აჩვენებენ ადამიანების ტკივილს, მარტოობას, იმედგაცრუებას და სანამ ეს კონფლიქტი იარსებებს, რეჟისორებს ყოველთვის ექნებათ

სად არის სახლი? Read More »

ადამიანებად შეუმდგარი არსებები

თანამედროვე კონსუმერულმა საზოგადოებამ XXI საუკუნეში გაუცხოება არა მხოლოდ გააღრმავა, არამედ მას ახალი, თითქმის შეუმჩნეველი ფორმები მიანიჭა. ეს პრობლემა ისტორიულად ძველია, თუმცა დღევანდელ ყოფაში – ტექნოლოგიური პროგრესისა და მოხმარებაზე ორიენტირებული ცხოვრების ფონზე – გაუცხოება ყოველდღიურობის ორგანულ ნაწილად იქცა. ადამიანი აღარ არის მხოლოდ მარტო, ის სისტემურად იზოლირებულია. სწორედ ამ სულიერი კრიზისის დიაგნოსტიკა იქცა საავტორო კინოს ერთ-ერთ მთავარ

ადამიანებად შეუმდგარი არსებები Read More »

მიპასუხე, ტალახის კაცო!

ახტალა. ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტი საქართველოში. თბილისიდან 122 კილომეტრის დაშორებით. ოფიციალური ცნობებით, ვულკანური წარმოშობის მინერალებით მდიდარი ტალახის სამკურნალო თვისებებზე ხმის გავრცელების შემდეგ, XVIII საუკუნიდან, იმ მიდამოებში ჯერ ბარაკული ტიპის დასახლება გაჩნდა, რომელიც შემდეგ სოფლად გადაიქცა, სადაც სანატორიუმი აშენდა, რომელიც, მოგვიანებით, ქალაქ გურჯაანის შემადგენლობაში მოექცა.  ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ტბის წარმოშობა ფერისცვალება დღეს (რომელიც ერთ-ერთ უდიდეს უქმედ

მიპასუხე, ტალახის კაცო! Read More »

დედობა კონტრაქტით

2012 წელს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში გავიდა ერთი დოკუმენტური ფილმი. ეს იყო ამბავი ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც 4 წლის შვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა. ის ყოველდღიურად მუშაობდა, თან მოწყალებას ითხოვდა, რომ 5 ლარად ექირავებინა ადგილი ინტერნეტ-კაფეში, სადაც ბავშვთან ერთად ღამეს გაათენებდა. მაყურებელმა მტკივნეულად მიიღო და გულთან ახლოს მიიტანა მისი ამბავი. ტელევიზიაში რეკავდნენ, მიდიოდნენ ადამიანები,

დედობა კონტრაქტით Read More »

ჭვავის ყანაში მორბენალი ბავშვების სადარაჯოზე

,,თუ სიზმარი ფხიზელი ცხოვრების თარგმანია, მაშინ ფხიზელი ცხოვრებაც ასევე სიზმრის თარგმანია. გონებას უყვარს შეუცნობელი. მას უყვარს გამოსახულებები, რომელთა მნიშვნელობაც ამოუცნობია, რადგან თავად გონების მნიშვნელობაც ამოუცნობია” – ამბობდა რენე მაგრიტი. შეუცნობლის შეცნობის მცდელობა, შეიძლება ითქვას, ნებისმიერი ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ცხოვრებისეული გამოწვევაა. ხელოვანი ადამიანისთვის ეს, წესით, ორმაგად საინტერესო და კომპლექსური პროცესი უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება, როცა

ჭვავის ყანაში მორბენალი ბავშვების სადარაჯოზე Read More »

ვინც არ დაიჩოქა

ომი ადამიანებმა შურისძიებისთვის გამოიგონეს. როცა ის იწყება, გარშემო ყველას და ყველაფერს ანადგურებს. სულერთი ხდება, რომელი მხარეა მართალი. მას მხოლოდ ცხედრები, დანგრეული ქალაქები და ტკივილი მოაქვს. ომში გამარჯვებული არ არსებობს – იქ მხოლოდ დანაკარგებსა და დაჭრილებს ითვლიან. ტყვიების ზუზუნი დიდხანს რჩება ადამიანების მეხსიერებაში. ყველაზე მწარე ძმათა ომია: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს შენი სხეულის ნაწილს იჭრი და სისხლისგან

ვინც არ დაიჩოქა Read More »

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..

ალექსანდრე კობერიძის ფილმში, „ხმელი ფოთოლი“ (2025) განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება. ან, საერთოდ, „არაფერი“. ამ ამბავს არც სიუჟეტი აქვს, არც კლასიკური დრამატურგიული წყობა. სამაგიეროდ, აქვს მყარი და მკაფიო „შინაგანი“ მოხაზულობა და უჩვეულო აგებულება. არავის ჰგავს და „გარედან“ არაფერს იმეორებს. მსუბუქია და ნათელი, თუმცა ბევრ პრობლემას მოიცავს – პირადულსა და საყოველთაოს.  რეპორტიორი ლიზა მშობლებს გამოსამშვიდობებელ წერილს უტოვებს

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?.. Read More »