ადგილი, რომელიც იძირება

ადამიანი ყველაზე სასტიკი ცხოველია დედამიწაზე. მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი კეთილდღეობის გამო გარშემო ყველა და ყველაფერი გაანადგუროს. მისი ეგო იმდენად ძლიერია, რომ ზღვის ბობოქარ ტალღებსაც კი მოერევა. ბოლო პერიოდია, რაც საზოგადოებას თანაგრძნობის უნარი გაუქრა. ადამიანები ეგოისტურად აკეთებენ ყველაფერს და მომავალზე არ ფიქრობენ, დაუფიქრებელ ნაბიჯებს კი ხშირად სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე. მათ ემოციებზე მაღლა ფული დგას. სწორედ […]

ადგილი, რომელიც იძირება Read More »

წასვლის ოცნება

თანამედროვე ქართული კინო ხშირად ქვეყანაში აქტუალური სოციალური პრობლემების ანარეკლს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარი გვიხატავს მტკივნეულ ესკიზს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ადამიანი, გააცნოს თავისი სამყარო უცხო სტუმარს, მაშინ როცა თავად ამ სამყაროსგან გაქცევაზე ოცნებობს. ფილმი იწყება უმარტივესი სიტუაციით, აეროპორტში დახვედრით, თუმცა ერთი დაკარგული სავიზიტო ბარათი მთელ მოქმედებას კომიკური და დრამატული გაუგებრობის პლატფორმად აქცევს. ეს არის

წასვლის ოცნება Read More »

სინდისის ხმა სიჩუმეში

ნიკო ლორთქიფანიძის „ტრაგედია უგმიროთ“ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და მტკივნეული ნაწარმოებია, ადამიანური თავმოყვარეობის, სინდისისა და სიღარიბის გარდაუვალი დაპირისპირების ამბავი. რევაზ ნასიძის ამავე სახელწოდების ფილმი (2024) ამ თემას ახალ ცხოვრებას სძენს, ფერებსა და მოძრაობას ანიჭებს. ლიტერატურული ტექსტი გარდაიქმნება კინემატოგრაფიულ ტრაგედიად, სადაც მთავარი პერსონაჟი არა ადამიანი, არამედ ადამიანურობის თანდათანობით დაშლა და სინდისის დაკარგვის პროცესია. რეჟისორი არ

სინდისის ხმა სიჩუმეში Read More »

იუდას კოცნა

ქართული თანამედროვე კინო ბოლო წლებია განსაკუთრებულად პოლიტიკურია. ყოველივე ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გადააზრებისა და მისი ახალი კუთხით დანახვის მიზნით ხდება. რუსუდან გლურჯიძემ მისი პირველივე ფილმით, „სხვისი სახლი“ (2016) დაიწყო აფხაზეთის ომზე საუბარი, ხოლო ბოლო ფილმით „ანტიკვარიატი“ (2024) შეეხო რუსეთ-საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ ურთიერთობებს. რეჟისორმა ფილმს საფუძვლად რეალური ამბავი დაუდო – 2006 წლის ქართველების

იუდას კოცნა Read More »

სადაა ჩემი სახლი?

კაცმა ცხოვრებაში სამი რამ უნდა მოასწროს: ჰყავდეს შვილი, დარგოს ხე, ააშენოს სახლი. სანამ კაცი ამას ასწრებს, ქალი რას შვრება? პიროვნების იდენტობის, დამოუკიდებელი ადამიანის საკითხი ხელოვნებისათვის, ალბათ, მაინც ყველაზე საინტერესო თემას წარმოადგენს, ვინაიდან ის მოიაზრებს ძიების პროცესს, წინააღმდეგობას, დრამატულობას, დაძაბულობას, მოლოდინს და თითქმის ყველაფერს, რაც ასე ძლიერ უყვარს ხელოვნებას. ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი, „ჩემი

სადაა ჩემი სახლი? Read More »

„ბორკილდადებული“ გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე არ მიგვიყვანს

არსებობენ გენიალური რეჟისორები, რომელთა შემოქმედებაში ძნელია გამოარჩიო ერთმანეთზე უკეთესი ფილმი და მას „Magnum opus“ უწოდო. რაც არ უნდა ხშირად ნახო საუკეთესო რეჟისორების კარგი ფილმები, შეიძლება რომელიმე გამორჩეულად შეიყვარო, მაგრამ „აღიარო“, რომ ყველა თავისებურად შედევრია. არ არსებობენ დიდი რეჟისორები რომელთა შემოქმედებაში არ ყოფილა თუნდაც ისეთი ფილმი, რომელზეც ფიქრობ, რომ მის ნიჭსა და შესაძლებლობას ბევრად ჩამოუვარდება, მაგრამ

„ბორკილდადებული“ გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე არ მიგვიყვანს Read More »

რის უფლებას აძლევს ადამიანებს სიღარიბე?

სიღარიბე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური და ეკონომიკური მოვლენაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ცალკეული ინდივიდის, ისე საზოგადოების მთლიანობისა და განვითარების პერსპექტივებზე. იგი განისაზღვრება მატერიალური, საგანმანათლებლო თუ კულტურული შესაძლებლობების დეფიციტით, რაც ადამიანის სოციალურ ინტეგრაციასა და ღირსეულ ცხოვრებას ზღუდავს. ხშირად უკმარისობა, სიღარიბე და სხვადასხვა საჭიროება ანადგურებენ მორალურ საზღვრებს. ამ მიზეზით სიღარიბე კინოშიც მნიშვნელოვან და საინტერესო თემად იქცა, ვინაიდან ვიზუალური

რის უფლებას აძლევს ადამიანებს სიღარიბე? Read More »

თოვლში დამალული სიმართლე

გვანცა მეფარიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფსიქოლოგიური ფილმი, „ნომერი 26” (2021) მოგვითხრობს ამბავს არა მხოლოდ ფიზიკურ ტრაგედიაზე, არამედ ადამიანურ გაურკვევლობაზე, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩნდება სინდისსა და დუმილში. აქ არ არის გამოხატული ბოროტება ისე, როგორც კლასიკურ ფილმებშია. მთავარი აქ შეკითხვებია – როგორ იქცევა ადამიანი შიშის დროს? როდემდე დაიმალება სიმართლე? სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედია ახალგაზრდა მწვრთნელის, ნიკას (30 წლის)

თოვლში დამალული სიმართლე Read More »

თეთრი სინათლე

„და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.“( „ძველი აღთქმა, დაბადება“) – აღნიშნული ციტატა ბიბლიიდან, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ პირველ სიმბოლურ გამმიჯვნელ მეტაფორად გვევლინება სინათლესა და სიბნელეს, დღესა და ღამეს, როგორც სიკეთის, იმედის, რწმენისა და, მეორე მხრივ, უიმედობის, ამოუცნობის განსახიერებას შორის.

თეთრი სინათლე Read More »

წარსული, რომელიც ნივთებში რჩება

ფილმების უმეტესობა ომს აჩვენებს ხმაურით, მოქმედებით, დაპირისპირებით, მაგრამ არსებობს სხვა გზაც – ნელი, ჩუმი, ნივთებზე დაფუძნებული. ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმი „ნივთები“ (2017) ამ განსხვავებული ენის წარმომადგენელია. იგი საუბრობს საგნებით, წარსულის არქივითა და დუმილით. ეს არ არის მხოლოდ დევნილობის ქრონიკა, ეს არის კინემატოგრაფიული მცდელობა, აღადგინოს სახლის იდეა იმ სივრცეში, სადაც სახლი აღარ არსებობს, მაგრამ საგნები ჯერ

წარსული, რომელიც ნივთებში რჩება Read More »