რომანი ქალებზე
ფილმის, „ანას ცხოვრება“ შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ მასში მოთხრობილ ამბავს გაგრძელება ექნებოდა. დღეს ნინო ბასილიას ეს კინოსურათი და შემდგომი ორი ნამუშევარი – „პერსონა №2“ და „ქიმიური ქორწილი“ კინოტრილოგიად შეიძლება მივიჩნიოთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათში ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. დრამატურგის, რეჟისორის, მწერლის, ნინო ბასილიას რომანს, „პლასტმასის ნერვს“ ამგვარი მინაწერი აქვს: „მდედრობითი სქესის რომანი“. …