ლამაზ კადრებში დაკარგული ამბავი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობელზე ზრუნვა შვილისთვის უდიდესი გამოწვევაა, რომელიც ფიზიკურ თუ ემოციურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს არის როლების ინვერსია, სადაც შვილი, რომელიც ბუნებრივად მშობლის მზრუნველობას უნდა გრძნობდეს, თავად კისრულობს მეურვის ფუნქციას. ასეთ დროს ყოველდღიურობა იქცევა რუტინულ მოვალეობათა უწყვეტ ჯაჭვად, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ დახმარებას, არამედ მუდმივ ემოციურ მხარდაჭერასაც. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ემოციური […]

ლამაზ კადრებში დაკარგული ამბავი Read More »

ყოფის აუტანელი სიმძიმე

საზოგადოება ქმნის სტანდარტებს. ადამიანები მიჰყვებიან მოდას და სხვებსაც აიძულებენ, ასე მოიქცნენ. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებამ ფულის მოთხოვნილება კიდევ უფრო გაზარდა. სპეციალობებთან ერთად, გაჩნდა სხვადასხვა სოციალური ფენაც. ვინც დროს ფეხი აუწყო, ბედნიერად გააგრძელა ცხოვრება, ხოლო ვინც ჩამორჩა – სადღაც წარსულში ჩაიკარგა. არც ერთი სამსახური სამარცხვინო არ არის. უნდა ერიდებოდე ყველას მაშინ, როცა ცხოვრებისათვის არაფერს აკეთებ და

ყოფის აუტანელი სიმძიმე Read More »

ცოცხალი სიღარიბე

ხელოვნება ხშირად იქცევა ხოლმე იმ ხმად, რომელსაც საზოგადოება არ ან ვერ უსმენს. არსებობს თემები, რომლებზეც ხშირად რთული და მტკივნეულია საუბარი. სიღარიბე სწორედ ასეთი თემაა. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ცნება, არამედ ღრმად ადამიანური ტრაგედია, რომელსაც შეუძლია პიროვნება ჩრდილში მოაქციოს, წაართვას სახე და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემად აქციოს.  სწორედ ამ მძიმე რეალობას წარმოაჩენს ნათია შარმიაშვილის სტუდენტური ფილმი

ცოცხალი სიღარიბე Read More »

აპრილის სევდა

2024 წლის 7 სექტემბერი ქართული კინო ისტორიისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დღედ იქცა. დეა კულუმბეგაშვილის „აპრილს“ (2024) გადაეცა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი. ამავდროულად, ის ნომინირებული იყო მთავარი პრიზის „ოქროს ლომის“ ჯილდოზეც.  ეს ახალგაზრდა რეჟისორი ჯერ კიდევ 2020 წელს გაეცნო მაყურებელს თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით, „დასაწყისი“. ოთხი წლის შემდეგ მან „აპრილით“ განაგრძო ის სარეჟისორო გზა,

აპრილის სევდა Read More »

დაკარგული ცხოვრება

ოჯახის დანგრევა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული გამოცდილება შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის, უბრალოდ, ურთიერთობის დასრულება, ეს არის ერთგვარი გლოვის პროცესი იმიტომ, რომ ადამიანი კარგავს არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ საერთო მომავალს, ოცნებებსა და ცხოვრების ჩვეულ სტილს. განშორებისას მას სიცარიელისა და უიმედობის განცდა ეუფლება. ასეთ დროს პირველი და ყველაზე მძაფრი ემოცია მწუხარებაა. ის ღრმა

დაკარგული ცხოვრება Read More »

განშორების სევდა

განქორწინება, რაც არ უნდა რთული ურთიერთობებისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა იყოს, მაინც იწვევს სიცარიელის, უიმედობის, მომავლის შიშისა და შფოთვის განცდას. ცოლ-ქმარი, რომელიც ერთ სისხლად და ხორცად მოიაზრებოდა, იხლიჩება და მათი გეგმებიმსწრაფლ იცვლის მიმართულებას. ერთი სიტყვით, ყველაფერი ყირამალა დგება. ამ ქაოსით გამოწვეული შფოთვა საკმაოდ დიდხანს გრძელდება მანამდე, სანამ ორივე არ მოერგება ახალი ცხოვრების რიტმს და თავიდან

განშორების სევდა Read More »

ნიურნბერგის პროცესი სასკოლო ბუფეტში

არსებობს ძალიან საინტერესო ლათინური გამოთქმა: ,,სასჯელი კოჭლობით მოდის“, ანუ არა არს დანაშაული, რომელიც დაუსჯელი დარჩება, რაოდენ დიდი დროც არ უნდა გავიდეს, თუნდაც ცამეტი წელი. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ადამიანს ბავშვობის დროინდელი ცოდვები აქვს მოსანანიებელი. „სალამი, ჩემო ტანჯულო ბავშვობავ“ – ამ სიტყვებით შედიან სასკოლო ბუფეტში ცამეტი წლის უნახავი თანაკლასელი ბიჭები, ერთ-ერთი მათგანის, ლაშა ციციშვილის, მეტსახელად „ციცის“

ნიურნბერგის პროცესი სასკოლო ბუფეტში Read More »

რწმენის მოლოდინში

ადამიანური ფუნდამენტის მთავარი ქვაკუთხედი ურთიერთობებია. ეს ურთიერთობები ერთმანეთთან და შემდეგ საკუთარ თავთან გვაკავშირებს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოჩენილ ძვირფას ადამიანებს, სხვადასხვანაირად, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ყველასათვის. და-ძმის ურთიერთობას ხშირად შეიძლება ბეწვის ხიდზე გადიოდეს. რთული წარმოსადგენი არაა, თუ რამდენად კომპლექსურია ურთერთობა, სადაც ერთ ჭერქვეშ, ერთ გარემოში, ერთ ოჯახში იზრდება ორი ადამინი და მხოლოდ ასეთ ცხოვრებას არიან მიჩვეული. მოულოდნელად,

რწმენის მოლოდინში Read More »

არჩევანი

სკოლის პერიოდი ყველაზე რთული ასაკია მოზარდისთვის. ეს არის დრო, როცა მან ბევრი რამ უნდა გადააფასოს და ცხოვრების აშენება დაიწყოს. არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი ჩამოანგრიოს და გამოსავალი არსაიდან აღარ იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ მოზარდი როგორ სამეგობრო წრეს აირჩევს, ვინ ეყოლება მისაბაძ მაგალითად, ვინ იქნება მისი კერპი. თუ ცუდ ადამიანად გაიზრდება, ეს არც სკოლის და

არჩევანი Read More »

იქ, სადაც მზე სხვანაირად ამოდის

მთების მიყრუებულ წიაღში დრო თითქოს ჩერდება და თითოეული წამი საუკუნეს ემსგავსება. სადღაც ცხრა მთას იქით, ადამიანების ყოფა აღარ ექვემდებარება თანამედროვე რიტმს. ისინი ცოცხლობენ ისე, როგორც ზღაპრებში ცხოვრობენ გმირები: დუმილში, რიტუალებსა და იდუმალებაში. ლევან თუთბერიძის ფილმი, „ცხრა მთას იქით“ (2015) სწორედ ამ სივრცეში გვამოგზაურებს ისეთ საქართველოში, სადაც რეალობა მითოლოგიაში იბლანდება და ყოველი კადრი უხილავი მნიშვნელობებით ივსება.

იქ, სადაც მზე სხვანაირად ამოდის Read More »