A STORY THAT IS READ, SEEN AND HEARD

In the 1920s, socialist censorship and ideology acted with strange concessions towards authors of avant-garde from time to time. There already existed a Bolshevik hysteria of unacceptability, which eventually created a censorship of non-existent facts in the 1930s. The same vocabulary, although much more direct and no less ignorant as well as a sense of ignorance was distinguished by the persecution of writers and poets of different ideas and those close to philosophy, faith and other values by German Nazism. There is nothing special ...

A STORY THAT IS READ, SEEN AND HEARD Read More »

UNFIRED BULLET

ქართული მოკლემეტრაჟიანი კინო ხშირად ახერხებს იმაზე მეტის თქმას, ვიდრე დიდი ბიუჯეტისა და ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ფილმები. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთია საკმარისი იმისთვის, რომ მაყურებელი ფიქრებში ჩაძირო. ისეთ კითხვებზე დააფიქრო, რომლებზეც პასუხი მარტივად არ არსებობს. სწორედ ასეთია გიორგი უბილავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გისოსებს მიღმა“ (2023). ეს არ არის უბრალოდ შურისძიებაზე გადაღებული ფილმი. სინამდვილეში, ესაა ამბავი ადამიანებზე, რომლებმაც წლები

UNFIRED BULLET Read More »

BLOOD IS THICKER THAN WATER

თანამედროვეობაში ერთ-ერთ საკამათო საკითხს ადამიანის არსი და ბუნება წარმოადგენს – არის თუ არა ინდივიდი სულიერი არსება, თუ მისი ცხოვრება მხოლოდ ბიოლოგიურ და სოციალურ არსებობამდე დაიყვანება? ხოლო თუ ადამიანი მართლაც სულის მქონე არსებაა, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: არსებობს თუ არა ინდივიდებს შორის სულიერი კავშირები? არსებობს თუ არა უხილავი ძალა, აუხსნელი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს? სწორედ

BLOOD IS THICKER THAN WATER Read More »

AZURE OR LIKE A ROSE IN THE RAIN-WASHED SAND

რა არის ადამიანის ცხოვრება თანამედროვე სამყაროში თუ არა ფუტლიარით აღსავსე ურთიერთობები და ნოსტალგიითა და სევდით გაჯერებული ტრფიალი დიდებული წარსულის მიმართ, თუმცა მაინც რაში მდგომარეობს წარსულის „დიდებულება“ ან რატომ იყო ბავშვობა უფრო ტკბილი, ვიდრე დღევანდელობა?! ნია ჟვანიას სტუდენტური ფილმი, „გადახვევა“ (2023) სწორედ ამ თემებს ეხება, მსუბუქი და სახასიათო ესთეტიკით, რომელიც, ერთ შეხედვით, კომერციული ჟანრის კინოს მოგვაგონებს

AZURE OR LIKE A ROSE IN THE RAIN-WASHED SAND Read More »

HELLO, JAQO!..

ქართული კლასიკა, ეროვნული ლიტერატურა გადატანილი სცენასა და, გამორჩეულად, ეკრანზე – ბუნებრივად იწვევს საზოგადოების ინტერესსა და ყურადღებას იზიდავს. ეს ტრადიცია არ დარღვეულა, როდესაც დათო ჯანელიძემ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გადაიღო 2009 წელს. ფილმი – რომანის მოტივებზე, თავისი და ვაჟა გიგაშვილის სცენარით. პირველად ქართულ კინოში. დათო ჯანელიძემ ჯაყოს ხიზნების „ხიზნობის“ იდეა, ალეგორიული ფორმით, ადრეც გამოიყენა, „ჯაყოს ხიზნების“

HELLO, JAQO!.. Read More »

HAPPY START

პატიება ხშირად ყველაზე მარტივია, ხშირად კი ყველაზე ძნელი, თუკი საქმე ოჯახის წევრს ეხება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომუნიკაცია თითქმის არ არსებობს და ყოველგვარი ემოცია – ბრაზი თუ წყენა სადღაც ერთი ადამიანის გულში თავს იყრის და გროვდება. უთქმელობა ძალიან დიდ პიროვნულ კრიზისსა და კატასტროფას იწვევს, რომელიც შემდგომში სხვადასხვა სახით ვლინდება და, სამწუხაროა, რომ მსგავს შემთხვევაში ადამიანი თვითგვემისაკენ

HAPPY START Read More »

TWO BROTHERS’ OPPOSITE CHOICES IN THE DARKNESS OF EMIGRATION

როცა ადამიანი სამშობლოს ტოვებს, ხშირად ჰგონია, რომ მხოლოდ ქვეყანას იცვლის, მაგრამ სინამდვილეში ბევრად მეტს კარგავს – ბავშვობას, სიმშვიდეს, საკუთარ გარემოს, ზოგჯერ კი საკუთარ თავსაც. ემიგრაცია მხოლოდ სხვა ქვეყანაში გადასვლა არ არის. ეს არის მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის, უცხო გარემოში საკუთარი ადგილის ძებნა და ყოველდღიური მცდელობა, რათა ადამიანმა ღირსება შეინარჩუნოს. განსაკუთრებით რთულია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც სიღარიბე,

TWO BROTHERS’ OPPOSITE CHOICES IN THE DARKNESS OF EMIGRATION Read More »

SILENCE AFTER THE STORM

ზამთარში ქალაქი ნაცრისფერია. ხმაურიანი ქუჩები სიცარიელის განცდას ტოვებს, განათებული ფანჯრების მიღმა კი ადამიანები მარტოობას უფრო მძაფრად გრძნობენ. ახალი წელი ბევრისთვის ახალი დასაწყისია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს უბრალოდ მორიგი მძიმე ღამეა. სწორედ ამ სევდიან ატმოსფეროს ასახავს რეზო გიგინეიშვილის ფილმი, „ლირიკა“ (2026). მთავარი გმირი, მიშა (მიშა მესხი) ყველას ეცოდება გაფლანგული ნიჭის გამო, მაგრამ მას ეს სიბრალული

SILENCE AFTER THE STORM Read More »

LOST CONTENT

თანამედროვე სტუდენტურ კინოში ხშირად ვხვდებით მცდელობას, ხელოვანმა უარი თქვას ტრადიციულ თხრობაზე და მაყურებელს არა კონკრეტული ამბავი, არამედ სუფთა ემოციური მდგომარეობა მიაწოდოს. ასეთი ნამუშევრები, ძირითადად, დუმილზეა დაშენებული, სადაც სიტყვა ზედმეტია და აზრის ფორმირება მხოლოდ ვიზუალური პლასტიკით, გარემოზე დაკვირვებითა და სიმბოლური ნიშნების გაცოცხლებით ხდება. ხშირად რთულია გაავლო ზღვარი რეალობასა და მეტაფორას შორის, რადგან რეჟისორი მიზნად ისახავს არა

LOST CONTENT Read More »

TWO LIVES, ONE REALITY

თანამედროვე კინოში სულ უფრო იშვიათად გვხვდება ნამუშევრები, რომლებიც არა მხოლოდ ამბავს ყვებიან, არამედ მაყურებელს რეალურ პრობლემებთან პირისპირ აყენებენ. მევლუდ საბაშვილის ფილმი, „გამყოფი ხაზი“ (2025) სწორედ ასეთ ნამუშევართა რიგს მიეკუთვნება. ის ეხება თემას, რომელიც მტკივნეულია, აქტუალური და ხშირად მიჩქმალული. ოჯახური ძალადობა, როგორც სოციალური და პიროვნული ტრაგედია, აქ არ არის მხოლოდ სიუჟეტური ხაზი, ის არის რეალობა, რომელიც

TWO LIVES, ONE REALITY Read More »