შიშსა და სიყვარულს შორის

ოჯახი ხშირად აღიქმება, როგორც უსაფრთხო, ყველაზე დაცული სივრცეადგილი, სადაც ნდობა უპირობოა და სიყვარული ყველაფერს ამარცხებს. თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთულია. არსებობს მომენტები, როცა ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც შორის ჩნდება გაუცხოება, როცა წარსულის ტკივილი და დაუმთავრებელი კონფლიქტები, გაუგებრობები და ერთ დროს ბოლომდე გამოუხატავი ემოციები, ნდობას ანგრევს. ასეთ დროს ოჯახი შეიძლება იქცეს სივრცედ, სადაც სიყვარული შიშთან თანაარსებობს, ხოლო ზრუნვაუხეშ ფორმებს იღებს. სივრცე, სადაც სიჩუმე უფრო მეტს ამბობს და ემოციები, რომლებიც უნდა აერთიანებდეს, პირიქით, აშორებენ ადამიანებს ერთმანეთისგან. 

ქართული კინოსთვის გაუცხოებისა და ოჯახური ურთიერთობების თემა უცხო არ არის, თუმცა გურამ ბაქრაძემ თავისი სტუდენტური ფილმით, „მამა” (2014) მაინც შეძლო ახალი სიტყვა ეთქვა მინიმალისტური ვიზუალითა და ლაკონიკური დიალოგებით. სახეები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით ირგვლივ, ემოციები და განცდები, რომლებსაც განვიცდით, სიტუაციები, რომლიდანაც ყოველდღიურად ვცდილობთ თავის დაღწევასსწორედ ეს არის მისი ფილმი. 

მამა, გურამი, რომელმაც გადაარჩინა საკუთარი შვილი, გამოიყვანა იგი ციხიდან, რომელმაც იზრუნა და საკუთარი ხელებით აუწყო შვილს მომავალი, გაყიდა ქარხანა და გადაწყვიტა მისი იტალიაში გაგზავნა, რატომღაც არ ჩანს ბედნიერი. თითქოსდა ნანობს გადადგმულ ნაბიჯს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გააზრებული იყო მისი გადაწყვეტილება. დედა, რომელიც დისტანცირებულია თითქოს მთლიანი ოჯახისგან და შვილი, რომელსაც ახრჩობს შურისძიების სურვილი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობებს. არანაირი გულწრფელი დიალოგი, მხოლოდ სიჩუმე, ემოციების საკუთარ თავში ჩახრჩობა და ჩუმი სევდაეს არის მათი ოჯახი, რომელშიც გამეფებულია შიშიგრძნობა, რომელიც მართავს ყველა პროცესს.

მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესო მამის პერსონაჟია. ჩუმი, შეშინებული მამაკაცი, შვილი ციხიდან რომ მოჰყავდა და სარკეში ეჭვით იყურებოდა, ამოწმებდა, ვინმე ხომ არ მიჰყვებოდათ. მამაკაცი, კარის კაკუნსა და სირენების ხმაზე რომ იძაბებოდა, რადგან ეშინოდა მისი შვილის გამო. თითქოს მთელი ფილმის განმავლობაში, მაყურებელი ხვდება რაც მოხდება, იცის, გურამის შიში არ ყოფილა უსაფუძვლო, რომ ეს უბრალო გრძნობა კი არა, რაღაც მამაშვილური წინათგრძნობა იყო. და მაინც, უკანასკნელი გასროლის ხმა და ქალის განწირული კივილი მაყურებელს აშინებს, აწუხებს და ახსენებს ძალიან სასტიკ რეალობას. ეს გასროლა წერტილს უსვამს არა მხოლოდ შვილის სიცოცხლეს, არამედ მამის იმედად დარჩენილ უკანასკნელ ილუზიასაც.

იცი, რა? მართლა მეჩვენება, რომ არ გინდოდა გამოგეყვანა” – ეუბნება ცოლი გურამს. დედაშვილი გურამის შიშს ვერ იგებს, არ ესმით, ვერ გრძნობენ. განა იმიტომ, რომ არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ გურამი ამ შიშის დამალვას ყველა ხერხით ცდილობს. იგი გარდაიქმნება მამაკაცად, რომელიც თითქოს ინდიფერენტული ხდება შვილის მიმართ, მიმართავს მას მბრძანებლური ტონით, არ გამოხატავს სითბოსრეჟისორის მიერ ამ კუთხით მამაკაციის სახის დანახვა კიდევ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს მაყურებელზე და კიდევ უფრო ახლოს მოდის ადამიანებთან. 

ბოლოს, შვილი კვდება და შვილთან ერთად კვდება მამის იმედებიც და შენიღბული სიყვარულიც. გურამის გამართლებული შიშის ფონზე ამბავი სრულდება, როგორც ოჯახისთვის, ისე მაყურებლისთვის. აღარ რჩება კითხვები, მხოლოდ ემოციებია. „მამაარ არის მხოლოდ ინდივიდუალური ოჯახის თავგადასავალი, ის, გარკვეულწილად, ქართული პატრიარქალური კულტურის კრიზისსაც ასახავს. გურამი ტიპური ქართველი მამაკაცია, რომლისთვისაც სიყვარულის გამოხატვა არა სითბო, არამედ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება დაპატრონობაა“. მან გაყიდა ქარხანათავისი სოციალური სტატუსი და შრომის ნაყოფირათა შვილი ეხსნა, თუმცა სწორედ ამ მსხვერპლმა აქცია იგი ემოციურად გამოფიტულ ადამიანად. მისი სიმკაცრე და დისტანციურობა იმ შინაგანი შიშის ნიღაბია, რომელსაც საკუთარ თავსაც კი არ უმხელს. შიში იმისა, რომ მისი მცდელობა დაგვიანებულია და შვილი უკვე ხელიდანაა წასული.

ფილმში დუმილი არ არის მხოლოდ ბგერების არარსებობა, ეს არის მძიმე, ფიზიკურად საგრძნობი ბარიერი, რომელიც პერსონაჟებს შორის აღმართულა. რეჟისორი გენიალურად იყენებს პაუზებსა და მზერას იმის საჩვენებლად, რომ ამ ოჯახში სიტყვებმა ფასი დაკარგა. ყოველი გამოუთქმელი ფრაზა უფრო მეტად ზრდის გაუცხოებას. დედა, რომელიც თითქოს გვერდიდან აკვირდება პროცესს, სინამდვილეში ამ დუმილის ყველაზე დიდი მსხვერპლია.

შიში ამ ფილმში არ არის ერთჯერადი რეაქცია საფრთხეზე, არამედ ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც პერსონაჟების ყოველდღიურობად იქცა. რეჟისორი გვიჩვენებს შიშის ორგვარ ბუნებას: გარეგანს, რომელიც სირენების ხმასა და კარზე კაკუნში გამოიხატება, და შინაგანს, რომელიც ბევრად უფრო დამანგრეველია. ეს არის შიში საკუთარი წარსულის, დაშვებული შეცდომებისა და იმის გააზრებისა, რომ მსხვერპლშეწირვაც კი ვერაფერს შეცვლის. მამის პერსონაჟისთვის შიში პარალიზების წყარო კი არა, მოქმედების მოტივატორია, თუმცა სწორედ ესშიშით ნაკარნახევი ზრუნვახდება ოჯახის წევრებს შორის გაუცხოების მიზეზი. საბოლოოდ, ის აქ გარდაუვალი წინათგრძნობააჰაერშია გაბნეული და მაყურებელს მანამ არ ტოვებს, სანამ ფინალური გასროლა ამ გაუსაძლის დაძაბულობას ტრაგიკული სიმართლით არ დაასრულებს.

რეჟისორი გვიჩვენებს, რომ ტრაგედია ხშირად არა ხმაურიან კონფლიქტებში, არამედ იმ დამანგრეველ დუმილშია, სადაც ემოციები სიტყვებად ვერ იქცევა. მამის პერსონაჟი ხდება სიმბოლო ადამიანისა, რომელმაც შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაიღო, მაგრამ ვერ შეძლო მთავარიგაერღვია ის სულიერი იზოლაცია, რომელშიც მისი ოჯახი წლების განმავლობაში იმყოფებოდა.

საბოლოოდ, ფინალური გასროლის სიმკაცრე მაყურებლისთვის ერთგვარი გამოფხიზლებაა. ეს არ არის მხოლოდ სიცოცხლის დასასრული, ეს არის იმ ილუზიის მსხვრევა, რომ წარსულისგან გაქცევა ან მისი ყიდვა შეუძლებელია. ფილმი გვიტოვებს მწარე კითხვას: რამდენად დაცულია ოჯახი, სადაც სიყვარული შიშმა ჩაანაცვლა? ბოლო კადრების შემდეგ რჩება მხოლოდ სიცარიელე და გააზრება იმისა, რომ ყველაზე დიდი ციხე არა გისოსებს მიღმა, არამედ იმ ადამიანების სულებშია, რომლებმაც ერთმანეთისკენ მიმავალი გზა დაკარგეს.

ფილმის ვიზუალური გადაწყვეტაჩამქრალი ფერები, ვიწრო სივრცეები და სტატიკური კადრებიკიდევ უფრო ამძაფრებს კლაუსტროფობიის განცდას. მაყურებელი ხდება არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ ამ ოჯახური ტყვეობის თანამონაწილე. კამერა ხშირად ჩერდება პერსონაჟების სახეებზე, სადაც ნაოჭები და დაღლილი გამოხედვა იმაზე მეტს ჰყვება მათ წარსულზე, ვიდრე ნებისმიერი დიალოგი შეძლებდა. ეს ვიზუალური ასკეტიზმი ხაზს უსვამს იმ სულიერ სიმშრალეს, რომელშიც გმირები ცხოვრობენ.

Barbara Rikadze

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *