სანამ თავზე წისქვილის ქვა დაგვტრიალებია

ადამიანის ცხოვრება არაფერის არ არის, თუ არა მუდმივი ლოდინი რაღაცისთვის. ლოდინი, თუ როდის მოვა შაბათ-კვირა, ზაფხული, ახალი წელი, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, როდის გამოჩნდება ახალი სამსახური, როდის იპოვი ცხოვრების სიყვარულს, როდის წახვალ სანუკვარ მოგზაურობაში, როდის აიხდენ ყველა ოცნებას და სწორედ ამ ლოდინიდან შემდგომ ლოდინამდე ვარსებობთ, თუმცა ყველაზე მძიმეა ძვირფასი ადამიანის ლოდინი, რომელიც შეიძლება შენგან შორს სულაც […]

სანამ თავზე წისქვილის ქვა დაგვტრიალებია Read More »

მისიონერები ნეონის ჯვრებით

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ შოულობენ მას. ჯვრის სიმბოლო ამ საქმისთვის ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული და საუკეთესო გზაა ამ მიზნის მისაღწევად. ეს უძველესი სიმბოლო ადამიანისთვის გზის გამკვლევი იყო, რომელიც დედამიწის ოთხ ძირითად წერტილს ასახავდა. შემდგომში ის დროებით სიკვდილმისჯილთა მთავარი „ეშაფოტი“ გახდა, რამაც გამოიწვია მესამე და უმთავრესი რელიგიური დატვირთვა. ქრისტეს ჯვარცმამ, შეიძლება

მისიონერები ნეონის ჯვრებით Read More »

გაზაფხული ახალი წლის ღამეს

ნოსტალგია არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და თბილი განცდა, რამაც შეიძლება ყველა  ყოფითი პრობლემა რამდენიმე ხნით გვერდზე გადაგადებინოს და ტკბილ-მწარე მოგონებებში ჩაგძიროს. წარსულში განცდილი შეგრძნებები და „კადრები“ ერთიანად ამოტივტივდება ხოლმე რეტრო სიმღერის მოსმენისას, სადღაც რომელიმე ძველი ქუჩის კუთხეში, სახლის კედლებისა თუ აივნების ხილვისას, ვისიმე ხმის ინტონაციის გაგონებისას, განსაკუთრებით კი, ნაცნობი ან ერთ დროს ძალიან ცნობილ ადამიანებთან

გაზაფხული ახალი წლის ღამეს Read More »

წარსულისა და აწმყოს უცნაური შეხვედრა

ადამიანს იზიდავს, რაც რეალობას მიღმაა, იდუმალია და ამოუხსნელია და ის ისწრაფვის თვალხილული გახდეს, მზერა გამჭოლად აქციოს და დაინახოს, რასაც „შეუიარაღებელი“ თვალი ვერ ხედავს. კაცობრიობის მეხსიერება ბევრ ინფორმაციას ინახავს, რაც თაობებს გადაეცემა. ხსოვნა ცნობიერებას აყალიბებს. წარსულის ექო აღწევს დღემდე და თანამედროვეობაზე მოქმედებს. ამგვარი „ცოდნით“ აღჭურვილი, მოაზროვნე ადამიანი ძიებას, პირველ რიგში, საკუთარ თავში იწყებს (საიდან მოვედით? ვინ

წარსულისა და აწმყოს უცნაური შეხვედრა Read More »

ამბავი, რომელიც იკითხება, ჩანს და ისმის

XX საუკუნის 20-იან წლებში, სოციალისტური ცენზურა და იდეოლოგია დროდადრო უცნაური დათმობით მოქმედებდა ავანგარდული ფორმის ავტორების მიმართ. უკვე არსებობდა ბოლშევიკური მიუღებლობის ისტერიაც, რომელმაც საბოლოოდ 1930-იან წლებში შექმნა არარსებული ფაქტების ცენზურა. იგივე, თუმცა ბევრად უფრო პირდაპირი, არანაკლებ უვიცი ლექსიკითა და უცოდინარობის განცდით გამოირჩეოდა გერმანული ნაციზმის მიერ, განსხვავებული და ფილოსოფიასთან, რწმენით და სხვა ღირებულებებთან ახლოს მდგარი მწერლებისა თუ

ამბავი, რომელიც იკითხება, ჩანს და ისმის Read More »

გაუსროლელი ტყვია

ქართული მოკლემეტრაჟიანი კინო ხშირად ახერხებს იმაზე მეტის თქმას, ვიდრე დიდი ბიუჯეტისა და ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ფილმები. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთია საკმარისი იმისთვის, რომ მაყურებელი ფიქრებში ჩაძირო. ისეთ კითხვებზე დააფიქრო, რომლებზეც პასუხი მარტივად არ არსებობს. სწორედ ასეთია გიორგი უბილავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გისოსებს მიღმა“ (2023). ეს არ არის უბრალოდ შურისძიებაზე გადაღებული ფილმი. სინამდვილეში, ესაა ამბავი ადამიანებზე, რომლებმაც წლები

გაუსროლელი ტყვია Read More »

სისხლის ყივილი

თანამედროვეობაში ერთ-ერთ საკამათო საკითხს ადამიანის არსი და ბუნება წარმოადგენს – არის თუ არა ინდივიდი სულიერი არსება, თუ მისი ცხოვრება მხოლოდ ბიოლოგიურ და სოციალურ არსებობამდე დაიყვანება? ხოლო თუ ადამიანი მართლაც სულის მქონე არსებაა, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: არსებობს თუ არა ინდივიდებს შორის სულიერი კავშირები? არსებობს თუ არა უხილავი ძალა, აუხსნელი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს? სწორედ

სისხლის ყივილი Read More »

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

რა არის ადამიანის ცხოვრება თანამედროვე სამყაროში თუ არა ფუტლიარით აღსავსე ურთიერთობები და ნოსტალგიითა და სევდით გაჯერებული ტრფიალი დიდებული წარსულის მიმართ, თუმცა მაინც რაში მდგომარეობს წარსულის „დიდებულება“ ან რატომ იყო ბავშვობა უფრო ტკბილი, ვიდრე დღევანდელობა?! ნია ჟვანიას სტუდენტური ფილმი, „გადახვევა“ (2023) სწორედ ამ თემებს ეხება, მსუბუქი და სახასიათო ესთეტიკით, რომელიც, ერთ შეხედვით, კომერციული ჟანრის კინოს მოგვაგონებს

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში Read More »

გამარჯობა, ჯაყო!..

ქართული კლასიკა, ეროვნული ლიტერატურა გადატანილი სცენასა და, გამორჩეულად, ეკრანზე – ბუნებრივად იწვევს საზოგადოების ინტერესსა და ყურადღებას იზიდავს. ეს ტრადიცია არ დარღვეულა, როდესაც დათო ჯანელიძემ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გადაიღო 2009 წელს. ფილმი – რომანის მოტივებზე, თავისი და ვაჟა გიგაშვილის სცენარით. პირველად ქართულ კინოში. დათო ჯანელიძემ ჯაყოს ხიზნების „ხიზნობის“ იდეა, ალეგორიული ფორმით, ადრეც გამოიყენა, „ჯაყოს ხიზნების“

გამარჯობა, ჯაყო!.. Read More »

ბედნიერი დასაწყისი

პატიება ხშირად ყველაზე მარტივია, ხშირად კი ყველაზე ძნელი, თუკი საქმე ოჯახის წევრს ეხება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომუნიკაცია თითქმის არ არსებობს და ყოველგვარი ემოცია – ბრაზი თუ წყენა სადღაც ერთი ადამიანის გულში თავს იყრის და გროვდება. უთქმელობა ძალიან დიდ პიროვნულ კრიზისსა და კატასტროფას იწვევს, რომელიც შემდგომში სხვადასხვა სახით ვლინდება და, სამწუხაროა, რომ მსგავს შემთხვევაში ადამიანი თვითგვემისაკენ

ბედნიერი დასაწყისი Read More »