მივიწყებულ მიწაზე დაბრუნებისას

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ სანამ საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდებოდა, ქართველები წარმართები იყვნენ. არსებობდა უამრავი ღვთაება, კერპი, ტრადიცია თუ ლოცვარიტუალი, რასაც ხალხი გულმოდგინედ ემსახურებოდა და ასრულებდა, თუმცა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წარმართული ტრადიციები ბოლომდე არც მივიწყებულა. საქართველოს გარკვეულ სოფლებსა თუ რაიონებში დღემდე არის შემორჩენილი ის პატარპატარა რიტუალები თუ შელოცვები, რაც ხალხს, წინაპრებიდან მოყოლებული, თან სდევს.

იბერიულკავკასიური მითოლოგია აერთიანებს იმ ხალხების წარმართულ შეხედულებებს, რომლებიც დასახლებული იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ კავკასიის ნაწილში. ქართულ მითოლოგიაში ჩვენთვის ცნობილი ღვთაებები იყვნენ: ოჩოპინტრე, ბოჩი, დალი და სხვ. არსებობდა უამრავი რიტუალი სნეულების წინააღმდეგ, ნაყოფიერებისთვის, ამინდის სამართავად. მაგალითად, ძალიან გავრცელებული იყო მაგიური ქმედებები გვალვისა და დელგმის ან ქარისა და სეტყვის წინააღმდეგ. ეს მოქმედებები შეიძლებოდა ყოფილიყო სიტყვიერი შელოცვა ან თუნდაც ფიზიკური მოძრაობები, რაც ერთგვარი ხელოვნური გათამაშება იქნებოდა იმ შედეგისა, რისი პროვოცირებაც ხალხს სურდა (ამ შემთხვევაში, სასურველი ამინდისა). კავკასიაში საყოველთაოდ გავრცელებული იყო წვიმის მოყვანაშეწყვეტის რიტუალი, რასაც საქართველოში ლაზარობის ან გონჯაობის სახელით მოიხსენიებდნენ. ამ რიტუალს უმეტესად ქალები ასრულებდნენ, რაც ისევე, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური მოქმედებითაც ხორციელდებოდა. სწორედ ამაზეა გადაღებული ანა კვიჭიძის სტუდენტური ფილმი, „დელგმა” (2017), რომელიც ძველი ქართული ტრადიციებით მაყურებელს მშობლიურ სენტიმენტებსაც აღუძრავს და სხვადასხვა პრობლემასაც საკმაოდ საინტერესოდ უსვამს ხაზს.

Რეჟისორი ერთერთ ინტერვიუში აცხადებდა: „მთავარი მიზანი ის იყო, რომ გაუცხოება გვეჩვენებინა ქართული მითოსისა და ფოლკლორის მიმართ, რომელიც არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება”. მან მართლაც შეძლო ფილმში საინტერესო თემის შერჩევით, გამორჩეული თხრობის სტილით, სენტიმენტალური პერსონაჟებითა და ლამაზი კადრებით კინოსურათის ვიზუალური, სიუჟეტური და ტექნიკური მხარეები ისე შეეფუთა, რომ საბოლოოდ მიმზიდველი პროდუქტი შეეთავაზებინა აუდიტორიისათვის.

ეს კინოსურათი მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც სახლის გაყიდვამდე ცოტა ხნით მშობლიურ სოფელში ჩადის. რასაკვირველია, ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდისთვის არც ისე მარტივია ადაპტირება ადგილზე, სადაც მუდმივი უამინდობა და ტალახია, სადაც ადამიანები, ასეთი საცხოვრებელი პირობების გამო, მუდამ ისეთ შელოცვებს წარმოთქვამენ, რაც ქალაქის მოსახლისთვის წარმოუდგენილი და ცოტა შემზარავიც კი შეიძლება იყოს. 

ნიშანდობლივი ეპიზოდია, როდესაც ლაზარობის რიტუალის შესასრულებლად გოგონები მთავარ გმირს, ნანოს წუწავენ. ამის შემდეგ ნანო თავს ძალიან დამცირებულად გრძნობს, რაც გასაკვირიც არაა. იმის მიუხედავად, რომ გოგონების მხრიდან ნანოს გაწუწვა არც ისე გონებამახვილი საქციელი იყო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ იცოდნენ, რომ მისთვის მსგავსი ქმედებები უჩვეულოა, ბოლომდე ვერც მთავარი გმირის გადაჭარბებულ გაბრაზებასაც ვერ გავამართლებთ. ფილმის არსიც სწორედ ესაა, რომ წინაპრებისგან მოტოვებული ის პატარპატარაუცნაურობები”, ჩვენთვის იმდენად უჩვეულოდ იქცა, რომ მათთან ადაპტირების ნაცვლად, მას ზურგს ვაქცევთ და ვივიწყებთ. ქართველები უკვე საუკუნეებია ქრისტიანები ვართ და ჩვენს რელიგიას მეტნაკლებად ერთგულად ვემსახურებით, თუმცა ის მცირედი უნიკალურობა, რაც წარმართული რელიგიებისაგან შემოგვრჩა, არ უნდა იყოს ჩვენი მათ მიმართ გაუცხოების მიზეზი. ამის იდეალურ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ფილმის ერთერთი პერსონაჟი, ფაცო ბებო, რომელიც თავისი უწყინარი შელოცვებით სითბოსა და მზრუნველობას აშუქებს. მისი გმირი, ალბათ, განსაკუთრებით აღძრავს მაყურებელში იმ საყვარელი და ტკბილი ბებოს ფენომენს, რასაც თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრება გარკვეული პერიოდით მაინც გაუმშვენიერებია.

საინტერესოა ფილმის ბოლო სცენაც, როდესაც ნანო სოფელს ტოვებს, სოფელს, სადაც უკვე მზეც გამოვიდა, აღარც წვიმს და აღარც ტალახია. თითქოს ლაზარობის რიტუალმა თავისი შედეგი გამოიღო. შეიძლება უამინდობის გამოსწორება შელოცვის დამსახურება სულაც არ იყო, მაგრამ რეჟისორის მხრიდან მსგავსი დასასრული სიმბოლურად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ესაა სიმბოლო იმისა, რომ ამგვარი რამ ჩვენში აგრესიას და შიშს კი არ უნდა ბადებდეს, არამედ გვამშვიდებდეს და ღიმილს გვგვრიდეს. სწორედ ისე, როგორც ფანჯარასთან მდგომ ნანოს მოჰგვარა ღიმილი, როდესაც ღრუბლებგადაფანტულ მზიან ცას შესცქეროდა. ამ დროს გოგონა ფაცო ბებოსგან წარმოთქმულ შელოცვას იმეორებს: „ქარმა შეგაშინა, ქარის ნუ გეშინია…”. ეს კადრი თითქოს ნანოს მიმღებლობაზე აკეთებს აქცენტს, რომ ის, რაც აქამდე მისთვის უცნაური და დამამცირებელი იყო, ახლა უკვე მისი ნაწილიც გახდა და შეძლო თავისი წარმომავლობის იმ მხარესთან თანაარსებობა, რაც მისი იდენტობის ნაწილია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია შევაქოთ ნანოს პერსონაჟის განვითარება. ფილმის დასაწყისში იგი დაბნეულია, თითქოს ბოლომდე ფესვებს ვერ იდგამს იმ მიწაზე, საიდანაც მისი გენები მოდის, თუმცა ბოლოს იგი ამ ჩარჩოებისგან თავისუფლდება.

დასაფასებელია სოფლის ცხოვრების, მატერიალური სიდუხჭირის ჩვენების ხაზგასმა. ერთერთ დიალოგში ისმის საუბარი, თუ როგორ დატოვა ეს სოფელი ხალხმა, თუ როგორ აღარ არის მოსავალი, თუ როგორი რთულია მსგავსი კლიმატის პირობებში ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არსებობა. ამით ფილმი თითქოს არა მხოლოდ ძველქართულ მითოლოგიასა და მის მიმართ გაუცხოების პრობლემაზე, არამედ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების რეალურ გაჭირვებაზეც გვესაუბრება.

დელგმისვიზუალური მხარეს საკმაოდ სადა და ესთეტიკურია. იგი არც გადაჭარბებული გაფორმებით არ გვაბეზრებს თავს და არც ზედმეტად დოკუმენტურობით. თითქოს იდეალური შუალედია დაჭერილი ამ ორს შორის, რაც შემდგომში თვალისთვის საკმაოდ მარტივად და ლამაზად აღსაქმელ ვიზუალს ქმნის. აქედან გამომდინარე, აუცილებლად შესაქებია ოპერატორის ნამუშევარი.

ფილმის სხვა ტექნიკურ მხარეებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტური კინოპროექტის სახსრებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მისი მონტაჟიცა და ზოგადი ხარისხიც. ფილმის ესთეტიკას კარგად მოერგო შერჩეული მუსიკალური გაფორმება და კოსტიუმების დიზაინი. რაც შეეხება მსახიობების თამაშს, ესეც ერთობ გამორჩეულია. მათგან ყველაზე მეტად ლიანა ლომთაძეა (ფაცო) გამოსაყოფი.

ანა კვიჭიძის სტუდენტური ფილმი, „დელგმაერთობ მიმზიდველი და შთამბეჭდავი ნამუშევარია, რომელიც თხრობითაც და ვიზუალითაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ნინო დვალი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *