ყოფის აუტანელი სიმძიმე

საზოგადოება ქმნის სტანდარტებს. ადამიანები მიჰყვებიან მოდას და სხვებსაც აიძულებენ, ასე მოიქცნენ. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებამ ფულის მოთხოვნილება კიდევ უფრო გაზარდა. სპეციალობებთან ერთად, გაჩნდა სხვადასხვა სოციალური ფენაც. ვინც დროს ფეხი აუწყო, ბედნიერად გააგრძელა ცხოვრება, ხოლო ვინც ჩამორჩა – სადღაც წარსულში ჩაიკარგა. არც ერთი სამსახური სამარცხვინო არ არის. უნდა ერიდებოდე ყველას მაშინ, როცა ცხოვრებისათვის არაფერს აკეთებ და […]

ყოფის აუტანელი სიმძიმე Read More »

არჩევანი

სკოლის პერიოდი ყველაზე რთული ასაკია მოზარდისთვის. ეს არის დრო, როცა მან ბევრი რამ უნდა გადააფასოს და ცხოვრების აშენება დაიწყოს. არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი ჩამოანგრიოს და გამოსავალი არსაიდან აღარ იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ მოზარდი როგორ სამეგობრო წრეს აირჩევს, ვინ ეყოლება მისაბაძ მაგალითად, ვინ იქნება მისი კერპი. თუ ცუდ ადამიანად გაიზრდება, ეს არც სკოლის და

არჩევანი Read More »

მომავალ შეხვედრამდე

დრო სწრაფად გადის და ყველაფერს ნელ-ნელა ანადგურებს. ის მატარებელს ჰგავს, რომელსაც უკან უნდა გამოეკიდო. ვინც ვერ დაეწევა, იკარგება და ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს. ხელოვანი ადამიანებისთვის ეს ტემპი უფრო სწრაფია. ისინი მუდამ ცდილობენ, სიახლე მოძებნონ და კვლავ დააინტერესონ საზოგადოება. რა ხდება მაშინ, როცა ცხოვრება სურვილების მიხედვით არ გრძელდება და როცა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა წყდება? გადარჩენის რამდენიმე

მომავალ შეხვედრამდე Read More »

სიყვარულის ეპიტაფია: სიყვარულის შეუძლებლობა, როგორც თანამედროვე ეპოქის ტრაგედია

ადამიანები სიყვარულის დეფიციტს განიცდიან. ისინი მთელ სიცოცხლეს მეორე ნახევრის ძიებაში ატარებენ – ხან პოულობენ მას, ხან ვერა. როდესაც ურთიერთობა ჩიხში შედის, საკუთარ თავში დამნაშავის ძიების პროცესი იწყება, მაგრამ ურთიერთობის დანგრევაში იშვიათად არის მხოლოდ ერთი მხარე დამნაშავე. პრობლემა ისაა, რომ შეცდომები ხშირად არ სწორდება – ისინი მხოლოდ მეორდება, ეს კი ახალ ურთიერთობებზეც აისახება და წრეზე დაუსრულებელი

სიყვარულის ეპიტაფია: სიყვარულის შეუძლებლობა, როგორც თანამედროვე ეპოქის ტრაგედია Read More »

მედლის მეორე მხარე

ადამიანები ერთმანეთს ზემოდან უყურებენ. ხმას არ იღებენ მათ გარშემო არსებულ უსამართლობაზე და თავის ნაჭუჭში აგრძელებენ ცხოვრებას იქამდე, სანამ საცხოვრებელს ბზარები არ გაუჩნდება და გარეთ გამოსვლა არ მოუწევთ.საზოგადოება თანამდებობის წარმომადგენლებს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ თანამდებობის პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც შედარებით იერარქიულად მაღალ საფეხურზე აღმოჩნდნენ. მიხეილ გაბაიძის ფილმი, „ვაზომოტორული რინიტი“ (2024) არც კომედიაა

მედლის მეორე მხარე Read More »

სად არის ბედნიერება?

პირველყოფილი საზოგადოება ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრობდა. ადამიანები საჭირო ნივთებს თავად ქმნიდნენ, აგროვებდნენ და აშენებდნენ. ისინი თევზაობითა და მიწათმოქმედებით არსებობდნენ, ერთმანეთის დახმარებით უზრუნველყოფდნენ ცხოვრებას. იმ პერიოდში საკუთრების ცნება ჯერ კიდევ არ არსებობდა. შემდეგ კი ვაჭრობისა და ფულის გამოგონებამ საზოგადოების სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. ფულმა მდიდარი და ღარიბი ფენები ჩამოაყალიბა. გაჩნდა საკუთრების ცნებაც და სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები. ნუცა

სად არის ბედნიერება? Read More »

ცხოვრება ომის შემდეგ

ომმა ადამიანებს ყველაფერი წაართვა – თავისუფლება, სიმშვიდის შეგრძნება, უსაფრთხოების განცდა, ურთიერთობები. არავის აღარ ჰქონდა ცხოვრების გაგრძელების იმედი. არც მიზანი ჩანდა არსად. უგზო-უკვლოდ დადიოდა ყველა და ცდილობდა, სადმე გადარჩენის გზა ეპოვნა. ხვალინდელი დღე ან იქნებოდა, ან არა. საქართველოს ისტორია ორ ნაწილად გაიყო. ცხოვრება 2008 წლის აგვისტოს ომამდე და შემდეგ. ადამიანებმა თავიდან ისწავლეს, როგორ ეცოცხლათ. სხვა ემოციებთან

ცხოვრება ომის შემდეგ Read More »

პლაცებოს ეფექტი

საზოგადოება რთულად იღებს განსხვავებულ ადამიანებს. ისინი ცდილობენ მათნაირი გაგხადონ და არაფერი გქონდეს გამორჩეული, სიახლეებს არ იღებენ, ისე ეფლობიან დოგმებითა და ბორკილებით სავსე სამყაროში, რომ იხრჩობიან. ერთფეროვნება მარწუხებივით ეკრობათ ყელზე და სუნთქვის საშუალება აღარ აქვთ. თუ შეგამჩნიეს, რომ მათნაირი არ ხარ, გრიყავენ და ქვების სროლასაც არ ერიდებიან. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, სხვა ქვეყნებშიც ასეა.

პლაცებოს ეფექტი Read More »

თამაში წესების გარეშე

1990-იანი წლების ცხოვრება ყველასათვის მტკივნეული პერიოდი იყო. ადამიანებს ყოველდღე გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდათ. იმ პერიოდში მათ როგორც ერთმანეთის უარყოფა, ისე დახმარება ისწავლეს. მათ რომ ერთმანეთი არ ჰყოლოდათ და ჯგუფებად არ ყოფილიყვნენ, იმ არეულ სამყაროში, ალბათ, ვერც გადარჩებოდნენ. სწორედ ჯგუფებად და მხარეებად დაყოფამ გამოიწვია ომი, რომელსაც ბევრი ადამიანი შეეწირა. ომის ერთ-ერთი მიზეზი, ყველაფერთან ერთად, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.

თამაში წესების გარეშე Read More »

ცარიელი ადგილი

მშობელი ის ადამიანია, რომელიც ბავშვს მუდამ გვერდით უნდა ჰყავდეს. სამყარო ძალიან მკაცრია იმ პიროვნებების მიმართ, რომლებსაც მხოლოდ დედა ან მამა ზრდის. მათ ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ, აქვთ შეგრძნება, თითქოს საკმარისი არ არიან სხვებისთვის. ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მწვავდება და აჩენს სიცარიელეს. ამ სიცარიელის შევსებას ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ. რეჟისორ დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიან ფილმს, „მამა“

ცარიელი ადგილი Read More »