თბილისური „ტკბილი ცხოვრება“

სიღარიბე საშინელი რაღაცაა, პირდაპირ სულში გწვდება და ადამიანობას გართმევს ისეთი ნელი აგონიით, რომ საკუთარ თავს ვეღარც ცნობ. არ იცი, რისთვის გააბიჯებ თბილი ოთახიდან გაყინულ ქალაქში. სევდიან რუტინად ქცეული ყოველდღიური პირქუში დღეები იმდენად მისაღები ხდება, დაგავიწყებს, რა არის კარგი ცხოვრება. თბილისის გადაღლილ ქუჩებში აქეთიქით მიმავალი ხალხი ზოგჯერ ყურსაც კი არ შეიბერტყავს, ისე ჩაუვლის დიდი სინანულით გამოწვდილ დახმარების ხელს. ყველას სადღაც ეჩქარება, ყველა სადღაც გარბის, მოკანკალე ნაოჭიანი ხელისთვის კი არავის სცალია.

კოტე თაყაიშვილის სტუდენტურ ფილმში, „ჰეპი მილი“ (2010) ნაჩვენებია ღარიბი ოჯახის ყოველდღიური შფოთვა სისტემური სიდუხჭირის ჩარჩოებში. ამ კინოსურათში მოთხრობილია თბილისური მუშათა კლასის ის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი უბრალოდ არსებობს და არ ცხოვრობს.

პირველივე კადრში რეჟისორი ქმნის სოციალური რეალობის ხასიათსმეტროს ვაგონის შემაწუხებელი ხმის ფონზე მოჩანს ქალის სევდიანი სახე. პარალელურად, ბავშვი მამას შენატრისახალგახსნილი შენობის“ 6-ლარიან საჭმელს, რომლის ფული არ აქვთ. დედა სამსახურიდან სახეწაშლილი ბრუნდება. მამა სამზარეულოს სკამთან რუტინულ მეგობრობაშია (სამსახური არ აქვს). ფულს ერთმანეთს აწებებენ, რათა ყოველთვიურად თავი გაიტანონ. პერსონაჟების ყოველდღიური ტანჯვა ხაზს უსვამს სიღარიბის დაუნდობლობას. 

ფილმის რეჟისორი კარგად წარმოაჩენს ბავშვის ფენომენს სიღატაკის ამ წრეში. ბავშვები ხომ უმანკოები არიან. ისინი უბრალოდ ოცნებობენ. მათთვის ისეთი უმნიშვნელო რაღაცები არის ფასეული, რაც უფროსისთვის ყურადღების ღირსიც შეიძლება არ გახდეს. მათ არ ესმით ყოველდღიური გაჭირვების ფასი და, შესაძლოა, ასეც უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, როდესაც რეზიკომაკდონალდსისახალი შენობისჰეპი მილსშენატრის, მამა გადასახადებისათვის გადადებული თანხით ამ სურვილს აუსრულებს. გაჭირვების ამ საყოველთაო ქაოსში მაქსიმალურად უნდა ეცადო უმანკოების შეურყვნელად დატოვებაზე. მშობლების მუდმივი ტანჯვის ფონზე რეჟისორი ბავშვსსუფთადტოვებს. ოცნებას უსრულებს. ამით აცხადებს, რომ რაც ბავშვების გარშემო ხდება, მათი ბრალი არ არის. საჭმლის შეკვეთის მოკლე სცენა, სადაც ამ ბავშვის ბედნიერ სახეზე გაჭირვების მთელი ამბავი იმალება, იმაზე ინტიმური და ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ემოციური მცდელობა ამ ფილმში.

სწორედ ამ მძიმე თემატიკიდან გამომდინარე, მარტივია ფილმის კულმინაციური სცენით რეჟისორის ემოციური მანიპულაციის მსხვერპლი გახდეს მაყურებელი. მამა აიღებს გაჭირვებით გადადებულ თანხას, წაიყვანს შვილსმაკდონალდსშიდა გამოსვლისას შეეჩეხება ცოლს, რომელიც თურმე ოჯახისთვის თანხას მოწყალების თხოვნით აგროვებს. რეჟისორი ამ ფინალური სცენით ცდილობს, ყურადღება მთლიანად გადაიტანოს ყოველდღიური ბრუტალური არსებობიდანმათხოვრობისსირცხვილზე. აღმოჩნდება, რომ დედის პერსონაჟი იტყუებოდა თავის სამსახურზე, ხოლო ქმარი ბოლო სცენაშიდარცხვენილიზურგს აქცევს მას და გაივლის. თითქოს რეჟისორი ღალატობს უშუალოდ ფილმის მიმდინარეობისას არჩეულ ნარატივსუმუშევრობისა და გაჭირვების ყოველდღიური სიმძიმე, კომენტარი თანამედროვე საქართველოს სოციალურ მდგომარეობაზე, სრულიად არსაიდან სიღატაკის სირცხვილად იქცევა. 

ქართული ამპარტავნული სიამაყე, რომელიც, ყველასათვის უცნაურად, ნებისმიერი სოციალური წრის ადამიანს ახასიათებს, მაინც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გაამართლო პერსონაჟების ასეთ გადაწყვეტილებებამდე მისვლა. მართალია, ძალზე გახშირდა ქუჩაში გაჭირვებული მთხოვნელების რიცხვი დახრილი დარცხვენილი თვალებით და ზოგჯერ ეს საზოგადოების ქედმაღლური დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ეს ფილმში არ ჩანს. შეუძლებელია ასეთ მოკლემეტრაჟიან დრამაში ამ თემის ანალიზი. შესაბამისად, მისი ჩვენება მხოლოდ მაყურებელზე ემოციური კონტროლის მიზნით გაუმართლებელია.

მიუხედავად რამდენიმე სარეჟისორო და ტექნიკური გადაწყვეტილებისა, ორ მონაკვეთში გამოყენებული პოპელექტრონული და ლუის არმსტრონგის მუსიკა, რომელიც ფილმის ტონალურობას ღალატობს, ქართული რეალობის გადმოცემის მეტად რეალისტური მცდელობაა.

ჰეპი მილითემატურად აღწერს იმ რეალობას, რომელიც თანამედროვე საქართველოსათვის დამახასიათებელი კი არის, მაგრამ ხალხის მიერ უგულვებელყოფილია. ხშირად გაისმის, რომ დავანებოთ თავი სოციალური თემების წამოწევას, ხალხი დაიღალა მძიმე თემებით და დროა გადაიღონ ბედნიერი რომანტიკული ფილმები, რომლებიც ცრუ წარმოდგენებს ქმნიან რეალობაზე. ასეთ ფილმებს იმაზე მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე წამიერ კომფორტს მათი ცქერისას. არც ე.. „ნატანჯადამიანზე გადაღებული ფილმებია ყოველთვის გამართლებული, მაგრამ გულწრფელობის მცდელობა ჭეშმარიტების განცდის იდილიას ქმნის.

რთულია კრიტიკული თვალით შეხედო დამწყები რეჟისორის ფილმს. დიდი შანსია, ამ კინოსურათის თემებითა და შეუფერებელი მუსიკით გადატვირთვა გამოწვეული იყოს მხოლოდ გამოუცდელობით. სხვა შემთხვევაში კონსტანტინე თაყაიშვილი ჭარბი სიმძიმითა და ზომიერი ადამიანურობით აჩვენებს ერთი ოჯახის გაჭირვებასუმუშევრობისა და უპურობის სპეტაკ დღეებსა და მათში აღზრდილ თაობას, რომელსაც ბავშვობას მხოლოდ მშობლის ალალმართალი დღიური თავგანწირვა თუ უნარჩუნებს.

კინოში სიღარიბე სოციალურ ფონზე მეტია. ის წარმოადგენს თხრობით ძალას, რომელიც სტრუქტურულ უსამართლობასა და ადამიანურ მდგრადობას ააშკარავებს. დაჩაგრული კლასის ცხოვრების წინ წამოწევით, კინო მაყურებელს მოუწოდებს, დაუპირისპირდეს არასასიამოვნო რეალობას და თანაუგრძნოს საკუთარი გამოცდილების მიუხედავად. ამ გზით სიღარიბის წარმოდგენა აუცილებელი ხდება კინემატოგრაფის იმ უნარისთვის, გააკრიტიკოს საზოგადოება და შთააგონოს შინაარსიანი რეფლექსია. ზოგჯერ მცდელობა უფრო დასაფასებელია, ვიდრე შედეგი. ზოგჯერ ასეთი ფილმის სიმართლე უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე ათასი დასავიწყებელი ესკეიპისტური კინოსურათის ცარიელი ტაკიმასხარაობა.

გიორგი ბაჯელიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *