AUTUMN ROMANCE

როდესაც ფილმის პირველწყარო ლიტერატურაა, თანაც სულ ახალი და ძალიან პოპულარული, ბუნებრივია, ვერ აცდები შედარებებს და შემიძლია თავიდანვე ვთქვა, ამ შედარებისას ელენე ნავერიანის ფილმი, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (2023) წაგებული არ გამოდის. სიმართლე ვთქვა, არ ვარ თამთა მელაშვილის რომანის თავგადაკლული მოტრფიალე. ბევრი რამ მასში ზედმეტად გათვლილი, აქტუალური ტენდენციებისა და მოდური მოსაზრებების ილუსტრაციად მეჩვენა. თუმცა როცა მისი ეკრანიზების […]

AUTUMN ROMANCE Read More »

I DO NOT BELEIVE 

დავიწყებ არცთუ ორიგინალური კითხვით – რის მიხედვით ვაფასებთ, ზოგადად, ფილმს, რას ვაქცევთ უპირატეს ყურადღებას: „რას“ თუ „როგორს“?  თუ „რას“ – მაშინ ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა“ (2021) მშვენიერი ფილმია, აქტუალური პრობლემით, რომელიც დღეს წამყვან ტენდენციად იქცა არამარტო მსოფლიო, არამედ ქართულ კინოშიც, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება კვლავინდებურად თვალს უხუჭავს მას და არც დიდად სიამოვნებს ამაზე ლაპარაკი. განსხვავებულობის

I DO NOT BELEIVE  Read More »

GENRE OF OUR LIFE: DRAMA OR BLACK COMEDY?

სოსო ბლიაძის ფილმი, „ოთარის სიკვდილი“ (2021) უცნაური ნამუშევარია. მთავრდება კინოსურათი და ვერ იგებ – მოგეწონა? არ მოგეწონა? რას გვეუბნება? იდეა ახლა მოდაში აღარ არის, მაგრამ თანამედროვე ენით – რა არის მისი მესიჯი? რომელია დადებითი გმირი? უარყოფითი? ვის უნდა უთანაგრძნოს მაყურებელმა? ამბავი იმის შესახებ, როგორ დაარტყა მანქანა 16 წლის ახალგაზრდამ სოფლის ბნელ შარაგზაზე მოხუცს და მოკლა,

GENRE OF OUR LIFE: DRAMA OR BLACK COMEDY? Read More »

CHARM OF BEING TOGETHER

1950-იან წლებში, პოსტსტალინისტურ ეპოქაში მასშტაბური კინოსა და დიადი ისტორიული ფიგურების ფილმების შემდეგ კინო „უბრალოდ“ ადამიანებისკენ შემოტრიალდა – ადამიანებისკენ, რომლებისთვისაც ისტორია ყოველდღიურობის ფონია მხოლოდ, რომლებიც დღენიადაგ პატარა (თუმცა ასევე შეიძლება დიდ) რუტინულ პრობლემებს ეჯახებიან და წყვეტენ (არ ვერ წყვეტენ) მათ.კინო ინტერესდება ფილმის გმირების ცხოვრების არა გარდამტეხი მომენტებით, არამედ მათი ყოველდღიურობით, მათი გარემოთი, გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობით. ამ

CHARM OF BEING TOGETHER Read More »

LIZA'S WAY

30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. არ არის პატარა დრო. შეიძლება ისტორიისათვის არის, მაგრამ არა – ცხოვრებისათვის, არც ხელოვნებისათვის. ჭრილობა ისევ ღიაა, ტკივილი ისევ ცოცხალია.კინოშიც არ დახურულა ეს თემა. დროდადრო ჩნდება ფილმები. ზოგი კარგი, ზოგიც – ნაკლებად სხვადასხვა გზავნილებით: „ეს მიწა ჩვენია“, „ჩვენ გვტკივა“, „ჩვენ უსამართლოდ მოგვექცნენ“, „ჩვენ დავბრუნდებით“, „ჩვენ მესამე ძალამ გვაჩხუბა“, „ჩვენ ძმები ვართ“,

LIZA'S WAY Read More »