TBILISIAN “SWEET LIFE”

სიღარიბე საშინელი რაღაცაა, პირდაპირ სულში გწვდება და ადამიანობას გართმევს ისეთი ნელი აგონიით, რომ საკუთარ თავს ვეღარც ცნობ. არ იცი, რისთვის გააბიჯებ თბილი ოთახიდან გაყინულ ქალაქში. სევდიან რუტინად ქცეული ყოველდღიური პირქუში დღეები იმდენად მისაღები ხდება, დაგავიწყებს, რა არის კარგი ცხოვრება. თბილისის გადაღლილ ქუჩებში აქეთ-იქით მიმავალი ხალხი ზოგჯერ ყურსაც კი არ შეიბერტყავს, ისე ჩაუვლის დიდი სინანულით გამოწვდილ […]

TBILISIAN “SWEET LIFE” Read More »

 THE ILLUSION OF REALITY OR CONVERSELY

ივანე ბეგიაშვილის სტუდენტური ფილმი, „დიალოგი ტბის პირას“ (2022), რომელიც გადაღებულია რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის – „დიალოგი წყვდიადში“ მოტივების მიხედვით, უფრო საინტერესოს ხდის მის ყურების პროცესს. მიუხედავად ამისა, დასასრულისას რჩება შეგრძნება, რომ ფილმს რაღაც აკლია და რომ თითქოს რეჟისორმა განზრახ დატოვა მაყურებელი ამ უჩვეულო პოზიციაში. ეს აჩენს კითხვას – წარმოდგენილი ამბავი რეალურია თუ ძლიერად შეფუთული ილუზიაა?  პირველივე

 THE ILLUSION OF REALITY OR CONVERSELY Read More »

SILENT CRY OF THE PAST

ხშირად, როდესაც სიცოცხლის უსაშველო, გადახლართულ რითმში ხარ ჩართული, ძნელია შენს ირგვლივ რეალობას ნამდვილად ჩახედო თვალებში. ცხოვრება იმდენად გაუგებარია, რომ თითქმის შეუძლებელია გაჩერდე და გვერდიდან შეხედო საკუთარ გზაზე მიმავალ თავს. სამწუხაროა, რომ ჩვენთვისავე მნიშვნელოვან რაღაცეებს სწორედ მაშინ ვაანალიზებთ, როდესაც ჭეშმარიტი დასასრული ახლოსაა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს, რომ არაფერს არ ნანობს. ეს ცხოვრებისეული ტრაგედია და

SILENT CRY OF THE PAST Read More »

THE DREAM OF LEAVING

თანამედროვე ქართული კინო ხშირად ქვეყანაში აქტუალური სოციალური პრობლემების ანარეკლს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარი გვიხატავს მტკივნეულ ესკიზს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ადამიანი, გააცნოს თავისი სამყარო უცხო სტუმარს, მაშინ როცა თავად ამ სამყაროსგან გაქცევაზე ოცნებობს. ფილმი იწყება უმარტივესი სიტუაციით, აეროპორტში დახვედრით, თუმცა ერთი დაკარგული სავიზიტო ბარათი მთელ მოქმედებას კომიკური და დრამატული გაუგებრობის პლატფორმად აქცევს. ეს არის

THE DREAM OF LEAVING Read More »

WHAT RIGHTS DOES POVETRY GIVE PEOPLE?

სიღარიბე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური და ეკონომიკური მოვლენაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ცალკეული ინდივიდის, ისე საზოგადოების მთლიანობისა და განვითარების პერსპექტივებზე. იგი განისაზღვრება მატერიალური, საგანმანათლებლო თუ კულტურული შესაძლებლობების დეფიციტით, რაც ადამიანის სოციალურ ინტეგრაციასა და ღირსეულ ცხოვრებას ზღუდავს. ხშირად უკმარისობა, სიღარიბე და სხვადასხვა საჭიროება ანადგურებენ მორალურ საზღვრებს. ამ მიზეზით სიღარიბე კინოშიც მნიშვნელოვან და საინტერესო თემად იქცა, ვინაიდან ვიზუალური

WHAT RIGHTS DOES POVETRY GIVE PEOPLE? Read More »

White Light

„და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.“( „ძველი აღთქმა, დაბადება“) – აღნიშნული ციტატა ბიბლიიდან, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ პირველ სიმბოლურ გამმიჯვნელ მეტაფორად გვევლინება სინათლესა და სიბნელეს, დღესა და ღამეს, როგორც სიკეთის, იმედის, რწმენისა და, მეორე მხრივ, უიმედობის, ამოუცნობის განსახიერებას შორის.

White Light Read More »

A STORY LOST IN BEAUTIFUL SHOTS

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობელზე ზრუნვა შვილისთვის უდიდესი გამოწვევაა, რომელიც ფიზიკურ თუ ემოციურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს არის როლების ინვერსია, სადაც შვილი, რომელიც ბუნებრივად მშობლის მზრუნველობას უნდა გრძნობდეს, თავად კისრულობს მეურვის ფუნქციას. ასეთ დროს ყოველდღიურობა იქცევა რუტინულ მოვალეობათა უწყვეტ ჯაჭვად, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ დახმარებას, არამედ მუდმივ ემოციურ მხარდაჭერასაც. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ემოციური

A STORY LOST IN BEAUTIFUL SHOTS Read More »

LIVING POVETRY

ხელოვნება ხშირად იქცევა ხოლმე იმ ხმად, რომელსაც საზოგადოება არ ან ვერ უსმენს. არსებობს თემები, რომლებზეც ხშირად რთული და მტკივნეულია საუბარი. სიღარიბე სწორედ ასეთი თემაა. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ცნება, არამედ ღრმად ადამიანური ტრაგედია, რომელსაც შეუძლია პიროვნება ჩრდილში მოაქციოს, წაართვას სახე და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემად აქციოს.  სწორედ ამ მძიმე რეალობას წარმოაჩენს ნათია შარმიაშვილის სტუდენტური ფილმი

LIVING POVETRY Read More »

LOST LIFE

ოჯახის დანგრევა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული გამოცდილება შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის, უბრალოდ, ურთიერთობის დასრულება, ეს არის ერთგვარი გლოვის პროცესი იმიტომ, რომ ადამიანი კარგავს არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ საერთო მომავალს, ოცნებებსა და ცხოვრების ჩვეულ სტილს. განშორებისას მას სიცარიელისა და უიმედობის განცდა ეუფლება. ასეთ დროს პირველი და ყველაზე მძაფრი ემოცია მწუხარებაა. ის ღრმა

LOST LIFE Read More »

WAITING FOR FAITH

ადამიანური ფუნდამენტის მთავარი ქვაკუთხედი ურთიერთობებია. ეს ურთიერთობები ერთმანეთთან და შემდეგ საკუთარ თავთან გვაკავშირებს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოჩენილ ძვირფას ადამიანებს, სხვადასხვანაირად, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ყველასათვის. და-ძმის ურთიერთობას ხშირად შეიძლება ბეწვის ხიდზე გადიოდეს. რთული წარმოსადგენი არაა, თუ რამდენად კომპლექსურია ურთერთობა, სადაც ერთ ჭერქვეშ, ერთ გარემოში, ერთ ოჯახში იზრდება ორი ადამინი და მხოლოდ ასეთ ცხოვრებას არიან მიჩვეული. მოულოდნელად,

WAITING FOR FAITH Read More »