ჩვენი ცხოვრების ჟანრი – დრამა თუ შავი კომედია?

სოსო ბლიაძის ფილმი, „ოთარის სიკვდილი“ (2021) უცნაური ნამუშევარია. მთავრდება კინოსურათი და ვერ იგებ – მოგეწონა? არ მოგეწონა? რას გვეუბნება? იდეა ახლა მოდაში აღარ არის, მაგრამ თანამედროვე ენით – რა არის მისი მესიჯი? რომელია დადებითი გმირი? უარყოფითი? ვის უნდა უთანაგრძნოს მაყურებელმა? ამბავი იმის შესახებ, როგორ დაარტყა მანქანა 16 წლის ახალგაზრდამ სოფლის ბნელ შარაგზაზე მოხუცს და მოკლა, …

ჩვენი ცხოვრების ჟანრი – დრამა თუ შავი კომედია? წაკითხვა

მცირე მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში

ყოველდღიურ რუტინაში ადამიანები კარგავენ მნიშვნელოვან ღირებულებებს, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს. ის თითქოს ახუნებს გრძნობებსა და ემოციებს, არ გვაძლევს საშუალებას დავფიქრდეთ, რამდენ დროს ვხარჯავთ ფუჭ ქმედებებსა და მატერიალურ ღირებულებების მოსაპოვებლად. მხოლოდ ცხოვრების დასასრულის მოახლოების შეგრძნება გაიძულებს, სამყაროს შეხედო ახალი თვალით და დაინახო თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი თავისუფლება. ნინო ჟვანიას სადებიუტო ფილმი, „აღლუმი“ (2018) მოგვითხრობს ერთ …

მცირე მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში წაკითხვა

რომანი ქალებზე

ფილმის, „ანას ცხოვრება“ შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ მასში მოთხრობილ ამბავს გაგრძელება ექნებოდა. დღეს ნინო ბასილიას ეს კინოსურათი და შემდგომი ორი ნამუშევარი – „პერსონა №2“ და „ქიმიური ქორწილი“ კინოტრილოგიად შეიძლება მივიჩნიოთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათში ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. დრამატურგის, რეჟისორის, მწერლის, ნინო ბასილიას რომანს, „პლასტმასის ნერვს“ ამგვარი მინაწერი აქვს: „მდედრობითი სქესის რომანი“. …

რომანი ქალებზე წაკითხვა

მამა „უმამობის“ ხანაში

დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „მამა“ (2015) ამ რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. მსგავსი (ან დაახლოებითი) სახელწოდებით მსოფლიოში, ალბათ, ათობით ფილმი გადაღებულა. მამობა ან უმამობა ბევრი ნაწარმოების მთავარი სათქმელია. ასეთი მთავარი სათქმელით შემოვიდა კინოში დავით ფირცხალავაც. თან იმდენად საინტერესოდ, რომ 2015 წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჟიურიმ მისი ფილმი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა და პრიზიც გადასცა. ფილმს „მამა“ კი ქვია, მაგრამ, …

მამა „უმამობის“ ხანაში წაკითხვა

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

ფილმი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ უკანასკნელ კინოსურათებს შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაწარმოებია. ა. ცაგარელის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავში“, რომელმაც აღაფრთოვანა დიდი ილია, გიორგი წერეთელი, აისახა ჩვენი ხალხის გასული საუკუნის მწარე ცხოვრების ერთი პატარა, მაგრამ დიდად მნიშვნელოვანი, იმ დროისთვის ფრიად დამახასიათებელი ეპიზოდი. სცენარის ავტორების – ნ. წულეისკირისა და მ. ჭიაურელისაგან პიესის ეკრანიზაცია დიდ …

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ წაკითხვა

გამოღვიძება

ზამთარი. სეზონი, როცა დრო ჩერდება. ადამიანები თბილ სახლებში იკეტებიან და გარე სამყაროსთან კონტაქტს თითქმის წყვეტენ. ისინი იქამდე არიან მოშორებული ყველაფერს, სანამ მზე ისევ არ მოვა მათ ფანჯრებთან ან მერცხლის ხმას არ გაიგონებენ. ამ პერიოდში დეპრესიის გაჩენის უზარმაზარი შანსია. შენ, როგორც პიროვნება, რჩები მარტო საკუთარ თავთან და უფრო მეტი დრო გაქვს ემოციების გამოსახატად, ცხოვრებაში გასარკვევად. დეპრესია …

გამოღვიძება წაკითხვა

ადამიანობიდან ცხოველამდე

ხშირად გამოყენებული გამოთქმა, ყველაზე დიდი ცხოველი ადამიანი არისო, ზუსტად ასახავს ამირან დოლიძის ფილმის, „ცხოველი“ (2019) შინაარსს. კინოსურათისათვის უფრო შესაბამისი იქნებოდა ამგვარი სათაური – „ადამიანი, როგორც ცხოველი“. რეჟისორი ყურადღებით აკვირდება მთავარ გმირს, რომლის სახელსაც მთელი ფილმის განმავლობაში ვერ ვიგებთ. ეს უკანასკნელი მიზნის მისაღწევად მზად არის გამოიყენოს აკრძალული ხერხები. როგორ შეიძლება ადამიანი დეგრადირდეს ამ დონემდე, ის ხომ …

ადამიანობიდან ცხოველამდე წაკითხვა

მცირედი მსხვერპლი პირადი სამოთხისათვის

ადამიანის ცხოვრება ბევრი დაბრკოლებით, უიმედობით, სირთულეებითა და ხშირი დაღმასვლებით არის სავსე. მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, რაიმე ღირებულის შექმნას, ან თუნდაც წარმატების მოპოვებას, ან, იქნებ, უბრალოდ, ბედნიერად ცხოვრებას. სამყარო ძალიან მრავალფეროვანია, ასეთივე მრავალფეროვნები არიან ადამიანებიც, თავიანთი ინდივიდუალური ხასიათით, ინდივიდუალური სურვილებითა და მისწრაფებებით. განსხვავებულია ასევე თითოეულის დამოკიდებულება მიზნებისა და გეგმებისადმი. ყველას გვაქვს ოცნება, მაგრამ …

მცირედი მსხვერპლი პირადი სამოთხისათვის წაკითხვა

თხრობა დროსა და სივრცეში

ღამეა. რამო და მახო სარკინიგზო რელსს იპარავენ, ჩქარობენ…შალვა სოყურაშვილის კინოკამერა ნერვიულად მიყვება მათ მოძრაობას. ეს კამერა ფილმის ერთ-ერთი მოქმედი გმირია, რომელიც ხან სხვა პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას გადმოსცემს, ხან ობიექტური მთხრობელია და ხანაც გაირინდება ხოლმე და გაიძულებს, რომ შენც აღმოაჩინო ახალი დეტალები თითქოს უკვე ნაცნობ გამოსახულებაში, ჩაიძირო მასში.რეჟისორმა გიგა ლიკლიკაძემ მხატვრული ფილმი „ღორი“ 2019 წელს გადაიღო. …

თხრობა დროსა და სივრცეში წაკითხვა

თუ აჯობებ რეალობას

ჯერ თითქოს ყველაფერი ნაცნობია, თითქოს ბევრჯერ ნანახი და უკან ჩამოტოვებული. გადაბიჯებული და გავლილი, ან ჯობს, განვლილი იყოს. ჩნდება ბუნდოვანი და მკაფიო ასოციაციები და პარალელები – სხვა დროებთან – სხვა ფილმებთან, მათ სხვა შინაარსებთან, მათში – სხვა ადამიანებთან და მათ თავგადასავლებთან, მათ პრობლემებთან. მათი/სხვების ცხოვრების სხვა მონაკვეთებთან, ამბების სხვანაირ განვითარებასა და სხვაგვარ (ან/და მსგავს) დასასრულებთან.თუმცა ეს …

თუ აჯობებ რეალობას წაკითხვა