ETERNAL QUEST

ადამიანი, რომელიც მარტოობისა და შინაგანი სიცარიელის მსხვერპლია, ხშირად ხდება საკუთარი თავის ტყვე, ირგვლივ აღიმართავს ხელოვნურ ბარიერებს და გააზრებულად თუ გაუაზრებლად განიზიდავს ყველას და ყველაფერს, რათა ქვეცნობიერმა დაიცვას პოტენციური საფრთხისაგან. მიუხედავად ამისა, მსგავსი ინდივიდები ყველანაირად საჭიროებენ თვითგანკურნებას და ხშირად დახმარებას ღებულობენ იქიდან, საიდანაც არც კი ელიან. ეგზისტენციალიზმის ეს პრობლემა მრავალი საუკუნეა კაცობრიობის ყურადღების ცენტრშია და უამრავი […]

ETERNAL QUEST Read More »

UNAVAILING PROMISE

There comes a moment in every person’s life when they lose the ability to face great hopelessness, disappointment, and setbacks. At such times, we make decisions that we are not proud of. Often we justify this by saying that we are in trouble, “that’s what life brings,” and so on. At some point, such a gap appears among people that it is difficult to recognize who is right. Is everything in the world divided into good and bad?

UNAVAILING PROMISE Read More »

HOPE LOCKED UP IN THE BOX

ადამიანის ბუნებაში მჭიდროდ ჩაჭედილი ლურსმანივითაა გამჯდარი კომფორტის ძიება და უკეთესისკენ სწრაფვა. როგორც წესი, როცა ჩიხში მოქცეული ინდივიდი ალყაშემორტყმული კედლების გარღვევას ვერაფრით ახერხებს, ნაცვლად იმისა, რომ სრულ სასოწარკვეთას მიეცეს, გამალებით აცეცებს ხელებს ღრიჭოების საპოვნელად – ეგებ შენიშნოს თავისუფალი სივრცეები, რომელთა ამოვსებაც მის წინააღმდეგ ამხედრებულ ცხოვრებას გამორჩა და მათზე ფეხის დადგმითა და ბაწრად დაწნულ უკანასკნელ ოცნებაზე ჩაჭიდებით

HOPE LOCKED UP IN THE BOX Read More »

VISIBLE AND INVISIBLE

გარემოვაჭრეები არიან ის ადამიანები, რომელთა შრომა რამდენადაც ხილული, ამდენადვე უხილავია. ხილულია იმ მხრივ, რომ ისინი თითქოს განუყოფელ დეტალს წარმოადგენენ ქუჩებისა და ქალაქების ექსტერიერისათვის. უხილავობაც ზუსტად ამ ყოველდღიური გადაკვეთისა და ნახვის შესაძლებლობის გაცვეთილი სურათებიდან გამომდინარეობს, რომელსაც რამდენადმე უსწორდება თვალი, ჩაუვლის ფიზიკური სხეული გვერდს თუ შეიძენს მისგან ყოველდღიურ საჭირო პროდუქტებს, იმდენადვე გაგრძელებს მის გზას, შეუმჩნევლად მოიტოვებს უკან

VISIBLE AND INVISIBLE Read More »

 YOU ARE INVITED TOO 

ათწლეულების წინ, ინდონეზიაში, სულავესის კუნძულის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე ნახატებს მიაგნეს. უახლესი ტექნიკის გამოყენებით აღმოჩნდა, რომ ნახატები 51 200 წლის წინ არის შექმნილი და უძველესი ნარატიულიხელოვნების ნიმუშებია, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ. მკვლევართა აზრით, ასეთ ნახატებს ადრეული ჰომო საპიენსისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კედლებზე ასახულია ღორებზე ნადირობის სცენა – ასე ამცნომსოფლიოს ერთმა სტატიამ უძველესი ხელოვნების შესახებ. მოდი, დრო ავაჩქაროთ,

 YOU ARE INVITED TOO  Read More »

OH, THESE DESTRUCTIVE ILLUSIONS OF OURS

რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ვხდებით საკუთარი ემოციურობის, მეოცნებე ბუნებისა და გულუბრყვილობის მსხვერპლი. ხშირად დაუფიქრებლად, გაუცნობიერებლად ვეხვევით საკუთარი ფანტაზიების მორევში და გვავიწყდება, ობიექტურად შევხედოთ რეალობას. გვჩვევია აღტაცება საგნებითა თუ ადამიანებით და ვერ ვაანალიზებთ, რამდენად შეესაბამება ჩვენს მიერ განცდილი ან გადმოცემული გრძნობები სინამდვილეს. არის შემთხვევები, როდესაც მათ ვენდობით, ვისაც არც კი ვიცნობთ, ისინი გვიყვარდებიან, ვის პიროვნებასა და

OH, THESE DESTRUCTIVE ILLUSIONS OF OURS Read More »

WHAT IS DAD SCARED OF?

ოჯახში არსებული გაუცხოება ქართული კინოსათვის ნაცნობი თემაა. გურამ ბაქრაძის სტუდენტური ფილმი, “მამაც” (2014) ამ თემას ეხება. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა ეს პრობლემა ლაკონურად, თანმიმდევრობითა და ბევრი კითხვის ნიშნის გაჩენის გარეშე მოგვიყვა. ნამუშევარი დაცლილია უსარგებლო დეტალებისაგან და ყურადღება მხოლოდ იმ მომენტებზეა გამახვილებული, რომლებიც კონკრეტული მიზნისთვის სჭირდებოდა რეჟისორს. ფილმში სულ სამი მთავარი პერსონაჟია, ქართული საზოგადოების ტიპურ სახეებს რომ

WHAT IS DAD SCARED OF? Read More »

HOW TO "ARRANGE" IDEAL CORRUPTION

2022 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში აჩვენეს სტუდენტური ანიმაციური ფილმი, ,,ცათამბჯენი“ (2020), რომელმაც ჩემთვის ფავორიტ ნამუშევართა სიაში ადვილად დაიკავა თავისი ადგილი. იშვიათად მომწონებია პატარა კინემატოგრაფიული ამბავი, რომელიც სათქმელს ასე ლაკონიკურად, მრავლისმთქმელად და შთამბეჭდავად ამბობდეს. მითუმეტეს კი, ისეთ მარადიულ ადამიანურ მანკიერებასა და, სამწუხაროდ, დაუძლეველ პრობლემაზე, როგორიც კორუფციაა. ,,ანიმაციას შეუძლია ახსნას ნებისმიერი რამ, რისი წარმოდგენაც

HOW TO "ARRANGE" IDEAL CORRUPTION Read More »

REVENGE

უცნაური რამაა ეს ცხოვრება. არასდროს იცი, რა დროს რას უნდა მოელოდე მისგან. ხანდახან განცდა გაქვს, რომ ვიღაც შენს ყოველდღიურობას თვალს ადევნებს და ზუსტად ისეთ მომენტში გიქმნის პრობლემას, როცა ყველაზე ნაკლებად ელი და ყველაზე ნაკლებად ხარ მზად მის მოსაგერიებლად; როდესაც გგონია, რომ უკვე სამშვიდობოს ხარ გასული და წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები შენზე გავლენას ვეღარ იქონიებენ; როცა

REVENGE Read More »

IMITATION – AID OR HINDERING FACTOR NEEDS

თანამედროვე საავტორო კინოში გვხვდება რამდენიმე სპეციფიკური ნიშანი, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორებიც მიმართავენ და ხშირად ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ფილმს ეს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ შეიქმნა კონკრეტული სტანდარტი და ეს სტანდარტი „აუცილებლად“ გასათვალისწინებელია. ამდენად, ხშირადაა ფილმებში მიბაძვა. ერთი მხრივ, მიბაძვა შესწავლის და განვითარების პროცესია, ხოლო მეორე მხრივ, ის რეჟისორისთვის, განსაკუთრებით კი დამწყები რეჟისორისთვის, ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება.

IMITATION – AID OR HINDERING FACTOR NEEDS Read More »