ON REALITY, INTERNAL STRUGGLES AND WEAKNESSES

თანამედროვე კინოს ისტორიაში ზაზა ურუშაძის ფილმი, „აღსარება” (2017) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც აშუქებს ადამიანის შინაგან ბრძოლას, სინდისის ტვირთსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას. რეჟისორი ცდილობს, გააანალიზოს ადამიანის ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობის სიღრმეები, შიშები და შეცდომები. ამბავი საკმაოდ პოზიტიურად იწყება. მამა გიორგი, თავის მორჩილთან ერთად,ჩადის პატარა სოფელში ღვთისმსახურებისათვის. იმისთვის, რომ ადგილობრივების კეთილგანწყობა მოიპოვოს და აზიაროს სულიერ ცხოვრებას, გადაწყვეტს, …

ON REALITY, INTERNAL STRUGGLES AND WEAKNESSES Read More

THE OTHER SIDE OF THE COIN

ადამიანები ერთმანეთს ზემოდან უყურებენ. ხმას არ იღებენ მათ გარშემო არსებულ უსამართლობაზე და თავის ნაჭუჭში აგრძელებენ ცხოვრებას იქამდე, სანამ საცხოვრებელს ბზარები არ გაუჩნდება და გარეთ გამოსვლა არ მოუწევთ.საზოგადოება თანამდებობის წარმომადგენლებს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ თანამდებობის პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც შედარებით იერარქიულად მაღალ საფეხურზე აღმოჩნდნენ. მიხეილ გაბაიძის ფილმი, „ვაზომოტორული რინიტი“ (2024) არც კომედიაა …

THE OTHER SIDE OF THE COIN Read More

MYTH IN THE AGE OF TECHNO GENESIS

ყველას გვაქვს განსაკუთრებული ფილმების სია. მათი ნახვისას იღებ ესთეტიკურ-ფილოსოფიურ შოკს და გრჩება შთაბეჭდილება, რომელიც წლების განმავლობაში აგრძელებს შენში ცხოვრებას და ილექება შენივე ცნობიერების აკლდამაში, შენი ნაწილი ხდება და არასდროს გავიწყდება. დრო გადის, სხვა, ახალ ფილმებსაც ნახულობ, მაგრამ ასეთი ფილმების გავლენას, ციტირებასა თუ უბრალო პარალელს სხვა ნამუშევრებშიც პოულობ და ამით ისინი ერთგვარი კულტურული საზომი და სტანდარტი …

MYTH IN THE AGE OF TECHNO GENESIS Read More

TWO DAYS IN ANNA'S LIFE

ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც მიმხვდარა, რომ მისთვის ცვლილების დროა და სწორხაზოვანი, უღიმღამო, მცდარი გზიდან გადახვევისკენ რაღაც უბიძგებს. შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომლის ერთი სიტყვაც მეხის დაცემასავით შეაჯანჯღარებს ან რაღაც, რაც მის ცნობიერებასა და აზროვნებას სრულიად შეცვლის. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ხვდები, რომ ნელ-ნელა ცხოვრება უფსკრულისაკენ მიგაქანებს, შენ კი მიჰყვები მას, როგორც …

TWO DAYS IN ANNA'S LIFE Read More

CINEMA – WEAPON FOR PROPAGANDA

თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა, რომელიც იწვევს ფილტვების დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებსა და სიმსივნეს. ნიკოტინი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს დამოკიდებულებას, რაც რთულს ხდის მის შეწყვეტას. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი აგრძელებს მოწევას სტრესის შესამსუბუქებლად თუ სხვა მიზნებისათვის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები ცდილობენ ცნობიერების ამაღლებას და მოწევის შემცირებას. მსგავსი გლობალური პრობლემისადამი მიძღვნილი კინოსცენარის შექმნა მარტივი, მაგრამ არცთუ ისე …

CINEMA – WEAPON FOR PROPAGANDA Read More

MODERN FAMILY

კინო ყოველთვის იყო სოციალური საკითხების ხაზგასმისა და განხილვის ძლიერი ინსტრუმენტი. ფილმი საშუალებას იძლევა, სხვა კუთხით დავინახოთ ჩვენი ცხოვრება. რეჟისორების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არა მხოლოდ მაყურებლის გართობა, არამედ სოციალური პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობის გაცნობიერებაა და, ხშირ შემთხვევაში, ამას საინტერესოდ აკეთებენ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებში. ავტორებს თავისი სათქმელის გადმოსაცემად არ სჭირდებათ დიდი თანხების დახარჯვა, ცნობილი მსახიობები ან გულისამაჩუყებელი კინომუსიკა, საკმარისია, …

MODERN FAMILY Read More

WHERE IS HAPPINESS?

პირველყოფილი საზოგადოება ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრობდა. ადამიანები საჭირო ნივთებს თავად ქმნიდნენ, აგროვებდნენ და აშენებდნენ. ისინი თევზაობითა და მიწათმოქმედებით არსებობდნენ, ერთმანეთის დახმარებით უზრუნველყოფდნენ ცხოვრებას. იმ პერიოდში საკუთრების ცნება ჯერ კიდევ არ არსებობდა. შემდეგ კი ვაჭრობისა და ფულის გამოგონებამ საზოგადოების სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. ფულმა მდიდარი და ღარიბი ფენები ჩამოაყალიბა. გაჩნდა საკუთრების ცნებაც და სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები. ნუცა …

WHERE IS HAPPINESS? Read More

FROM DRUG TO DRUG

1990-იანი წლების ტკივილები დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება საქართველოს ისტორიაში, როდესაც თბილისში ფრონტი გაიხსნა და თანამოქალაქეებმა ერთმანეთს ტყვია ესროლეს. ეს იყო, როგორც მაშინ იტყოდნენ, „ძმათამკვლელი ომი“. ამ პერიოდში მოხდა მთელი ერთი მთლიანი თაობის ფორმირება, რომლისთვისაც ქუჩა და მისი „აკადემია“ უფრო ფასობდა, ვიდრე კანონი ან მორალი. იყო სრული განუკითხაობა ქვეყანაში, სადაც ერთმანეთის მომკითხავი მტერიც არსებობდა და მოყვარეც. …

FROM DRUG TO DRUG Read More