ზეციური სამარადჟამო თეატრის მოლოდინში

„იცით, ეს ჩემი ცხოვრებაა! და ყოველთვის იქნება! სხვა არაფერი! მხოლოდ ჩვენ, და კამერები, და ის შესანიშნავი ხალხი უკან, სიბნელეში!…“ – ამ დრამატული სიტყვებით ჩამოდის ფილმ ,,სანსეტ ბულვარში“ კიბეებზე ნორა დესმონდი, რომელსაც პოლიცია და ჟურნალისტები სცენარისტ ჯოუ გილისის მკვლელობისთვის აკითხავენ სახლში. რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი და კინოსამყაროში, გარდასულ დროთა ჟამსა და ძველ დიდებაში ჩარჩენილი უხმო კინოს მსახიობი …

ზეციური სამარადჟამო თეატრის მოლოდინში წაკითხვა

ქალი, რომელიც უნდა გადარჩეს

დეა კულუმბეგაშვილის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, „დასაწყისი“ (2020) კინოხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება საქართველოსკენ მომართა. იგი ნამდვილი ფურორი აღმოჩნდა და ბევრი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ფემინისტური ფილმი თანამედროვე კინოხელოვნებაში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ჩამოყალიბდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად ამგვარი ნამუშევრები პათეტიკური, ხელოვნური ან გამოფიტულია. ამის საპირისპიროდ, „დასაწყისი“ მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე, უბრალოდ, „მარტივად გასაყიდ თემაზე“ გადაღებული …

ქალი, რომელიც უნდა გადარჩეს წაკითხვა

სტამბულში დაკარგულები

ნაპოლეონ ბონაპარტემ თქვა: „თუ დედამიწა ერთი დიდი ქვეყანა იქნება, სტამბული მისი დედაქალაქი გახდება“. ლევან აკინისთვის ეს უძველესი ქალაქი არა სამყაროს ცენტრად, არამედ ერთ დიდი ჰადესად არის წარმოდგენილი.  ქართველი წარმოშობის შვედი რეჟისორისთვის. უდავოა, რომ საქართველო და მისი სოციალური პრობლემები ძალიან აინტერესებს. მისი კინოკარიერის განმავლობაში ხომ ყველაზე „გულთბილი“ დახვედრა თბილისმა მოუწყო 2019 წელს, როდესაც კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის, …

სტამბულში დაკარგულები წაკითხვა

რუსთაველის მემკვიდრეობა

ყველა ერს აქვს თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, რომელსაც პატარა ასაკიდან უკითხავენ ბავშვებს და ციტატებს ზეპირად სწავლობენ, რაც ამ ხალხის სულს განასახიერებს. ქართველებისთვის ეს არის „ვეფხისტყაოსანი“, პოემა, რომელიც საუკუნეებს უძლებს და არ კარგავს პოპულარობას.  ის ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ატარებს არა მხოლოდ მხატვრულ ღირებულებას, არამედ გააჩნია მკითხველზე ღრმა მორალური და ეთიკური ზემოქმედების ძლიერი …

რუსთაველის მემკვიდრეობა წაკითხვა

„მრავალჟამიერი“ ბრაიტონში

წარმოუდგენელია იყო ხელოვანი და არ გაწუხებდეს შენი ქვეყნის, ხალხის ტკივილი, ადამიანის ბედ-იღბალი და ისე ეწეოდე შემოქმედებით საქმიანობას. თუ არ გტკივა და დარდობ, ვერც იფიქრებ და აქედან გამომდინარე, ვერც იაზროვნებ. სწორედ ამიტომ ხან იქმნება ღირებული ხელოვნების ნიმუშები და ხან არა. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმები კი ამ წუხილის ამოთქმაა, როცა გიჭირს მტკივნეულ თემებს შეეხო, მაგრამ სინდისი არ …

„მრავალჟამიერი“ ბრაიტონში წაკითხვა

სინამდვილეზე, შინაგან ბრძოლებსა და სისუსტეებზე

თანამედროვე კინოს ისტორიაში ზაზა ურუშაძის ფილმი, „აღსარება” (2017) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც აშუქებს ადამიანის შინაგან ბრძოლას, სინდისის ტვირთსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას. რეჟისორი ცდილობს, გააანალიზოს ადამიანის ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობის სიღრმეები, შიშები და შეცდომები. ამბავი საკმაოდ პოზიტიურად იწყება. მამა გიორგი, თავის მორჩილთან ერთად,ჩადის პატარა სოფელში ღვთისმსახურებისათვის. იმისთვის, რომ ადგილობრივების კეთილგანწყობა მოიპოვოს და აზიაროს სულიერ ცხოვრებას, გადაწყვეტს, …

სინამდვილეზე, შინაგან ბრძოლებსა და სისუსტეებზე წაკითხვა

მედლის მეორე მხარე

ადამიანები ერთმანეთს ზემოდან უყურებენ. ხმას არ იღებენ მათ გარშემო არსებულ უსამართლობაზე და თავის ნაჭუჭში აგრძელებენ ცხოვრებას იქამდე, სანამ საცხოვრებელს ბზარები არ გაუჩნდება და გარეთ გამოსვლა არ მოუწევთ.საზოგადოება თანამდებობის წარმომადგენლებს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ თანამდებობის პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც შედარებით იერარქიულად მაღალ საფეხურზე აღმოჩნდნენ. მიხეილ გაბაიძის ფილმი, „ვაზომოტორული რინიტი“ (2024) არც კომედიაა …

მედლის მეორე მხარე წაკითხვა

მითოსი ტექნოგენეზის ხანაში

ყველას გვაქვს განსაკუთრებული ფილმების სია. მათი ნახვისას იღებ ესთეტიკურ-ფილოსოფიურ შოკს და გრჩება შთაბეჭდილება, რომელიც წლების განმავლობაში აგრძელებს შენში ცხოვრებას და ილექება შენივე ცნობიერების აკლდამაში, შენი ნაწილი ხდება და არასდროს გავიწყდება. დრო გადის, სხვა, ახალ ფილმებსაც ნახულობ, მაგრამ ასეთი ფილმების გავლენას, ციტირებასა თუ უბრალო პარალელს სხვა ნამუშევრებშიც პოულობ და ამით ისინი ერთგვარი კულტურული საზომი და სტანდარტი …

მითოსი ტექნოგენეზის ხანაში წაკითხვა

ანას ცხოვრების ორი დღე

ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც მიმხვდარა, რომ მისთვის ცვლილების დროა და სწორხაზოვანი, უღიმღამო, მცდარი გზიდან გადახვევისკენ რაღაც უბიძგებს. შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომლის ერთი სიტყვაც მეხის დაცემასავით შეაჯანჯღარებს ან რაღაც, რაც მის ცნობიერებასა და აზროვნებას სრულიად შეცვლის. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ხვდები, რომ ნელ-ნელა ცხოვრება უფსკრულისაკენ მიგაქანებს, შენ კი მიჰყვები მას, როგორც …

ანას ცხოვრების ორი დღე წაკითხვა

თანამედროვე ოჯახი

კინო ყოველთვის იყო სოციალური საკითხების ხაზგასმისა და განხილვის ძლიერი ინსტრუმენტი. ფილმი საშუალებას იძლევა, სხვა კუთხით დავინახოთ ჩვენი ცხოვრება. რეჟისორების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არა მხოლოდ მაყურებლის გართობა, არამედ სოციალური პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობის გაცნობიერებაა და, ხშირ შემთხვევაში, ამას საინტერესოდ აკეთებენ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებში. ავტორებს თავისი სათქმელის გადმოსაცემად არ სჭირდებათ დიდი თანხების დახარჯვა, ცნობილი მსახიობები ან გულისამაჩუყებელი კინომუსიკა, საკმარისია, …

თანამედროვე ოჯახი წაკითხვა